როგორ გავახაროთ ოთახის პირობებში ქოთანში ხეხილის ხეები - დაუჯერებელია, მაგრამ უკვე შესაძლებელი!
ოთახის პირობებში გაზრდილი ლიმონითა და ფორთოხლით დღეს უკვე ვერავის გააკვირვებს ადამიანი. მაგრამ რა იქნება თუ ოთახში, ქოთანში ულამაზესი ვაშლებით, მსხლებით, ქლიავითა თუ ატმით დახუნძლული პატარა ხეებსაც გავახარებთ?
მებაღეობაში სრულიად ახალი მიმართულებაა ნაყოფის მომცემი ჯუჯა ხეების გამოყვანა. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი საკუთარი ხეხილის ბაღი გექნებათ პირდაპირ აივანზე ან ტერასაზე ქოთნებში...
ეს პაწაწუნა ხეები იზრდება 1, 20 მ-ზე, მაგრამ მათი ნაყოფი არც არომატით და არც გემოთი არ ჩამოუვარდება ჩვეულებრივი ხეების ნაყოფს.
თუმცა ამგვარი ხეები ცოტა მეტ ყურადღებას მოითხოვს. აუცილებელია არანაკლებ 30 ლიტრიანი ქოთანი, ხოლო ნიადაგი უნდა იყოს ნაყოფიერი და ჰაერგამტარი.
ქოთანში აუცილებელია დრენაჟის არსებობა, რათა თავიდან იქნას აცილებული წყლის მოკავება და ფესვების დალპობა.
უკვე ჩარგული ხეები უნდა განთავსდეს მზიან ადგილზე, სადაც არ იქნება ორპირი ქარი. პირველივე ყინვების დროს ხე გადატანილი უნდა იქნას დახურულ, თბილ შენობაში. ყოველწლიყრად აუცილებელია ხეების გაკრეჭა ლამაზი გვირგვინის შესაქმნელად.
რეგულარული მორწყვისა და სასუქის (განსაკუთრებით კალიუმისა და აზოტის შეცველის) დამატების პირობებში მშვენიერი ჯუჯა ხეები აუცილებლად გაგახარებთ უხვი და გემრიელი მოსავლით.