საბუნებისმეტყველო ჩინეთში აღმოაჩინეს მსოფლიოში ყველაზე დიდი მწერი 2016, 8 მაისი, 9:29 ![]() გიგანტური ჩხირულა, რომლის სიგრძე 62, 4 სანტიმეტრია აღიარებული იქნა, როგორც ყველაზე დიდი მწერი მსოფლიოში. გიგანტური ეგზოტიკური მწერი აღმოაჩინეს გუანსი-ჩჟუანის მთებში, სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში. წინა რეკორდსმენად ითვლებოდა Phobaeticus chani, ჩხირულების რიგიდან, რომელიც მალაიზიის ჯუნგლებში აღმოაჩინეს 2008 წელს.მისი სიგრძე 56, 7 სანტიმეტრი იყო და ამჟამად ინახება ლონდონის მუზეუმში. ![]() "მწერებს მთებში ვეძებდი, სადღაც 1, 2 ათასი მეტრის სიმაღლეზე ქალაქ ლიუჩჟოუს შემოგარენში და უცებ დავინახე რაღაც, რომელიც ხის ტოტზე მოძრაობდა.შოკირებული დავრჩი მისი გიგანტური ზომით, რომელსაც სახსრებიც ისეთივე გრძელი ჰქონდა, როგორც ტანი"-აღნიშნა მკვლევარმა. მწერი ახალ სახეობას მიაკუთვნეს და მისი აღმომჩენის საპატივცემლოდ დაარქვეს სახელი Phryganistria chinensis Zhao. მწერი ამჟამად ქალაქ ჩენდუს "იშვიათი მწერების მუზეუმში" გადაიყვანეს.ჩხირულამ უკვე დადო 6 კვერცხი და პირველი შთამომავლობაც გამოჩეკა.ყველაზე პატარას ზომა 26 სანტიმეტრია. ![]() რიგს აქვთ წაგრძელებული ან ბრტყელი სხეული, რომლის სიგრძე 30-35 სმ აღწევს. არასრული გარდაქცევის მწერებია. ფრთები არ გააჩნიათ. გვხვდებიან ბალახოვან მცენარეებზე, ხეებსა და ბუჩქებზე. რიგში 2500-მდე სახეობაა, ძირითადად გავრცელებულია ტროპიკებში, აქედან 6 (გვარი Ramulus) გვხვდება ამიერკავკასიაში და შუა აზიაში.მოჩვენებისებრნი მცენარეული საკვებით იკვებებიან. ზოგი მავნებელია. 332 6-ს მოსწონს 1-ს არა
|