საბუნებისმეტყველო მეცნიერებმა ანტარქტიდაზე ტონაზე მეტი დინოზავრის ნარჩენები აღმოაჩინეს 2016, 6 მაისი, 21:30 ![]() ექსპედიციამ, რომელშიც გაერთიანებულები იყვნენ აშშ-ს, ავტრალიის და სამხრეთ აფრიკის მკვლევარები ანტარქტიდაში დინოზავრების ნარჩენები აღმოაჩინეს, იუწყება ABC News-ი. ზოგიერთი ჩონჩხის ასაკი 71 მილიონი წელია.აღმოჩენილი არტეფაქტების სიაში უძველესი რეპტილიებიც არის. "ნაპოვნია ისეთი სახეობები, როგორიცაა პლეზიოზავრი და მეზოზავრი, ზღვის ხვლიკები, რომელიც "იულური პარკის"ფილმიდან გახდა ცნობილი."-განაცხადა კუინსლენდის უნივერსიტეტის დოქტორმა სტივ სოლსბერიმ. მეცნიერებმა აგრეთვე აღმოაჩინეს ჩიტების ნარჩენები, მათ შორის იხვები, რომლებიც ცარცული პერიოდის მიწურულს ცხოვრობდნენ. მკვლევარებმა ექსპედიცია დაიწყეს ჯეიმს როსის კუნძულზე, აქვე კლდეებს აღმოაჩინეს დინოზავრის ნარჩენები, შემდეგ კი მეზობელ კუნძულ ვეგაზე გადაინაცვლეს. დინოზავრის ნარჩენები ამჟამად ჩილეში ინახება, ცოტა ხანში კი ისინი პენსილვანიაში, კარნეგის ბუნებრივი ისტორიის მუზეუმში იქნება გადატანილი. ![]() 308 8-ს მოსწონს 2-ს არა
|