x
მეტი
  • 30.11.2024
  • სტატია:138562
  • ვიდეო:351978
  • სურათი:512216
სწავლება ძველ შუამდინარეთში (პირველი მაამებელი)
„შუმერთა ცივილიზაცია“ მეცნიერთა და ისტორიკოსთა მიერ მიჩნეულია იმ ერთ-ერთ უძველეს ცივილიზაციად კაცობრიობის ისტორიაში, რომელიც შეიქმნა 6000 წლის წინად და იარსება დაახლოებით 2000 წელიწადი. ბევრი სპეციალისტი დღესაც თავდაუზოგავად მუშაობს ამ უნიკალური ცივილიზაციის ისტორიის შესწავლაზე, თუმცა არის საკითხები, რომლებიც დღემდე გაუშიფრავი და საიდუმლოებებით არის მოცული. თუნდაც ის, თუ საიდან წარმოიშვა აღნიშნული ცივილიზაცია. ყველა ფაქტი მოწმობს, რომ შუმერთა ცივილიზაცია ძალიან განვითარებული იყო.
შუმერული სკოლის წარმოშობა ლურსმული დამწერლობის შექმნასთანაა დაკავშირებული, რომლის გამოგონებითა და სრულყოფით შუმერებმა უდიდესი წვლილი შეიტანეს კაცობრიობის ცივილიზაციის ისტორიაში.შუმერთა განათლების სისტემა და ახლანდელი ოცდამეერთე საუკუნის განათლების სისტემა თითქოს
მეტ-ნაკლებად ჰგავს ერთმანეთს და შეგვიძლია პარალელების გავლებაც.
სწავლა იწყებოდა ყველაზე მარტივით : მოსწავლეს ასწავლიდნენ როგორ მოემზადებინა თიხის გუნდისგან თიხის ფირფიტა. შემდეგ ის უნდა დაეხაზათ, რომ სტრიქონები სწორი გამოსულიყო. ამას წვრილი თოკებით ახერხებდნენ. ჩვენი რვეულებისგან განსხვავებით, თიხის რვეულები შეიძლებოდა მრავალჯერ გამოეყენებინათ. საჭირო იყო მხოლოდ თიხის გადაზელა და ახალი ფირფიტის გაკეთება. თიხის წიგნები მეტად მძიმე იყო, მოსწავლეები ასეთ ტვირთს ვერ ატარებდნენ.
პირველკურსელის ანბანი, რომელიც სულ რაღაც ორმოცდაათიოდე გვერდია, თიხაზე რომ გადაგვეწერა, დაახლოებით 50 კილოგრამს იწონიდა. ამიტომ, შუამდინარეთში პატარა მწერლები სკოლებში ადრიანი დილიდან გვიან ღამემდე რჩებოდნენ და რვეულები შინ არ დაჰონდათ.
პირველი წერილობითი ძეგლები შუმერთა ძველი ქალაქის ურუქის ნანგრევებში აღმოჩნდა. ათასობით თიხის ფირფიტა სამეურნეო და ადმინისტრაციული ხასიათის წარწერებით იყო დაფარული. აქვე მიაკვლიეს საზეპირო სიტყვათა სიებს. მაშასადამე, უკვე მაშინ ყოფილან ადამიანები, რომლებიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3000 წლის წინ ფიქრობდნენ სწავლა-განათლების საკითხებზე. ძვ.წ.-ით მესამე ათასწლეულის შუა ხანებისთვის შუმერის ტერიტორიაზე უკვე საკმაო რაოდენობით ყოფილა სკოლები, რომლებშც ოფიციალურად ისწავლებოდა წერა-კითხვა. ძველ შურუფაგში-შუმერული „ნოეს“ მშობლიურ ქალაქში, 1902-1903 წლების გათხრების შედეგად საკმაო რაოდენობით აღმოჩნდა „სახელმძღვანელოები“, რომელიც ძვ.წ.-ით 2500 წლით თარიღდება.

ურუქი ( რეკონსტრუქცია )

ადრეულ ფირფიტათაგან არცერთი არ იძლევა ნათელ წარმოდგენას შუმერულ სასკოლო სისტემაზე, მის
ორგანიზაციასა და სწავლების მეთოდებზე. ასეთი სახის ცნობებისთვის იდულებულები ვართ,
ძვ.წ.-ით მეორე ათასწლეულის პირველი ნახევრის ფირფიტებს მივმართოთ. აქ ათასობით სავარჯიშოა
ჩაწერილი, გვხვდება დამწყებთა ნაჯღაბნებიც და უფროსკლასელთა ლამაზი ნაწერებიც. თიხის „რვეულებმა“ საშუალება მოგვცა ბევრი საინტერესო დასკვნა გაგვეკეთებინა მაშინდელი სწავლების მეთოდებზე, იმ პროგრამებზე, რისი მიხედვითაც ასწავლიდნენ ამ სკოლებში. ჩვენდა საბედნიეროდ, ძველ შუმერელ მასწავლებლებსაც ჰყვარებიათ სასკოლო ცხოვრების წერა.

თავდაპირველად, შუმერული სკოლა, წმინდა „პროფესიონალურ“ მიზანს ისახავდა - მას უნდა მოემზადებინა მწერლები, რომელთაც სასახლისა და ტაძრისთვის საჭირო სამეურნეო თუ ადმინისტრაციული დოკუმენტების ჩაწერა, გადაწერა - შედგენა შეეძლებოდათ. მაგრამ სასწავლო ქსელის ზრდა-განვითარებამ სკოლა თანდათან შუმერული კულტურისა და სწავლა-განათლების კერად აქცია. აქ ასწავლიდნენ ბოტანიკას, ღვთისმეტყველებას, მინერალოგიას, გეოგრაფიას, ზოოლოგიას, გრამატიკას, მათემათიკას, ლინგვისტიკას. უფრო მეტიც, დღევანდელ სასწავლო დაწესებულებათაგან განსხვავებით, შუმერულ სკოლაში არა მარტო სწავლობდნენ და იწერდნენ წარსულის ლიტერატურულ ძეგლებს, არამედ ახალ ნაშრომებსაც ქმნიდნენ.
ცხადია, შუმერში არ არსებობდა არც საყოველთაო და არც სავალდებულო სწავლება. მოსწავლეები მეტწილად მდიდარი ოჯახიშვილები იყვნენ - აბა ღარიბებს
ან დრო ან ფული სად ჰქონდათ ხანგრძლივი სწავლებისათვის. 1946 წელს გერმანელმა ასირიოლოგმა ნიკოლაუს შნაიდერმა იმ ეპოქის დოკუმენტებზე დაყრდნობით მეტად ოსტატურად დაამტკიცა ამ ვარაუდის სისწორე. ხუთასიოდე პირი თავს მწერლად გვამცნობს. ბევრი მათგანი თავის მამის სახელსა და პროფესიასაც აღნიშნავს. ისინი ყოფილან :მმართველები, „ქალაქის მამები“, ელჩები, მთავარქურუმები, მხედართმთავრები, გემის კაპიტნები, ქურუმები, მწერლები.


სკოლას სათავეში ედგა „უმმია“, რომელსაც სკოლის მამას უწოდებდნენ. მოწაფეები „სკოლის შვილები“ იყვნენ, მასწავლებლის თანაშემწე - „დიდი მამა“. მას ევალებოდა კალიგრაფიული ფირფიტა - ნიმუშების გაკეთება, საიდანაც გადაწერდნენ ხოლმე მოწაფეები და ასევე წერითი და საზეპირო დავალებების შემოწმება. აქ იყვნენ, აგრეთვე, ხატვისა და დაშუმერული ენის მასწავლებლები, დამრიგებელი, რომელიც ამოწმებდა მოსწავლეთა დასწრებას და ეგრეთწოდებული „გამწკეპლავი“, რომელიც ალბათ, პასუხს აგებდა დისციპლინაზე.
შუმერელი პედაგოგები ადგენდნენ მრავალგვარ მათემათიკურ ცხრილებსა და ამოცანათა კრებულებს, რომლებსაც შესაბამის ამოხსნებსა და პასუხებსაც ურთავდნენ. რაც შეეხება ლინგვისტიკას, განსაკუტრებული ყურადღება გრამატიკას ეთმობოდა. უფრო მეტიც, ძვ.წ.-ით მესამე ათასწლეულის ბოლო მეოთხედში,
როცა აქადელებმა თანდათან დაიპყრეს შუმერი, შუმერელმა პედაგოგებმა შექმნეს ჩვენთვის ცნობილი პირველი „ლექსიკონები“.
ადრეულ ფირფიტათაგან არცერთი არ იძლევა

ნათელ წარმოდგენას შუმერულ სასკოლო სისტემაზე, მის ორგანიზაციასა და სწავლების მეთოდებზე. ასეთი სახის ცნობებისთვის იდულებულები ვართ, ძვ.წ.-ით მეორე ათასწლეულის პირველი ნახევრის ფირფიტებს მივმართოთ. აქ ათასობით სავარჯიშოა ჩაწერილი, გვხვდება დამწყებთა ნაჯღაბნებიც და უფროსკლასელთა ლამაზი ნაწერებიც. თიხის „რვეულებმა“ საშუალება მოგვცა ბევრი საინტერესო დასკვნა გაგვეკეთებინა მაშინდელი სწავლების მეთოდებზე, იმ პროგრამებზე, რისი მიხედვითაც ასწავლიდნენ ამ სკოლებში. ჩვენდა საბედნიეროდ, ძველ შუმერელ მასწავლებლებსაც ჰყვარებიათ სასკოლო ცხოვრების წერა.
თავდაპირველად, შუმერული სკოლა, წმინდა „პროფესიონალურ“ მიზანს ისახავდა - მას უნდა მოემზადებინა მწერლები, რომელთაც სასახლისა და ტაძრისთვის საჭირო სამეურნეო თუ ადმინისტრაციული დოკუმენტების ჩაწერა, გადაწერა
- შედგენა შეეძლებოდათ. მაგრამ სასწავლო ქსელის ზრდა-განვითარებამ სკოლა თანდათან შუმერული კულტურისა და სწავლა-განათლების კერად აქცია. აქ ასწავლიდნენ ბოტანიკას, ღვთისმეტყველებას, მინერალოგიას, გეოგრაფიას, ზოოლოგიას, გრამატიკას, მათემათიკას, ლინგვისტიკას. უფრო მეტიც, დღევანდელ სასწავლო დაწესებულებათაგან განსხვავებით, შუმერულ სკოლაში არა მარტო სწავლობდნენ და იწერდნენ წარსულის ლიტერატურულ ძეგლებს, არამედ ახალ ნაშრომებსაც ქმნიდნენ.
ცხადია, შუმერში არ არსებობდა არც საყოველთაო და არც სავალდებულო სწავლება. მოსწავლეები მეტწილად მდიდარი ოჯახიშვილები იყვნენ - აბა ღარიბებს
ან დრო ან ფული სად ჰქონდათ ხანგრძლივი სწავლებისათვის. 1946 წელს გერმანელმა ასირიოლოგმა ნიკოლაუს შნაიდერმა იმ ეპოქის დოკუმენტებზე დაყრდნობით მეტად ოსტატურად დაამტკიცა ამ
ვარაუდის სისწორე. ხუთასიოდე პირი თავს მწერლად გვამცნობს. ბევრი მათგანი

თავისი მამის სახელსა და პროფესიასაც აღნიშნავს. ისინი ყოფილან :მმართველები, „ქალაქის მამები“, ელჩები, მთავარქურუმები, მხედართმთავრები, გემის კაპიტნები, ქურუმები, მწერლები.
სკოლასსათავეშ ედგა „უმმია“, რომელსაც სკოლის მამას უწოდებდნენ. მოწაფეები „სკოლის შვილები“ იყვნენ, მასწავლებლის თანაშემწე - „დიდი მამა“. მას ევალებოდა კალიგრაფიული ფირფიტა - ნიმუშების გაკეთება, საიდანაც გადაწერდნენ ხოლმე მოწაფეები და ასევე წერითი და საზეპირო დავალებების შემოწმება. აქ იყვნენ, აგრეთვე, ხატვისა და დაშუმერული ენის მასწავლებლები, დამრიგებელი, რომელიც ამოწმებდა მოსწავლეთა დასწრებას და ეგრეთწოდებული „გამწკეპლავი“, რომელიც ალბათ, პასუხს აგებდა დისციპლინაზე.
შუმერელი პედაგოგები ადგენდნენ მრავალგვარ მათემათიკურ ცხრილებსა და ამოცანათა კრებულებს, რომლებსაც შესაბამის ამოხსნებსა და პასუხებსაც ურთავდნენ. რაც შეეხება ლინგვისტიკას, განსაკუტრებული
ყურადღება გრამატიკას ეთმობოდა. უფრო მეტიც, ძვ.წ.-ით მესამე ათასწლეულის ბოლო მეოთხედში, როცა აქადელებმა თანდათან დაიპყრეს შუმერი, შუმერელმა პედაგოგებმა შექმნეს ჩვენთვის ცნობილი პირველი „ლექსიკონები“. რაც შეეხება

დისციპლინას, უჯოხოდ არაფერი გამოდიოდა. შესაძლოა, დროდადრო მასწავლებელი წაახალისებდა და შეაქებდა ბეჯით მოსწავლეს, მაგრამ მას ჯოხის ძალა უფრო ეიმედებოდა, რათა ძირშივე დაეთრგუნა ყოველგვარი შეცდომა თუ დაუდევრობა. ასე, რომ მოსწავლეს სულაც არ ჰქონდა
საინტერესო ცხოვრება. იგი ყოველ დგე დაიარებოდა სკოლაში და მთელ დღეს-მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე იქ ატარებდა.
სასწავლო წლის რომელიღაც მონაკვეთში მას არდადეგებიც ექნებოდა, მაგრამ ჩვენ ამის შესახებ არაფერი ვიცით. სწავლება წლობით გრძელდებოდა და მაშინღა წყდებოდა, როცა მოწაფე ყმაწვილობაში დგამდა ფეხს. საინტერესო იქნებოდა, გვცოდნოდა, შეეძლო თუ არა მოწაფეს სპეციალობის არჩევა ანდა სწავლების რა ეტაპზე ხდებოდა ეს. მაგრამ ამის შესახებაც წყაროები არაფერს გვეუბნება.
როგორ გამოიყურებოდა გარეგნულად შუმერული სკოლა?
შუამდინარეთში ჩატარებული გათხრების დროს აღმოჩნდა რამდენიმე შენობა, რომლებიც, მეცნიერთა ვარაუდით, სკოლები უნდა ყოფილიყო. ერთი ასეთი ნაგებობდა აღმოჩნდა ნიფურში, მეორე-სიპარში, მესამე -ურში.მაგრამ მათი ოთახები, იქ ნაპოვნ უამრავ ფირფიტას თუ არ ჩავთვლით, არაფრით განსხვავდებოდა ჩვეულებრივი საცხოვრებელი ოთახებისაგან.

შუმერული სკოლის ნანგრევები მდინარე ევფრატის პირას

რა აზრის იყვნენ თვით
მოწაფეები სწავლის მაშინდელი სისტემაზე? მეტად საინტერესო ტექსტს მოგითხრობთ შუმერის სკოლის ცხოვრებიდან. ეს
ტექსტი 4000 წლის წინაა დაწერილი. მისი გაცნობის შემდეგ ნათელი წარმოდგენა გვექნება
მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობაზე. ეს არის პირველი, უნიკალური დოკუმენტი სწავლა-განათლების
ისტორიაში.
აქ აღწერილიშუმერული მოწაფე რაღაც მომენტებში ჰგავს ჩვენს თანადროულს. გაიღვიძებს თუ არა დედას აჩქარებს, საუზმე მომიმზადეო. ეშინია სკოლაში დაგვიანებისა, რადგან ამისთვის მასწავლებელი „გაჯოხავს“. გაჯოხვის ფაქტი ეჭვს არ იწვევს, ვინაიდან შუმერული ნიშანი, რომელიც „ფიზიკურ დასჯას“ აღნიშნავს, ორი ნიშნისაგან შედგება : „სხეული“ და „ჯოხი“.

მასწავლებლის შემოსავალი, ისევე როგორც დღეს, ძალიან ცოტა ყოფილა, ამიტომაც შუმერელ მასწავლებელს უხაროდა, როცა მოწაფის მშობლებისაგან დამატებით ძღვენსა და საჩუქარს მიიღებდა. ტექსტი, რომელიც, უეჭველია, „ფირფიტათა სახლის“ ერთ-ერთი პედაგოგის მიერაა შედგენილი, პირდაპირ მოწაფესადმი მიმართვით იწყება თუ რას აკეთებდა სკოლაში. მოწაფის პასუხს კი ტექსტის ნახევარი უკავია. მას თურმე ზეპირად

უთქვამს თავისი ფირფიტა, უსაუზმია და მოუმზადებია ახალი ფირფიტა. ნაშუადღევს წერითი დავალება მისცეს. სახლში დაბრუნების შემდეგ მან მამამისს უამბო წერითი დავალების შესახებ და ის კმაყოფილი დარჩა. მეორე დილით ადრე ამდგარა, დედამ მას ორი ფუნთუშა გამოატანა და წავიდა სკოლაში, მაგრამ დაიგვიანა. როგორც ჩანს, მოწაფეს შავი დღე დასდგომია. იგი დაუსჯიათ
ლაპარაკისთვის, შემდეგ მეორე მასწავლებელს ფეხზე ადგომისთვის, მესამე მასწავლებელს სკოლის ჭიშკრიდან გასვლისთვის. ყველაზე უარესი ის იყო, რომ პედაგოგმა დაუწუნა ხელნაწერი და გაჯოხა. მოწაფესთვის

ეს უკვე მეტისმეტი იყო. ამიტომ იგი მამას შთააგონებს აზრს, რომ კარგი იქნებოდა, შინ მოეწვიათ მასწავლებელი და რაიმეთი დაესაჩუქრებინათ. რა უცნაურადაც არ უნდა მოგვეჩვენოს, ესაა წერილობითი წყაროებიდან პირველი მაამებლური მოქმედება კაცობრიობის ისტორიაში. მართლაც მოიწვია იგი მამამ და საპატიო ადგილზე დასვა. მასწავლებელს მამამ კარგად უმასპინძლა, ახალ სამოსში გამოაწყო, ძღვენი მიართვა და ბეჭედიც გაუკეთა. ასეთი გულუხვობით გულმომბალმა მასწავლებელმა დაიწყო მოწაფის დამოძღვრა: „ყმაწვილო, ვინაიდან შენ ყურად გიღია ჩემი სიტყვები და ქარისთვის არ გაგიტანებია ჩემი შთაგონებანი, შეიძლება მიაღწიო სრულყოფას და სამწერლო ხელოვნების მწვერვალებს დაიპყრო. საუკეთესო იქნები ძმათა შორის და პირველი მოწაფეთა შორის“. მასწავლებლის ამ ენთუზიაზმით და ოპტიმიზმით სავსე სიტყვებით სრულდება სასკოლო ცხოვრების ამსახველი ეს ტექსტი. რას იფიქრებდა მისი დამწერი, რომ 400 წლის შემდეგ მის ამ ლიტერატურულ ქმნილებას სკოლის ცხოვრებაზე აღმოაჩენდა და აღადგენდა მეოცე
საუკუნეში მოღვაწე ამერიკის უნივერსიტეტის პროფესორი. საბედნიეროდ, ეს ტექსტი იმთავითვე პოპულარული ყოფილა და ფართოდაც გავრცელებულა. აღმოჩენილია მისი ოცდაერთი სხვადასხვა სისრულის ასლი.
შუმერულმა სკოლამ დასაბამი მისცა თანამედროვე განათლების სისტემას. მართალია, დიდი დრო გავიდა და დაიხვეწა, თუმცა ბევრი მავნე ტრადიცია დღესაც შემორჩა, მაგალიტად, კარგი ქულების გამო მშობელი ქრთამს აძლევს პედაგოგს საჩუქრის სახით, სკოლაში სიარული ეზარებოდათ მაშინაც
და დღესაც. ზოგი რამ კი პირიქით, გასათვალისწინებელია და მისაღებია. მაგალითად, თუკი 400 წლის წინ გრამატიკის შესწავლას დიდი ყურადღება ეთმობოდა, დღეს მაღალ კლასებში საერთოდ არ ისწავლება. განათლების სისტემა ისე უნდა დაიხვეწოს, რომ მოსწავლეს უხაროდეს სასწავლო დაწესებულებაში წასვლა. მართალია დღევანდელი დაბალი კლასების სახელმძღვანელოები არ არის თიხისგან გაკეთებული, მაგრამ ისინი 3-4 კილოგრამამდე იწონის მთლიანად. ისევე როგორც ადრე, დღესაც არ არის სრულ წესრიგში განათლების სისტემა,
არის ბევრი ხარვეზი, რაც დახვეწას საჭიროებს.image

1
342
2-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ნარმანია
ნინო ნარმანია
342
  
2020, 6 დეკემბერი, 2:08
როგორ მინდა ასეთი ბევრი სტატია იწერებოდეს
0 1 1