საზოგადოება 5 ყველაზე სახიფათო პროფესია,სადაც სიკვდილიანობის ალბათობა მაღალია 2016, 9 მაისი, 20:44 “ოფისი’’, რომელიც სახიფათოა-თანამედროვეობამ ბევრად გაგვიმარტივა ესა თუ ის საქმიანობა, თუმცა ადამიანი 100% დაცული ვერ გახდა, ამის ნათელი დადასტურება სტატიაში წარმოდგგენილი ის 5 პროფესია, რომელმაც იმსხვერპლა ადამიანები. 1)მექანიკი ადამიანი, რომლის საქმიანობა ავტომობილების შეკეთება-ეს სახიფათო საქმიანობად ითვლება იქედან გამომდინარე, რომ მათ უხდებათ შხამქიმიკატებთან და სახიფათო ხელსაწყოებთან ურთიერთობა, ასევე დიდია ალბათობა იმისა, რომ პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს მძიმედ დაშავდეს. 2)მჭედელი მათ ხშირი ურთიერთობა უწევთ ლითონთან, ეს კმარა მხოლოდ რომ ეს პროფესია აღიარდეს, როგორც სახიფათო-მაღალი სიცხე, მძიმე ინსტრუმენტები და ტოქსიკური ნივთიერებები. 3)საძიებო და სამაშველო მომსახურების პერსონალი ეს არის პროფესია, სადაც ადამიანს ყოველთვის უწევს განსხვავებულ სახიფათო სიტუაციებში მოხვედრა, ისინი ყოველთვის უნდა იდგნენ ხალხის სამსახურში არ აქვს მნიშვნელობა მიწისძვრა იქნება თუ ხანძარი. 4)სანიტარულ -ტექნილური მომსახურების თანამშრომელი ეს არის ადამიანი, რომელსაც ყოველთვის უწევს ტოქსიკურ ნივთიერებებთან შეხება, აქედან გამომდინარე იგი ყოველთვის საფრთხეში აგდებს თავის ჯანმრთელობას. 5)გამნაღმველები გამნაღმველები არა მარტო ადამიანები არიან, არამედ რიგითი ჯარისკაცები, რომლებსაც უწევთ ასაფეთქებელი მოწყობილობების გაუნებელყოფა, ეს დიდ რისკებთან არის დაკავშირებული, რომელიც მოითხოვს დიდი ცოდნასა და სიფრთილეს. 123 3-ს მოსწონს
|