საზოგადოებრივი პირველი ადამიანები დედამიწაზე და გლობალური კატასტროფა, რომელმაც ყველაფერი შეცვალა 10 ივლისი, 10:50 დედამიწის ისტორია ხელახლა უნდა დაიწეროს, რადგან გლობალისტების მიერ შემოთავაზებული ცრუ ცოდნა, ჩვენს მსოფლმხედველობაში ბუნდოვანებას იწვევს. ხოლო, ახალი აღმოჩენები, ფანტასტიკურ ისტორიას ავლენს იმის შესახებ, თუ როგორი იყო სინამდვილეში წარსული. აქ სწორედ, ყველაზე მნიშვნელოვან ინფორმაციას განვაზოგადებთ, რომელიც მეცნიერების ახალი დარგის, «აკრძალული არქეოლოგიის» მიერ არის გავრცელებული. ადამიანის საწყისი ჩვენ აქ ყურადღებას მხოლოდ 500 000 წლის წინანდელ პერიოდზე გავამახვილებთ, რადგან თანამედროვე ცივილიზაციის ფორმირება სწორედ მაშინ დაიწყო. მრავალი, უძველესი, დამოუკიდებელი ისტორიული წყაროს ერთმანეთთან დაკავშირებით, შეგვიძლია საკმაოდ ეფექტურად აღვწეროთ, თუ როგორ წარმოიშვა ამ პლანეტაზე ადამიანი. ხოლო, ძირითადი ინფორმაცია, რომელიც ყველაზე მთავარია ამ მიმართულებით, იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ უცხოპლანეტელების გენეტიკასთან შერწყმით ვართ შექმნილები. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანი მაშინ სულ სხვანაირი იყო... ათასობით ნაპოვნი ჩონჩხი და ფეხის გიგანტური კვალი ამტკიცებს, რომ ადამიანის საკმაოდ ბევრი სახეობა არსებობდა. თავად გიგანტებში კი, არ შეინიშნებოდა განსხვავება ისტორიულ მონაცემებთან, რადგან თითქმის ყველა უძველესი ისტორიული წყარო, რომლის ნაწილი, წმინდა წიგნებად არის აღიარებული, შესანიშნავად აღწერს ამ გიგანტების გარეგნობას და ზომას. მაგრამ, მეცნიერებამ ეს ინფორმაცია ლეგენდებად ან ზღაპრად «მონათლა». თუმცა, სიმართლე ის არის, რომ წარსულში, დედამიწაზე, ადამიანები ცხოვრობდნენ, რომელთა სიმაღლე, ზოგჯერ, 12 მ–ს აღემატებოდა. მაგ., ჩვენ ძალიან ცოტა ვიცით, ე. წ. ედემის პერიოდის შესახებ, როდესაც დედამიწა, ყველა ცოცხალი არსებისთვის, ერთი დიდი სამოთხე იყო. კაცობრიობის უძველესი ისტორიიდან, ყველაზე კარგად ის პერიოდია შესწავლილი, როდესაც ადამიანები «ღმერთების» მონები იყვნენ. თუმცა, მონობას მაშინ სხვა სახე ჰქონდა. არსებული ინფორმაციით, იმ დროს, მონებს საკმაოდ კარგი ცხოვრება ჰქონდათ. დასახლების ყველა მცხოვრებს ჰქონდა საკუთარი სახლი, საკვები და დაცული იყო მისი უსაფრთხოება. სანაცვლოდ კი, ის საკუთარ ბატონებს ტაძრების მშენებლობაში, წიაღისეულის მოპოვებაში და სხვა სამუშაოებში ემსახურებოდა. სხვა კლიმატი – სხვა გონება გიგანტები ასევე დაკავშირებულნი არიან ჩვენი წარსულის სხვა ფაქტებთანაც. მაშინ პლანეტის კლიმატი მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა, იმ კლიმატისგან, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ. ჰაერში СО2 (ნახშირორჟანგი) მაღალი კონცენტრაცია, მთავარი ფაქტორი იყო, რამაც ასეთი უზარმაზარი ზომის ცოცხალი არსებების გაჩენა გამოიწვია. ასევე აღსანიშნავია, რომ გოლიათები, თანამედროვე ადამიანების დიდი ვერსიები არ იყვნენ... მათი ტვინი სრულიად განსხვავებულ პრინციპებზე მუშაობდა და რა თქმა უნდა, თუ ასეთ ადამიანს დღევანდელ მანქანაში ჩავსვამთ, ის მის მართვას ვერ შეძლებს, რადგან სხვანაირად აზროვნებდა. მხოლოდ ჩვენმა ცივილიზაციამ, ტვინის მარცხენა ნახევარსფეროს განვითარების შედეგად, მოახერხა და ბიომექანიკურ რობოტად იქცა. ხოლო ცხოვრებამ, მუდმივი ზეწოლით და დაჩქარებული ტემპით, გონების შექმნა გვაიძულა, რომელიც კალკულატორს ძალიან ჰგავს. წინაპართა საიდუმლო ტექნოლოგიები კიდევ ერთი საკითხი, რომელიც გვაოცებს, ჩვენი პლანეტის წარსულის შესწავლისას, — ეს ტექნოლოგიები, რომლებსაც ჩვენი წინაპრები იყენებდნენ. მთელ მსოფლიოში ვხვდებით მოწინავე მოწყობილობების ნაშთებს, რომლებსაც მაგ., არქიტექტურაში იყენებდნენ. უძველეს დროში, ძალიან საინტერესო მოწყობილობები ჰქონდათ. ხოლო, მათი მუშაობის პრინციპი, ჩვენთვის დღემდე საიდუმლოდ რჩება. გლობალური კატასტროფა დედამიწაზე უამრავი კვალი და მტკიცებულება არსებობს, წარსულში მომხდარი გლობალური კატასტროფის შესახებ, რომელმაც პლანეტის სახე და მასზე დასახლებული ცივილიზაციები შეცვალა. დაახლოებით, 13 ათასი წლის წინ, დედამიწას თავს წარღვნა დაატყდა და მისი შედეგი, პლანეტის ყველა მცხოვრებს შეეხო. პლანეტის ჩრდილოეთ რეგიონებში მცხოვრები ხალხების მიგრაციამ, ახალი ქვეყნების წარმოქმნა განაპირობა, მაგ., ისეთის, როგორიც ძველი ეგვიპტე იყო. დღეს ეგვიპტე, ოფიციალური მეცნიერების მიხედვით, ერთ-ერთ უძველეს ცივილიზაციად ითვლება, მაგრამ ალტერნატიულ მეცნიერების მონაცემებით, ის — შედარებით ახალგაზრდა სამეფო იყო*. გარდა ამისა, ვხედავთ, ადამიანები როგორ ცდილობდნენ, საუკუნეების მანძილზე, კატასტროფის შედეგად, დაკარგული ცოდნის და ტექნოლოგიების აღდგენას. ევროპის საიდუმლოებები რაც შეეხება ევროპის წარსულს, პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, უნდა უარვყოთ სამეცნიერო ზღაპარი, იმის შესახებ, რომ პირველი უდიდესი ცივილიზაციის წარმომადგენლები კონტინენტზე, ძველი რომაელები იყვნენ. ხოლო, იმის მტკიცებულება, რომ ეს ასე არ იყო, ბოსნიაში აღმოჩენილი გიგანტური პირამიდების კომპლექსია. ეს ჩვენი ცივილიზაციის მიერ აღმოჩენილი, ყველაზე დიდი უძველესი ნაგებობებია, რომლის შემქმნელების შესახებ, ჩვენ, პრაქტიკულად, არაფერი ვიცით. მაგ., ერთ-ერთი პირამიდა, საშუალო ზომის ქალაქის ხელაა, ამიტომ ის, უფრო მეტ კითხვას ბადებს, ვიდრე პასუხს იძლევა. მხოლოდ ერთი რამ არის უდავო — მთელი თანამედროვე არქიტექტურის შედარებაც კი არ შეიძლება, ამ გიგანტური კომპლექსის მშენებლობასთან... და რომ არა, დამკვიდრებული აზრი და ისტორია, ჩვენი წარსულის შესახებ, რომელიც თაობიდან – თაობას გადაეცემა, შესაძლოა, ჩვენი პლანეტის და ცივილიზაციის რეალური ისტორია, უფრო სწრაფადაც გაგვერკვია!.. * ალტერნატიული მეცნიერების ზოგიერთი წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ პირამიდები ატლანტებმა ააშენეს, მაგრამ ეს ასე არ არის, რადგან პირამიდები უფრო ადრე აშენდა, ვიდრე ატლანტიდა. აქამდე ფიქრობდნენ, რომ პირამიდები ლომის ეპოქის დასაწყისში (იხ. «ეგვიპტის პირამიდები ჩვენი ცივილიზაციის მიერ არ არის აშენებული»), 12 000 წლის წინ არის აშენებული. ეს თარიღი მეცნიერებმა სფინქსის მდებარეობის მიხედვით განსაზღვრეს. მაგრამ, დამატებითი კვლევების ჩატარების შემდეგ, დადგინდა, რომ სფინქსს კავშირი არა აქვს პირამიდებთან და ის უფრო გვიან არის გაკეთებული. გაგრძელება >>> არხის სხვა სიახლეები:* ხანგრძლივი სიცოცხლის "ელექსირი", რომელიც კნავის და კრუტუნებს* იდუმალი ცივილიზაცია, რომელმაც დასაბამი ამერიკის უძველეს ცივილიზაციებს მისცა* გამოცანა ვაშლებზე – უმრავლესობა ვერ ხსნის (პასუხი აქვს)* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?639 2-ს მოსწონს
|