x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
აშშ-ში წარმატებით გამოსცადეს ვაკუუმის მატარებელი "Hyperloop" -ი(ვიდეო)
imageპროექტი ითვალისწინებს მატარებლის ელექტომაგნიტურ გადაადგილებას ალუმინის კაფსულაში მილსადენის მეშვეობით, რომელის სიჩქარეც 1200 კმ/სთ.-ში იქნება.


ძრავის გამოცდამ, რომელიც ჩქაროსნული მატარებელ Hyperloop-ისთვის შეიქმნა, ნევადას შტატის უდაბნოში წარმატებით განხორციელდა.


კომპანია Hyperloop One-ს დირექტორმა რობ ლოიდმა განაცხადა:"გამოცდამ დაგვანახვა, რომ ამ იდეის პრაქტიკაში განხორციელება შეიძლება."


პირველი ვაკუუმური მატარებლის გაშვებას ისინი 2020 წელს გეგმავენ.



პირველად ვაკუუმური მატარებლის იდეა SpaceX და Tesla Motors -მა გაახმოვანეს 2013 წელს.მათი პროექტით მატარებლს ლოს-ანჯელესსა და სან-ფრანცისკოს შორის უნდა ემოძრავა.

600 კმ/სთ-ში მოძრავ მატარებელს ეს მანძილი 30 წუთში უნდა დაეფარა.პროექტის ღირებულება ორი მილსადენის გაყვანით, ორი ათეული კაფსულით, მიწის შესყიდვით და სხვა ხარჯებით 7, 5 მილიარდი $ ჯდებოდა, თუმცა ბევრს ეს თანხა აშკარად შემცირებული მოეჩვენა.


პროექტი Hyperloop -ი წარმოადგენს ელექტომაგნიტურ გადაადგილებას 28 მგზავრის ტევადობის კაფსულებით და მილსადენის მეშვეობით -საათში 1200 კილომეტრი სიჩქარით.

image

ეს გახლავთ ბგერის სიჩქარე ჩვეულებრივ ატმოსფეროში, უფრო სწრაფი ვიდრე სამგზავრო თვითმფრინავის სიჩქარე და უფრო ნელი რეაქტიულ თვითმფრინავზე(მაგ. "კონკორდი", რომლის სიჩქარე -2179 კმ/სთ-ში იყო).


Hyperloop-ის იდეა ეკუთვნის ილონ მასკას, მისი პროექტით ვაკუუმური მილსადენებით აგებული რკინიგზა სან-ფრანცისკოდან ლოს-ანჯელესამდე 6 მილიარდი დოლარი დაჯდება.

image



0
495
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
495
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0