სხვა მოგზაურობა პრაღაში- 7 დაუვიწყარი ადგილი ჩეხეთის დედაქალაქში 2016, 13 მაისი, 12:02 პრაღა ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქი და მისი ძირითადი ურბანული ცენტრია.
ქალაქში დაახლოებით 1.2 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, თუმცა სამუშაო ძალების სტატისტიკური მონაცემების მიხედვით ქალაქში დამატებით დაახ. 300.000 ადამიანი რეგისტრაციის გარეშეა.
პრაღა მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქადაა მიჩნეული. ქალაქს რამდენიმე მეტსახელი აქვს დროისა და კონტექსტის მიხედვით, მათ შორის: „ოქროს ქალაქი“, „ოთხმოცდაათიანების მარცხენა სანაპირო“, „ქალაქთა დედა“ და „ევროპის გული“. 1992 წლიდან პრაღის ისტორიული ცენტრი იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. ![]() მართალია ჯერ მოგზაურობის სეზონი არ დამდგარა, მაგრამ შეგვიძლია ვირტუალურად ვიმპგზაუროთ პრაღაში და წარმოგიდგენთ 7 ყველაზე ლამაზ ადგილს : №1 -წმინდა ვიტის დაკათედრო ტაძარი ![]() პრაღაში ყოფნისას წმინდა ვიტის საკათედრო ტაძრის უნახავობა იგივეა, რაც პარიზში ეიფელის არ ნახვა. ამჟამინდელი ტაძრის ადგილას პირველი ეკლესია ადრეული რომანული როტონდის სტილის იყო და ასევე წმინდა ვიტოს ეძღვნებოდა. 1060 წელს პრაღის საეპისკოპოს დაარსებისას უფლისწული სპიტინევ II იწყებს უფრო ვრცელი ეკლესიის მშენებლობას, ვინაიდან არსებული როტონდა მორწმუნეებს ვეღარ იტევდა. ახალი უფრო ვრცელი რომანული ბაზილიკა სამნავიანი უნდა ყოფილიყო ორი კოშკით, რომელიც დასავლეთით მთავარ გუმბათს უერთდებოდა. კათედრალის პროექტი საღვთო რომის იმპერიის რომანული არქიტექტურის მოთხოვნებს პასუხობდა, განსაკუთრებით კი ჰილდესჰაიმის სააბატოს ეკლესიისა და სპაიერის კათედრალის დეტალებს იმეორებდა. №2 - შუა საუკუნეების კარლის ხიდი ![]() №3 - ცნობილი ლუდის სტაროპრამენი ![]() №4 - მოცეკვავე სახლი ![]() №5 - პრაღის ასტრონომიული საათი ![]() პრაღის ასტრონომუილი საათი პირველად რატუშაზე 1410 წელს დაამონტაჟეს. საათი მესაათე მიკულაშ კადენმა და კარლსონის უნივერსიტეტის მათემათიკისა და ასტროლოგიის პროფესორმა იან შინდელმა შექმნეს. ამ საათთან დაკავშირებით სამწუხარო გადმოცემაც არსებობს, რომ საათის შექმნის შემდეგ მიკულაშ კადენს ხელები მოკვეთეს, რათა მსგავსი საათის გაკეთება ვეღარ შესძლებოდა. ასტრონომიულ საათს აქვს რამდენიმე დისკი და ფენა. პირველი ფენა არის ცა და დედამიწა, მეორე ზოდიაქოს რგოლი. წყარო: http://hotels.ltd.ge/blog/tag/რატუშა/ №6 - ვაცლავის მოედანი ![]() ვაცლავის მოედანი პრაღის ცენტრია. ეს მოედანი ბევრი ისტორიული მოვლენითაა ცნობილი, თუმცა ახლა ამ ადგილად უამრავი სასტუმროები და მსხვილი ბანკებია. ეწყობა სხვადასხვა ფესტივალები და გასართობი ღონისძიებები. ყოველდღე ქუჩის მუსიკოსები უკრავენ მუსიკას და ქმნიან შესანიშნავ სანახაობას. №7 - პრაღის უცნაური ტრამვაი ![]() 811 2-ს მოსწონს
|