მოგზაურობა დასახელებულია 2016 წლის საუკეთესო ტურისტული მიმართულებები. Top -25 2016, 14 მაისი, 18:27 TripAdvisor-მა (მოგზაურობის ყველაზე დიდი საიტი მსოფლიოში, 200 მლნ. მომხმარებლით) გამოაცხადა Travellers' Choice* პრემიის გამარჯვებულები, კატეგორიაში «2016 წლის საუკეთესო ტურისტული მიმართულებები მსოფლიოში». მაშ ასე, მოგზაურთა პრემიის ლაურიატებს შორის, ადგილები ასე გადანაწილდა: 1. ლონდონი, დიდი ბრიტანეთი 2. სტამბული, თურქეთი 3. მარაქეში, მაროკო 4. პარიზი, საფრანგეთი5. სიემ-რიპი, კამბოჯა 6. პრაღა, ჩეხეთის 7. რომი, იტალია 8. ჰანოი, ვიეტნამი 9. ნიუ-იორკი, აშშ 10. უბუდი, ბალი, ინდონეზია 11. ბარსელონა, ესპანეთი 12. ლისაბონი, პორტუგალია 13. დუბაი, აგე 14. სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი 15. ბანგკოკი, ტაილანდი 16. ამსტერდამი, ნიდერლანდები 17. ბუენოს-აირესი, არგენტინა 18. ჰონგ-კონგი, ჩინეთი 19. პლაია დელ კარმენი, მექსიკა 20. კეიპტაუნი, სარ 21. ტოკიო, იაპონია 22. კუსკო, პერუ 23. კატმანდუ, ნეპალი 24. სიდნეი, ავსტრალია 25. ბუდაპეშტი, უნგრეთი * «Travellers' Choice» პრემია, 2002 წლიდან არსებობს და ყველაზე საპატიო ჯილდო არის, ტურიზმის სფეროში, რომელსაც კომპანია TripAdvisor-ი გასცემს. აღნიშნული პრემია ერთადერთია ამ სფეროში და ის მილიონობით ადამიანის გამოხმაურებაზე დაყრდნობით ენიჭება ქალაქებს (პუნქტებს), რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოგზაურებისგან, ყველაზე მეტ დადებით შეფასებას დაიმსახურებენ. ყოველწლიურად საუკეთესოთა შორის საუკეთესოს არჩევა ხდება ისეთი კრიტერიუმის გათვალისწინებით, როგორიც არის – კლიენტების მომსახურების ხარისხი და დონე (სასტუმროები, ცხოვრების პირობები, ბრენდები, პროდუქტები და ა. შ.). «Travellers' Choice» პრემია მხოლოდ პოპულარობის კი არა, ადგილის უნიკალობის ნიშანია, რომელიც მოგზაურებს და აქტიური ტურიზმის მოყვარულებს მაგნიტივით იზიდავს. 190 8-ს მოსწონს
|