მოვლენები ირანელ მოდელებს კვლავ საფრთხე ემუქრება! 2016, 23 მაისი, 10:44 ირანში დაკავებული ინსტაგრამის მოდელების შესახებ ჭორები კვლავ ვრცელდება.
ახალგაზრდა შოუბიზნესის სახეები მომხდარზე ძალიან ნერვიულობენ და
კვლავ შეშინებულნი არიან!
ბოლო წლებში, ირანში მოდის ინდუსტრია საკმაოდ განვითარდა. XXI-ე საუკუნის დასაწყისიდან მოდელები ყოველთვის "თავახვეული" პოზიორობდნენ, თუმცა ამ ბოლოს ცოტა არ იყოს სიტუაცია შეიცვალა... რასაც დიდი აურზაური მოჰყვა ქვეყნის ხელისუფლებაში. მოგახსენებთ, რომ გასულ კვირას ოფიციალურ "თეირანის მოდის კვირეულზე" რამოდენიმე საინტერესო ჩვენება განხორციელდა, სადაც მანეკენები გამოირჩეოდნენ სიშიშვლით, რასაც ქვეყნის პოლიტიკა სასტიკად კრძალავს. ირანის რევოლუციური გვარდიის "მარჯვენა ხელად" ცნობილ კიბერ პოლიციელებმა გასულ კვირას დააკავეს 7 ინსტაგრამის, მთლიანობაში 9 მოდელი. მოდელებს ბრალი ედებათ თავსახვევების გარეშე სოციალურ ქსელში პოზირება. კიბერ პოლიციელების ინფორმაციით, ოპერაცია "Spinne 2" წარმატებით გრძელდება, რომლის მიზანია ყველა ახალგაზრდა მოდელის დაკავება, რომლებიც თავსასხვევების გარეშე პოზირებენ. თეირანის პროკურატურის განცხდადებით ოპერაცია უკვე 2 წელია რაც მიმდინარეობს. მათი მთავარი მიზანია დააკავონ მოდელები, რომლებიც თავსახვევის გარეშე გამოდიან პოდიუმებზე და ინსტაგრამზე ანთავსებენ ფოტოებს. ამასთან ერთად "Spinne 2" ვალდებულია დააკავოს ყველა ფოტოგრაფი, დიზაინერი და პროგრამისტი, რომლებიც მოდელებს ეხმარებიან დანაშაულის ჩადენაში. მომხდართან დაკავშირებით, ირანელი ახალგაზრდები პროტესტს აცხადებენ, მათ სურთ ქვეყანაში დემოკრატია და ცვლილებები, ისინი დაუყონებლივ ითხოვენ მანეკენების განთავისუფლებას... საპროტესტო აქციები თეირანში კვლავ გრძელდება! სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 277 15-ს მოსწონს
|