x
მეტი
  • 01.07.2024
  • სტატია:135692
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510071
5 საინტერესო ფაქტი, რომელიც სევდისა და ღიმილის მომგვრელია
საინტერესო ფაქტები და ისტორიები, ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს ჩვენში,

ზოგჯერ ესა-თუ ის ფაქტი სევდისმომგვრელიც შეიძლება იყოს.


1. რონალდ რეიგანი ამერიკის შეერთებული შტატების მე-40 პრეზიდენტი, პოლიტიკურ

კარიერამდე მსახიობი იყო, მას 53 ფილმში აქვს ნათამაშები, თუმცა რაც არ უნდა


გასაკვირი იყოს, ერთ-ერთი ფილმის, "ყველაზე ღირსეული"-ის რეჟისორმა მას ფილმში

ამერიკის პრეზიდენტის როლი არ მისცა, რადგან ჩათვალა, რომ რეიგანი ამ როლს

ბუნებრივად ვერ შეასრულებდა.

image



2. ნარჩენების გადახარისხება და შესაბამის ურნაში მოთავსება გერმანიაში იმდენად

რთულია, რომ ქალაქების ადმინისტრაცია მოსახლეობისთვის სპეციალურ ჟურნალს

ბეჭდავს, სადაც ნარჩენების შესაბამის ურნებში ჩაყრის დეტალური ინსტრუქციაა მოცემული.

image



3. 1972 წელს ესპანეთში ერთ-ერთ ფოსტალიონს სასჯელად 384 912 წლის გატარება

მეისაჯა ციხეში, რადგან მან 40ათასზე მეტი წერილი არ დაარიგა, მიზეზი სიზარმაცე

იყო.


image



4.ოლიმპიური თამაშების დროს დაღუპული პირველი სპორტსმენი პორტუგალიელი

მორბენალი ფრანცისკო ლაზარა იყო, მან მარათონზე გასვლის წინ მთელს ტანზე მზისგან დასაცავად ცვილი წაისვა, რამაც კანის ფორების დახურვა გამოიწვია, შედეგად

სხეულს სითხის გამოყოფის შესაძლებლობა შეეზღუდა და სპორტსმენი დაიღუპა.


image



5. ანტარქტიდაზე მომუშავე მკლევარებს აქვთ ტრადიცია: მუშაობის დასრულების

შემდეგ ყოველთვის მიდიან საუნაში, იქიდან კი გარეთ -70 გრადუსიან ყინვაში გამორბიან შიშვლები სპეციალურ ნიშნულამდე, რომელსაც პირობითად "სამხრეთ პოლუსი" ჰქვია, მონაწილეებმა ძალიან სწრაფად უნდა მოახერხონ ამ მანძილის გარბენა

რადგან სხეულის"ყველაზე საჭირო" ნაწილები არ მოეყინოთ, თუმცა ამ ტრადიციაში

მონაწილეობას ყველა ვერ ბედავს.

image

1
196
3-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
196
  
მიყვარს ასეთი სტატიები)
0 1 1