ანეკდოტები ანეკდოტები გურულებზე 2016, 11 მაისი, 9:39 ***კაცი მოკვდება და ღმერთთან განსასჯელის სკამზე დაჯდება.ღმერთმა ანგელოზებს გადაულაპარაკა:"პირდაპირ სამოთხეში გაუშვით, ჯოჯოხეთი უკვე გამოიარა, გურული ცოლი ჰყავდა." ***კაცი გზაზე მისეირნობს, უცებ ჩაესმის ხმა:"ამ გზაზე არ გაიარო, თორემ კლდე ჩამოინგრევაო".კაცი შეჩერდა, მართლაც კლდე ჩამოინგრა.გააგრძელა კაცმა გზა.ხმა ისევ ჩაესმის:"ხიდზე არ გადახვიდე, თორემ ჩაინგრევა და დაიღუპებიო".კაცი ხიდის პირას შეჩერდა.მართლაც უცებ ხიდი ჩაინგრა.ისევ ესმის ხმა:"მდინარეზე არ გადახვიდე, თორემ ადიდდება და დაიხრჩობიო".მდინარე მართლაც ადიდდა."ვინ ხარ, დამენახე, მადლობა მინდა გადაგიხადოო"-დაიყვირა კაცმა."რწყილი ვარ ხელზე გაზივარო"-უპასუხეს.კაცმა დაიხედა ხელზე, რწყილი ფრჩხილით მიასრისა და თან მიაძახა:"10 წლის წინ ვერ გამაფრთხილე, გურული ცოლი როცა მომყავდაო?!" ***"50 ლარი მომპარეს"-ამბობს შეწუხებული გურული."მერე პოლიციაში არ იყავიო?"-ჰკითხეს."ვიყავი, მარა მითხრეს ჩვენ არ მოგვიპარავსო" ***ქუთაისის საგიჟეთიდან გიჟები გაიქცნენ.მდევარი დაადევნეს.უფროსმა მდევრებს გადასძახა:"არიქათ, გურიაში არ გადაგვასწრონ, თორემ რა გაარჩევს მერე მაგათო." ***გურული ცოლს მოიყვანს, დაწვებიან, პირველი ღამეა."ბაღანის გულიზა, თვარა ამას როგორ გაკადრებდიო"-ჩაულაპარაკა ცოლს გურულმა. ****გურული მატარებლის კუპის კარს გააღებს, დაინახვას კუპეში ზანგები ზიან:" ბეჩა, რაია დეიწვა აქ რამე?" ***გურულს წინ ყაჩაღი გადაუდგა:"ჩქარა ფული!"."მზესუმზირა მაქვს აგერ ბატონო და მიირთვით."."მზესუმზირა რად მინდა?!"-დაუღრიალა ყაჩაღმა."თავს შეიქცევთ ბატონი, სანამ ვინმე ფულიანი გამეივლის." ***ჟურნალისტები გურულს ეკითხებიან:"შემოსავალი რა გაქვთ ოჯახში?" "ჭიშკარი ძამა!"-პასუხობს გურული. ***გურიაში დედა ეძახის შვილს:"ბონდოიე, სა მიხვალ შვილო?" დუმილი....."ბონდოიე სა მიხვალ მეთქი!"..ისევ დუმილი..."დაყრუვდი ბონდოიე?..სა მიხვალ!!!".."იქინე"-პასუხობს ბონდოია..."ვერ იტყვი ბოშო მერე?"...*** ***მეგრელი წყალში იხრჩობა და ყვირის:"პამაგიტეეე.პამაგითეე.." ჩამოიარა გურულმა, გადაიხედა წყალში და ჩასძახა:"მაი რუსულის სწავლას ცურვა გესწავლა არ სჯობდა?" ***გურულს ეუბნებიან, თურმე იაპონიაში საფლავის ქვაზე დაბადება-გარდაცვალების თარიღს კი არ აწერენ, არამედ იმ წელს, როცა ბედნიერი იყო. გურული:"მაშინ ჩემ საფლავის ქვას დააწერეთ დეიბადა კვტდარი". ***კახელი ჩავა გურიაში. გურული დატრიალდება გაშლის სუფრას და ერთი ჭიქა ღვინის მერე კახელს ეკითება: - ა? რაფერია? ხომაა კამფეტივით? - კახელი არაფერს ამბობს. დალევენ მეორე ჭიქას და კიდე ეკითხება: - რაფერია? ხომაა კამფეტივით? - კახელი მოჭყანული სახით გახედავს და ამოილუღლუღებს: - ჩა.....ი ვიყო შენ თუ კამფეტი გასინჯული გქონდეს! ***აღდგომას გურული თბილისიდან გურიაში მიდის დედის საფლავზე უნდა გავიდეს, კვერცხი უნდა გადააგოროს და ტაქსი გამოიძახა, მძღოლი საკამოდ ჩქარა მიაქროლებს მანქანას, სადღაც ქუთაისამდე ითმინა გურულმა, მარა ბოლოს მაინც მაინც მიუტრიალდა მძღოლს: - ახლა ძამა თლა ხელში ნუ მიმაცემინებ ამ კვერცხებს დედაჩემიზა... 6468 9-ს მოსწონს 1-ს არა
|