x
image
სალო-მე
რა ქონებას ფლობს გიორგი ვაშაძე (ვაშაძეს ნაღდი ფულით აქვს 4500.00 ლარი)

imageსაპარლამენტო არჩევნების წინ, თანდათან უფრო აქტუალური ხდება, პარლამენტის დეპუტატობის სავარაუდო კანდიდატების მატერიალური მდგომარეობა ბოლო კვირის განმავლობაში ყველაზე დიდი რეზონანსი გიორგი ვაშაზის მიერ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დატოვებას მოჰყვა. ჩვენც დავინტერესდით მისი ქონებრივი დეკლარაციით. declaration.gov.ge - ს მონაცემებით გიორგი ვაშაძე ფლობს, ბინას თბილისში, მცხეთის ქუჩაზე, რომელის ფართობი - 106.00 კვ.მ-ია ამავე მისამართზეა მისი ავტოფარეხი 30.00 კვ.მ. სამი შვილის მამა ასევე ფლობს არასაცხოვრებელი ფართს თბილისში, სტანისლავსკის
ქუჩაზე ფართობით - 100.00 კვ.მ, რომელიც მისი მეუღლის საკუთრებაშია. დეკლარაციიდან ასევე ირკვევა, რომ 2014 წელს დეპუტატის შემოსავალმა 61665 ლარს მიაღწია. 2015 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით ვაშაძეს ნაღდი ფულით აქვს 4500.00 ლარი მის მეუღლეს ქეთევან სიჭინავას კი 3500.00 დოლარი. რაც შეეხება მის მეუღლეს, მისმა სახელფასო შემოსავალმა 2014 წელს ფონდი ლიბერალური კვალი დირექტორი თანამდებობიდან შეადგინა 18750.00 ლარი.
ქეთევან სიჭინავა ასევე არის ინოვაციების და განვითარების ფონდი დირექტორი, რომლის სახელფასო სარგო 18263.00 ლარს შეადგენს. მას აქვს ასევე ქირავნობა, არასაცხოვრებელი ფართის
გაქირავება, 44000.00 GEL ანუ
22020.00 GEL (შემოსავალი)

image




1
766
2-ს მოსწონს
ავტორი:სალო-მე
სალო-მე
766
  
2016, 8 მაისი, 21:50
რავიცი, ყოველთვის მომწონდა ეს პოლიტიკოსი, წარმატებები მას... იმედია მიშასავით არ ჩააფლავებს საბოლოოდ.
0 1 1