ფეხბურთი 1981 წლის 13 მაისი-35 წელი უდიდესი საფეხბურთო გამარჯვებიდან 2016, 13 მაისი, 9:12 დღეს 13 მაისს, 35 წელი გავიდა ქართული სპორტის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდესი გამარჯვებიდან.დიუსელდორფში თასების მფლობელთა თასის ფინალში თბილისის "დინამომ" 2:1 დაამარცხა იენის "კარლ ცეისი"... გუშინდელ დღესავით მახსოვს ეს დღე....17 წლის ვიყავი, თამაშის დამთავრებისთანავე რამდენიმე თანაკლასელი შევიკრიბეთ და გვიან ღამით "დინამოს" სტადიონზე გავემართეთ..გზად მთელი ქალაქი გუგუნებდა, დაახლოებით 15 ათასამდე კაცი შეიკრიბა სტადიონზე....ადმინისტრაციამ პროჟექტორები ჩართო, ბევრი მანქანით იყო შემოსული სტადიონის ტერიტორიზე და კაპოტზე 20 ლიტრიანი ბოცებიდან ღვინოს სთავაზობდა გამვლელებს "დაგვილოცეთ დიდი გამარჯვება და ჩვენი ბიჭები"... გვიან ღამით წერეთლის გამზირს ფეხით გავუყევით..ხალხი ქუჩებში იყო გამოფენილი, ეს იყო სახალხო სეირნობა უბედნიერი სახეებით, სიყვარულით და სითბოთი აღსავსე..გზადაგზა სახელდახელო სუფრები იყო გაშლილი(ძირითადად ავტომობილებზე)....სრული პასუხიმგებლობით ვაცხადებ, ასეთი თბილი, ერთსულოვანი, სიკეთით და სიყვარულით აღსავსე ქართველი ერი(და არა მარტო ქართველი) არ ყოფილა არასდროს..მით უმეტეს დღევანდელი გადასახედიდან, როდესაც ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ იმ პერიოდის ქართველობიც ნატამალიც აღარა გვცხია, თითქოს 180 გრადუსით შემობრუნდა ყველაფერი და გარშემო ბოღმა, შური, ბოროტება და სისასტიკის კორიანტელი დგას... მეორე დღეს შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, 1981 წლის 13 მაისის ღამეს არცერთი წვრილმანი ხულიგნობა და ქურდობა არ მომხდარა თბილისშიო.... 326 6-ს მოსწონს |
♥