საქართველო "გადმოირბენენ – მოგკლავენ, გადავირბენთ – ვუცეკვებთ” : მკვლელობას გიორგი კეკელიძე ეხმაურება 2016, 21 მაისი, 19:31 ხურჩაში რუსი ოკუპანტების მიერ 30 წლის ახალგაზრდას მკვლელობას ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე ეხმაურება : "იმ ქვეყანაში ათასობით ჩვენი მოქალაქე მუშაობს, ყველა წამსვლელ–წამომსვლელის მოღალატედ გამოცხადება არაგონივრული მოსაზრება მგონია. თუმცა, როცა საქმე სიმბოლურ ჟესტებს ეხება და სწორედ ასეთია საგანგებო კონცერტები, კიდევ უფრო გამიმძაფრდა დამოკიდებულება: გადმოირბენენ – მოგკლავენ, გადავირბენთ – ვუცეკვებთ.""აი, ის ოთხი კაცი, ხურჩაში ქართველი რომ მოკლეს, სად გაიქცა? ადამიანი იდგა, მზეს ხედავდა, ფიქრობდა, ოცნებობდა და უცებ, სამუდამო ფარდა ჩამოაფარეს. თქვენ იცით რას ნიშნავს სიკვდილი? მთელი დანარჩენი ცოცხლების აღფოთება-შეშფოთება-სამძიმარი ვერ შეარხევს, ვერ გამოცვლის, ვერ შეამსუბუქებს. ჰოდა, სად გაიქცა ის ოთხი კაცი, რას ემალება, გამოვიდნენ, დაგვენახონ სახით და გვითხრან: აი, ეს არის ნამდვილი ადამიანი. გვითხრან ეს სამწუხარო და ბევრჯერ დადასტურებული ცნობა, რაც ვიცით და არ ვაღიარებთ. კი, ვაჭარბებ, მაგრამ ამ დროს თუ არ გადააჭარბე, სხვანაირად არ გამოდის p.s. შემთხვევით მოვკარი თვალი იმ საშინელ, ცინიკურ კადრებს. ზოგადი განცდის გარდა, მინდა ხაზგასმით გითხრათ: მგონი კიდევ ერთხელ დადასტურდა ვინ არის მტერი, საიდან ისვრის მისი ტყვია." 231 9-ს მოსწონს 1-ს არა
|