შოუბიზნესი ჩვენი კუმირი ცნობილები უშნო ბავშვობით- საოცარი გარდაქმნა 2016, 18 მაისი, 10:50 ალბათ ბევრ თქვენგანს აქვს წაკითხული მწერალი და პოეტი - ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღაპარი "მახინჯი იხვის ჭუკი", რომელიც ბოლოს ულამაზეს გედად გადაიქცევა და ცოტას თუ გექნებათ გაგონილი, რომ მსგავსი სიტუაცია ჩვენს რეალობაშიც ხდება. არაერთი მაგალითი გვყავს მსგავსი ამბისა, რომლებიც თუ ბავშვობაში სიმახინჯის გამო დაცინვის ობიექტნი იყვნენ, დღეს საკმაოდ ცნობილი მსახიობები, მომღერლები და მოდელები არიან. ეს შესავალი ისე, პირობითად მოვახდინე, როგორც მჩვევია ხოლმე, უბრალოდ მინდოდა მეთქვა, რომ ხშირ შემთხვევაში სილამაზე ბავშვობიდანვე არ იჩენს თავს, გამონაკლის შემთხვევაში კი თავიდანვე ნათელია ლამაზი- ფიზიკური კრიტერიუმები. ერთ-ერთი ცოცხალი მაგალითი Victoria’s Secret-ის ცნობილი მოდელი "ლინდსი სკოტია", რომელიც სწორედაც, რომ მახინჯი იხვის ჭუკივით ულამაზეს გედად გარდაიქმნა და თავისი საოცარი სილამაზითა და სექსუალურობით აალაპარაკა სრულიად მსოფლიო. დღევანდელ სტატიაში კი მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი კუმირი მსახიობები და მომღერლები, რომლებიც ლამაზი ბავშვობით ვერ დაიკვეხნიან, თუმცა დღეს ნამდვილად იდეალურად გამოიყურებიან. ეს კი Victoria’s Secret-ის ერთ-ერთი ცნობილი მოდელი "ლინდსი სკოტი" ბავშვობაში და ეხლა: (Lyndsey Scott) 1850 17-ს მოსწონს
|