ქალი და მამაკაცი რატომ არ უნდა შეიყვაროთ რუსი გოგონა - რჩევები, რომლებსაც უცხოელებს აძლევენ 2016, 23 მაისი, 11:50 რუსი გოგონა, მარინა ვინოგრადოვა, რომელიც გიდად მუშაობს და ტურისტებს რუსეთის შესახებ უყვება ვებ-გვერდის, MatadorNetwork-ისთვის ინგლისურ ენაზე დაწერა სტატია, რომელშიც უცხოელებს ესაუბრება იმაზე, თუ რატომ არ ღირს რუს გოგონასთან სასიყვარულო ურთიერთობის დაწყება. გთავაზობთ ამ მეტ-ნაკლებად ირონიული სტატიის თარგმანს. თუ რამდენად შეესაბამება ეს ყველაფერი სიმართლეს, მკითხველმა თავად გადაწყვიტოს... მაშ ასე, რატომ არ ღირს რუს გოგონასთან სასიყვარულო ურთიერთობის გაბმა? "1. ისინი ზედმეტად ლამაზები არიან რუსი გოგოების უმრავლესობისთვის ცხოვრება პოდიუმია, ამიტომ ყოველთვის უნაკლოდ უნდა გამოიყურებოდნენ, თუნდაც სახლიდან მხოლოდ საფოსტო ყუთიდან გზავნილის ასაღებად ან ძაღლის გასასეირნებლად გამოვიდნენ. ერთ-ერთი ჩემი მეგობარი, საშა ყოველდღე მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ატარებს და სულაც არ განიცდის იმას, რომ ეს ძალიან არაკომფორტულია. მთავარია ლამაზია! ხუთი წლის განმავლობაში იგი არასოდეს გამოჩენილა ლექციებზე ერთსა და იმავე ტანსაცმელში ორჯერ. როცა ვკითხე, რატომ უთმობს ამდენ ყურადღებას საკუთარ გარეგნობას, საშამ მიპასუხა: "და რატომ არ უნდა გამოვიყურებოდე კარგად? - ეს ძალაა, პატივისცემაა. პირველი შეხედვისთანავე არავინ შეაფასებს თქვენს მდიდარ შინაგან სამყაროს". ის ფაქტი, რომ რუსი გოგოები ყოველთვის კარგად გამოიყურებიან, საშიშიც კი შეიძლება იყოს. თუ მაგალითად, თქვენ მასან ერთად სადმე გასეირნებას გეგმავთ, დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ, რომ მის ფონზე სათანადოდ გამოიყურებოდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველას გაუჩნდება შეკითხვა, რას აკეთებს ეს ლამაზმანი ასეთი საფრთხობელის გვერდით? 2. ერთგულება - ეს ყოველთვის კარგი არაა რუსი გოგონა თქვენთვის ყველაზე ერთგული მეგობარი, საუკეთესო მრჩეველი, ჭკვიანი კრიტიკოსი და პირადი ექიმიც კი იქნება. რუსი ქალები მზრუნველები და ნაზები არიან, ისინი ყოევლთვის მზად არიან მხარში დაგიდგეთ და თქვენთან ერთად გადალახონ დაბრკოლებები. რუსი ქალების ერთგულების საუკეთესო მაგალითია დეკაბრიტების ცოლები. XIX საუკუნეში რუსეთში თავადები აუჯანყდნენ მეფეს. ამისათვის მათ ციმბირში სამუდამო გადასახლება მიუსაჯეს. ცოლები ნებაყოფლობით გაჰყვნენ მეუღლეებს და მათთან ერთად გაიზიარეს ცივ, უკაცრიელ მიწაზე ცხოვრების მთელი სიმძიმე. რუს ქალს სჯერა, რომ მისი პარტნიორი საუკეთესო ადამიანია: ყველაზე ნიჭიერი, ყველაზე ძლიერი, ყველაზე ჭკვიანი. მას გულწრფელად სჯერა ეს, რადგან საკუთარ თავს ძალიან აფასებს. და თუ საკუთარი თავის დედოფლად მიაჩნია, მეწყვილედაც მხოლოდ მეფეს აირჩევდა. შესაბამისად ექცევა კიდეც, როგორც მეფეს - პატივისცემით, ზრუნვით, სიყვარულითა და მხარდაჭერით. მაგრამ თუ ერთგულება მოსაბეზრებლად მიგაჩნიათ, უმჯობესია, არ გააბათ სასიყვარულო ურთიერთობა რუს გოგოსთან. 3. რუსი სიდედრი და სიმამრი გეყოლებათ რუსი სიმამრი და სიდედრი საკმაოდ საშიში რამაა. პირველ რიგში საფრთხეს უქმნის თქვენს ჯანმრთელობას. იმიტომ, რომ თქვენი ცოლის მშობლების სახლში ყოველთვის იქნება გაშლილი სუფრა საკმად უცნაური კერძებით: სუპები, ხორცი, ხორციანი სუპები, სალათები, რომლებიც სანახევროდ მაიონეზისგან და კარტოფილისგან შეგება, ცალკე კიდევ უფრო მეტი კარტოფილი, ფარშირებული ბლინები და დესერტად ტორტი. ტრაპეზის არ დასრულება უზრდელობაა, ამიტომ მოგიწევთ ყველაფერი შეჭამოთ. დიახ, მართლა, ყველაფერი! და ნურც თქვენი საყვარელი ადამიანის მხრიდან დახმარების იმედი გექნებათ: რუსები სტუმრებს გასკდომამდე აჭმევენ. ამიტომ, თქვენი ცოლი, იმის მაგივრად, რომ ამ სიგიჟისგან დაგიხსნათ, ღვეზელის მეორე ნაჭერსაც შემოგთავაზებთ. და არც ინიცირება დაგავიწყდეთ: თქვენი გოგონას მამა, სავარაუდოდ სხვადასხვა ხერხით შეეცდება გამოგცადოთ, რათა დარწმუნდეს, რომ მის ძვირფას ქალიშვილთან ყოფნის ღირსი ხართ. მაგალითად, ჩემი მეგობარი, ჟაკი, იძულებული გახდა თავისი შეყვარებულის მამასთან ერთად მთელი ბოთლი არაყი დაელია, წინააღმდეგ შემთხვევაში სუსტად ჩათვლიდნენ. საბედნიეროდ გამოცდა ჩააბარა და ჩვენც ამ მოვლენის კიდევ ერთი ტორტით აღნიშვნა მოგვიწია. 4. ზედმეტად დამოუკიდებლები არიან XIX საუკუნის რუსი პოეტი, ნიკოლაი ნეკრასოვი წერდა: "რუსი ქალი დოღზე მორბენად ცხენს გააჩერებს, ცეცხლმოკიდებულ ქოხში შევა". ეს ძლიერი სახე დამოუკიდებელი ქალისა, რომელსაც სინამდვვილეში მამაკაცისგან არ სჭირდება არც დახმარება, არც დაცვა, ბევრ რამეში გამართლებულია. რუს გოგონებს არ სჯერად იდეალური ურთიერთობების და ფიქრობენ, რომ მაშინაც კი, თუ თავისი პრინცი იპოვეს, საკუთარი თავის რჩენა თავადვე უნდა შეეძლოთ. ბევრისთვის კარიერა და მეორე უმაღლესი განათლების მიღება უფრო მიმზიდველი ხდება იმ ადამიანის პოვნის შემდეგ, რომელიც შენს ინდივიდუალობასა და თავისუფლებას დააფასებს. რუსი ქალეი დამოუკიდებლები და ძალიან ჯიუტები არიან. ალბათ ზედმეტადაც კი. მეორე მხრივ, მისი ამგვარი მებრძოლი ხასიათი როგორც მას, ასევე ტქვენც დაგეხმარებათ სირთულეების გადალახვაში. 5. ბევრს ელიან თქვენგან რუსი ქალი ძალიან მომთხოვნია. მას არ სურს მხოლოდ კაცი, რომელსაც სიგიჟემდე ეყვარება. მას მსოფლიოში საუკეთესო მამაკაცი სურს, რომელსაც, ამავდროულად სიგიჟემდე ეყვარება. იგი ელის, რომ თქვენ ჯენტლმენურად მოიქცევით: გაუღებთ კარს, მიეხმარებით პალტოს ჩაცმაში, აჩუქებთ ყვავილებს პაემნის დროს. ასე რომ, თუ თქვენ ამ ტიპის მამაკაცებს არ განეკუთვნებით, არ ღირს რუს გოგოსთან ურთიერთობის დაწყებაც კი. და ყოევლთვის იყავით მის თვალში უშიშარი და დახვეწილი რაინდი: დაუთმეთ ტრანსპორტში ადგილი ხანშიშესულ ადამიანებს, გადაარჩინეთ კატა მაწანწალა ძაღლისგან. ერთხელ შევხვდი ადამიანს, რომელიც კანალიზაციაში ჩახტა იმისათვის, რომ მასში ჩაცვენილი პატარა იხვის ჭუჭულები ამოეყვანა. თავისი გოგონას თვალებში იგი ნამდვილი გმირი იყო. 6. მოგიწევთ ურთიერთობაში ყინულის გალღობა რუსი გოგოები მიჩვეულები არიან დისტანციის დაჭერას ახალ ნაცნობებთან. რუსი გოგონა ყინულის დედოფლად შეიძლება მოგეჩვენოთ, მაშინაც კი, თუ ყურებამდეა თქვენზე შეყვარებული (უფრო სწორად, განსაკუთრებით თუ ყურებამდეა შეყვარებული!). ჩემმა კოლეგამ და თანამშრომელმა, პოლმა, რომელიც მოსკოველ გოგონას ხვდება, ერთხელ მომიყვა: "როცა შეხვედრა დავიწყეთ, ჩვენს შორის ყინულის კედელი იყო აღმართული. მეჩვენებოდა, რომ არ უნდოდა გული გაეხსნა ჩემთვის, თავისთან ახლოს მიშვებაც კი არ უნდოდა. მაგრამ ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, შევძელი ამ ყინულის გალღობა და აღმოვაჩინე, რომ მის მიღმა ყველაზე მოსიყვარულე და მზრუნველი ადამიანი იმალება". 7. რუსული საჭმელი ბევრი რუსი ქალის აზრით, გემრიელი ვახშამი სიყვარულის დემონსტრირების კარგი საშუალებაა. ასე რომ, მზად იყავით მისი კულინარიული ექსპერიმენტებისთვის. თავიდან რუსული საკვები სრულიად ნორმალურად შეიძლება მოგეჩვენოთ და ცოტა მოსაწყენიც შეიძლება იყოს. მაგრამ თუ ამ საჭმლით ყოველდღიურად დაიწყებთ კვებას, და არა მხოლოდ მის მშობლებთან სტუმრობისას, სულ უფრო მეტი შეკითხვები გაგიჩნდებათ. რა არის ეს უცნაური იისფერი სალათი? ჭარხალი ქაშაყთან ერთად? ბლინები ხიზილალით? რატომ ამატებს კომბოსტოს ყველა კერძში? რამდენი სახეობის მწნილი არსებობს დედამიწაზე? რა უცნაური პურის სასმელია? შეიძლება ამ საჭმელების უმეტესობას ვერ იტანდეთ, მაგრამ ალბათ მაინც აღმოაჩენთ ამ ყველაფერში რაიმე გემრიელს. მაგალითად, ერთ ჩემს ნაცნობს ძალიან უყვარს სალათი ოლივიე, რადგან, როგორც თავად ამბობს, მასში კომბოსტო არ არის. " აი, ასეთია თავად რუსი გოგოს აზრი რუს გოგონებზე. საინტერესო იქნება რამდენად ეთანხმებიან ამ შეფასებებს ქართველები, განსაკუთრებით მამაკაცები... 5194 14-ს მოსწონს 1-ს არა |
რუსი ქალის ერთგულება ვინ გაიგონა ნეტა? რუს ქალს ცოლად რომ მოიყვან, მოგიწევს დეტექტივი დაიქირავი, ან შენ იქცე დეტექტივად რომ ღალატში გამოიჭირო. . .
და გემრიელ საჭმელს ამზადებენო? ეს ხომ სრული აბსურდია, გრეჩიხა, ბორში, გაროხი, სუპი, მჟაუნა თუ გემრიელია, მაშინ ხინკალი მწვადი, ქაბაბი, ლობიანი, ხაჭაპური, ნადუღი, სულგუნი, ღმერთების საჭმელი ყოფილა. . .
ისე კი ავტორი ცოტა უფრო ობიექტური რომ ყოფილიყო ასე დაასათაურებდა:
1,ზედმეტად ავხორცები არიან.
2,ერთგულება არც ისე საჭირო რამაა
3,ნუ გამორიცხავთ რომ ალკოჰოლიკი სიდედრ-სიმამრი გეყოლებათ
4,იმდენად უყვართ სექსი რომ, უარს ვერ ამბობენ შემთხვევით ურთიერთობებზე
თუ მაინც გადაწყვეტთ მათ ცოლად მოყვანას მიზეზით ,,ყოფას გაგვილამაზებს''. კი გარეგნულადაც გაგალამაზებთ, თავზე კარგი ჯიშიანი რქებით. . .