x
image
pepe
პოეზია

სიტყვა მჭირდება ალბათ უაზრო, . გაგება თუნდაც რაიმე ახლის, .


გოგო მჭირდება იქნებ ლამაზი, . ან სიყვარული პირველი ნახვის!


იქნებ თვალები მჭირდება ლურჯი
, ჩემს გულს ტყვიას რომ ათასჯერ ახლის, .


ანდა ოჯახი, მჭირდება ჩემი, . სითბო მჭირდება საკუთარ სახლის


, ლექსები წერე წერე და წერე, ცრემლებიც
ღვარე ღვარე და ღვარე,


იდარდე მერე 100 წლის მერე თავის დროზე რომ არ შემიყვარე


, ფიქრები ფანტე ფანტე და ფანტე, ცრემლები ღვარე ღვარე და ღვარე,


რო დაინახავ დეკემბრის ფანტელს
მიხვდები თურმე არ გყავარ გვერძე,


მე რა მინდა სადაც არ ხარ შენდა
, იქ რა მინდა სადაც აღარ გიცდი,


ისე აღარ გელი როგორც ადრე დარდით, უკვე სევდის მწვერვალს მივწვდი.


მე ვინ მკითხავს შენი გულის მართვას, . მე ხომ მხოლოდ ჩემს ოცნებებს წყვიტავ


. ფიქრით ისევ მივაგორებ დღეს და. ღამით მთვარეს ციდან მოგიწყვიტავ.


ჩემთვის მხოლოდ მომწვანო. თვალებს მოაქვთ წვალება, . უტიფრად რომ დამმართეს


. აზრთა ფერიცვალება. მე კი ისევ უაზრო. მონა ვრჩები თვალების


, მხოლოდ ეშხი თუ მათრობს. ფიქრთა ფერიცვალების.


დღეს კი სულაც სხვაგვარი. ლექსით გაძღა ფურცელი, . მხოლოდ შენი თვალების, ფერი რჩება უცვლელი,



მსგავსი ლექსი დამწერი შენთვის ვინმე თუ არის, მაშინ გრჩება უფლება კიდევ
მითხრა უარი,


სხვა თუ ისე ჩაგიკრავს მე რომ
ჩაგეხუტები, გულში ჩაგეორთქლები, სულში ჩაგეხუთები,


მე დრო გთხოვე ლოდინის, თვით
დროც შენით ოცდება, ცოტას კიდევ მოიცდის,


ცოტას კიდევ მოწმდება, მე კი დროსთან ვიქნები, დროსთან ერთად დავიცდი
,


მანამდე კი სიხაარულს ამ ლექსებით განვიცდი, სიმარტივეში მარხია, მახინჯიც
და სილამაზეც,


მეც ერთი თხოვნა მექნება ნუ ვიკამათებთ
ამაზე, ჩემს აზრებს ისევ გავფანტავ, ათას ბგერების გამაზე,


100 სჯერ მეტს ვიმოგზაურებ, პოულო ვასკო და გამაზე,


9 ათას მწვერვალს დავიპყრობ უმაღლეს
ბევრად შხარაზე,


40 000 ათას გზას გავწვდი საკუთარ სოფლის შარაზე,


ასობით ნაბიჯს გადავდგავ მალვას მიზნების ცქირვამდე,


მტკვრის სათავიდან ჩავყვები ბილიკს არაგვის პირამდე,


ჰორიზონტს მოვრთავ ოცნებით, ახდენილებით ყველასი,


მხოლოდ მე ერთი ვიქნები ყველა ოცნების ბელადი,


ვიდგები ჩუმათ ცაში აღმართულ ლურჯი იალქნის თეთრი ალმებით,


ზღვაც განეწყობა ბოლო ბრძოლისთვის და ჩვენ ერთმანეთს მივესალმებით,


და დაიძრება ქარის ნიშანზე უკიდეგანო ზვირთთა რიგები.


მე გამოგხედავ პირველ დარტყმამდე. და უნებლიედ შემირიგდები.


მომიხელთებენ ძალა გამოცლილს. აქაფებული თეთრი გუნდები.


მე დავმარცხდები შენთვს ბრძოლაში, და შენ უსიტყვოდ შემობრუნდები.


შემობრუნდები, თვალზე ცრემლებით. და მიატოვებ, შავ ქღვის ნაპირებს,


ჩემზე იფიქრე მე კვლავ გავჩნდები, ზღვა შენს დაჩაგვრას თუ დააპირებს,



მინდა მეხუროს სიჩუმე ღამის,

მინდა დეკემბრის სევდა ჩავიცვა,

მინდა ოცნება ფერმკრთალი და მის

ნაცრისფერ წვაში ფერფლად ჩავიწვა.



თეთრად ნათება შავი ზღვის ფსკერის,

შენზე ნატვრები, სამყაროვ მთელო,

მე სითბო მინდა საკუთარ კერის

რომ შენს ბაღებში იები ვთელო.








ნოტებმა მინდა გასაოცარმა

რომ გამიქროლონ ტანის არეში,

რომ დამიჩოქოს თვითონ მოცარტმა

ბგერების ველზე მინდა თარეში.



სიჩქარე მინდა ლურჯი ქარების

მე სითავხედე მინდა არაგვის,

და შემომტვრევა გულის კარების

რომ არ შევხედო ზედაც არავის.



მსურს გაჭენება ცხრა მთის გადაღმა

სადაც არავინ არის ნამყოფი,

შენც წაგიყვანო სანამ გადახმა

სიმწრით დარგული გრძნობის ნაყოფი.



მინდა ეკლები ვთელო ჭენებით,

ბილიკს გამოვყვე შენსკენ უმოკლესს

ხოდა იტირე, ცხარე ცრემლებით,

შენსკენ მომავალ გზაზე თუ მომკლეს!!!image

4
162
8-ს მოსწონს
ავტორი:pepe
pepe
162
  
2013, 26 აპრილი, 23:16
კარგია
2012, 21 ივნისი, 20:37
ყოჩაღ
2012, 19 ივნისი, 18:57
+1
0 1 4