ფეხბურთი ბუქარესტის "დინამოს" ფეხბურთელი მინდორზე თამაშის დროს გარდაიცვალა(ვიდეო) 2016, 7 მაისი, 9:45 ბუქარესტის "დინამოს" ფეხბურთელი პატრიკ ეკენგი თამაშის დროს გარდაიცვალა რუმინეთის ჩემპიონატის მორიგი კალენდარული მატჩის დროს "ვიიტორულის" წინააღმდეგ.
თამაშის 63- წუთზე ეკენგი შეცვლაზე შემოვიდა, 7 წუთის შემდეგ მოულოდნელად გონება დაკარგა და დაეცა მოედნის ცენტრში. კამერუნელი ფეხბურთელის რეამინირებას 1, 5 საათი ცდილობდნენ, თუმცა 26 წლის ფეხბურთელი ისე გარდაიცვალა, რომ გონებაზე არც მოსულა. აღსანიშნავია, რომ ადგილზე მოსულ სასწრაფო დახმარებას არ ქონდა ადგილზე დახმარების არავითარი აღჭურვილობა, ის მხოლოდ ტრანსპორტირებისთვის იყო გამოსადეგი. პატრიკ ეკენგი ბუქარესტის "დინამოში" ესპანურ კლუბ "კორდობადან" წელს გადმოვიდა, მანამდე შვეიცარიულ "ლოზანაში" და ფრანგულ კლუბ "ლე მანში"თამაშობდა. აღსანიშნავია, რომ ბოლო 2 წლის მანძილზე ეს უკვე მეხუთე შემთხვევაა, როდესაც ფეხბურთელი მოულოდნელად მინდორზე თამაშის დროს მოულოდნელად იღუპება.(გრეგორი მერტენსი, კრისტიან გომესი, ალ ჯამილ ალუში და დევიდ ფორამოლა ონია.) 182 5-ს მოსწონს 1-ს არა
|