x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
ვიდეორეპორტაჟი მარიანას ღრმულიდან

image

imageამა წლის 20 აპრილიდან 10 ივლისამდე, ოკეანის და ატმოსფეროს კვლევის ამერიკის ეროვნული სამმართველოს (National Oceanic and Atmospheric Administration, NOAA) მეცნიერთა ჯგუფი კვლევას ატარებს მარიანას ღრმულში (ღარში) და ამ კვლევის პირველი შედეგები, ჩვენთვის უკვე ხელმისაწვდომი არის.

image

image

image

მარიანას ღრმული (ღარი) მარიანას კუნძულების აღმოსავლეთ სანაპიროებს 1 500 კმ. მანძილზე მიუყვება, აქვს V-ს ფორმა: ციცაბო (7−9°) ფერდობები და 1−5 კმ. სიგანის ბრტყელი ფსკერი, რომლიც რამდენიმე სიღრმისეული ღარით არის გადატიხრული. ფსკერზე წყლის წნევა 108, 6 მპა არის, რაც დაახლოებით, 1072-ჯერ აღემატება ნორმალურ ატმოსფერულ წნევას, ზღვის დონეზე.
მარიანას ღარის (ღრმულის) ყველაზე ღრმა წერტილი – «ჩელენჯერის უფსკრული» (რომელიც, ჩვენთან მარიანას ღრმულის სახელით არის ცნობილი), ზღვის დონიდან 10 994 მ. სიღრმეზე მდებარეობს.

imageimageimageექსპედიციის ფარგლებში, NOAA-ა «Okeanos Explorer»-ის გემბანიდან, დისტანციური მართვის აპარატს უშვებს, რომლიდანაც ღარის სხვადასხვა სიღრმეზე ვიდეოგადაღებას აწარმოებენ.

image

image

image

image

მოპოვებული მასალის ნახვა YouTube-ზე არის შესაძლებელი.

image


გადაღება სამი კამერით მიმდინარეობს: ერთი «Okeanos Explorer»-ის ანძაზე არის დამაგრებული, მეორე — მოძრავ ლაბორატორიაში (ბატისკაფში), ხოლო მესამე — 11 კმ. სიღრმეზე.
პლანეტის ამ ნაკლებად შესწავლილი წერტილის კვლევის ძირითად მიზანი, ოკეანის ბინადართა უცნობი სახეობების მოძებნა და შესწავლა არის. ექსმედიციის მიერ, უკვე აღმოჩენილია ფაუნის, დღემდე უცნობი, რამოდენიმე სახეობა. მათ შორის, ყველაზე უცნაური და გამორჩეული მედუზა–ამო (ამოუცნობი მფრინავი ობიექტი) არის.



imageექსპედიცია ჯერ არ დასრულებულა და ვინ იცის, წინ რა სიურპრიზები გველის?

4
353
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
353
  
2016, 11 მაისი, 16:08
კარგი სტატიაა . საინტერესოაა :))
2016, 11 მაისი, 14:30
მადლობა, გაიხარე
2016, 11 მაისი, 12:42
არაჩვეულებრივი სტატიაა. გავაზიარე. ამ მედუზამ გამაოცა. ტექნიკურ მოწყობილობას კი ჰგავს :)) სწორად დაურქმევიათ-ამო
0 1 4