ამერიკულმა გამოცემამ Forbes-მა გამოაქვეყნა
ყველაზე მდიდარ ადამიანთა სია. ამ სიაში რათქმაუნდა ქალბატონებიც აღმოჩნდნენ. ქალებს
შორის უმდიდრესი აღმოჩნდა ლორენ პაუელ ჯობსი, სტივ ჯობსის ქვრივი. მისი ქონება
19.1 მილიარდ დოლარს უდრის. ამ სიმდიდრის წყაროს წარმოადგენს კომპანიები Apple,
Disney. ლორენი სიმდიდრის მიუხედავად მოკრძალებულად ცხოვრობს და თავის შემოსავლის დიდ
ნაწილს ქველმოქმედებაში ხარჯავს. იგი ორგანიზაცია Emerson Collective-ს დირექტორთა
საბჭოს წარმომადგენელია. ეს ორგანიზაცია სოციალური რეფორმების განვითარებით არის დაკავებული,
რომლებიც მიმართულია სტუდენტებისა და უნარშეზღუდული პირების კეთილდღეობისაკენ. ლორენმა
აგრეთვე 2015 წელს მოაწერა ხელშეკრულებას ხელი, რომლითაც აიღო ვალდებულება 50 მილიონის
გამოყოფაზე იმისთვის რომ გაუმჯობესებულიყო სწავლის ხარისხი პროფესიულ სასწავლებლებში.
იგი აგრეთვე აფინანსებს პროგრამას College Track-ს, რომელიც აფინანსებს სტუდენტებს
და აძლევს საშუალებას დაამთავრონ უნივერსიტეტი. ლორენი აგრეთვე გვევლინება ჰილარი კლინტონის
საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთ დამფინანსებელად