x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138450
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
რა მოხდება, თუ ყოველდღე კვერცხს მიირთმევთ?

კვერცხი კვების ერთ-ერთი სასარგებლო პროდუქტია. მასში დიდი რაოდენობით არის რკინა, ამინომჟავები და ანტიოქსიდანტები. მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ აქ ლაპარაკია ორგანულ კვერცხზე და არა კვერცხის ფხვნილზე და მსგავს პროდუქტებზე.
ჩვენი სხეული 11 სახის შეუცვლელ ცხიმოვანი მჟავას გამოიმუშავებს, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის სწორი ფუნქციონირებისთვის, ხოლო კვერცხი შეიცავს დანარჩენ 9 მჟავას, რომელიც ასევე აუცილებელია ვენთვის. უფრო კონკრეტულად რომ განვმარტოთ, ამ 9 ცხიმოვანი მჟავის არარსებობა, შეიძლება გახდეს ქრონიკული დაღლილობის, კანის არაჯანსაღი მდგომარეობის, თმის ცვენის და იმუნური სისტემის დასუსტების მიზეზი.


image

image

აქედან გამომდინარე, კვერცხის რეგულარული მოხმარება, თქვენს ორგანიზმს შემდეგ სარგებელს მოუტანს:

image1. კვერცხი ამაღლებს იმუნურ სისტემას.

image

დღეში ერთ-ორ კვერცხს შეუძლია დახმარება აღმოგიჩინოთ სხვადასხვა სახის ინფექციებთან ბრძოლაში, რადგან მის შემადგენლობაში დიდი რაოდენობით არის სელენი – უმნიშვნელოვანესი მიკროელემენტი ჩვენი იმუნური სისტემისთვის.

image

image

2. კვერცხი ამცირებს სტრესს და ნერვიულობას.

image

კვერცხი შეიცავს შეუცვლელ ამინომჟავეებს, რომლებიც დადებითად მოქმედებენ ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობაზე, ის ხელს უწყობს სერატონინის გამომუშავებას, რომელიც ადამიანის მოდუნებაზე, სიმშვიდეზე და კარგ ხასიათზე ყოფნის პასუხისმგებელი ნეირომედიატორია. გარდა ამისა, მასზე არის დამოკიდებული ის, თუ რამდენად სწორედ აღიქვამს ჩვენი ტვინი ორგანიზმის მდგომარეობას და მის გარეთ განვითარებულ მოვლენებს.

image

image

3. კვერცხი ხელს უწყობს კბილებისა და ძვლების გამაგრებას.

image

კვერცხი, მზის სხივებთან ერთად, D ვიტამინის საუკეთესო წყაროა. ამ ვიტამინს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ძვლებისა და კბილების ზრდა განვითარებისთვის. ის იმ მხრივაც არის სასარგებლო, რომ კალციუმს შთანთქავს, რომელიც აუცილებელია ნივთიერებათა ცვლის, საჭმლის მომნელებელი სისტემის და გულის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.

image

image

4. კვერცხი აუმჯობესებს კოგნიტურ (ლათ. cognitio - შემეცნება) ფუნქციას.

image

კვერცხი შეიცავს ქოლინს (ვიტამინი B4), რომელიც სასარგებლოა აზროვნების პროცესისთვის. გამოკვლევების თანახმად, ქოლინის დეფიციტი ქმნის დემენციის ( დაავადება, რომელიც ხასიათდება მეხსიერების და გონებრივი შესაძლებლობების ნაწილობრივი დაკარგვა) განვითარების რისკს, ნერვოლოგიურ აშლილობას, ალცგეიმერის დაავადებას და კოგნიტურ დარღვევებს.

image

image

5. კვერცხი აუმჯობესებს კანის მდგომარეობას.

image

კვერცხში დიდი რაოდენობით არის სხვადასხვა სახის ვიტამინი, რომლებიც ხელს უწყობენ თმის სწრაფ ზრდას, კანისა და მხედველობის კარგ მდგომარეობაში ყოფნას, ასევე, ეს ვიტამინები მნიშვნელოვანია ღვიძლის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. კვერცხი განსაკუთრებით მდიდარია В2 და В12 ვიტამინებით. კვლევების შედეგად დადგენილია, რომ ამ ვიტამინებს გადამწყვეტ მნიშვნელობა აქვთ კოგნიტური ფუნქციის ნორმალურად მუშაობისთვის და საერთოდ, ნერვული სისტემის ჯანმრთელობისთვის.

image

image

6. კვერცხი წონის დაკლების სტიმულატორია.

image

კვერცხი უზრუნველყოფს მაძღრობის შეგრძნებას. ამიტომ, იდეალური პროდუქტია საუზმესთვის. ის ამცირებს მადას და ზედმეტი საკვების მიღების რისკს. დადგენილია, რომ ადამიანები, რომლებიც საუზმეზე კვერცხს მიირთმევენ, დღის მანძილზე ნაკლებ კალორიებს იღებენ.

image

image

7. კვერცხი სასარგებლოა მხედველობისთვის.

image

კვერცხის შემადგენლობაში 2 სახის ანტიოქსიდანტია: ლუთეინი და ზეაკსანტინი, რომლებიც აუმჯობესებენ მხედველობას. ამის გარდა, ისინი ამცირებენ თვალის დაავადებების (კატარაქტა და ყვითელი ლაქის დისტროფია) განვითარების რისკს.

5
14053
16-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
14053
  
2016, 24 აგვისტო, 12:17
მადლობა
2016, 23 აგვისტო, 17:11
საერთოდ მოხარშული უნდა მიირთვათ, თუ უცხიმოდ შეწვავთ, შემწვარიც შეიძლება. მაგრამ, უმი არ შეიძლება, რადგან სალმონელოზით დაავადების რისკი დიდია.
2016, 23 აგვისტო, 16:28
და შემწვარი უნდა ჭამო მოხარშული თუ უმი? :-)
2016, 22 აგვისტო, 13:37
და კიდევ ერთი. გამოვკვერცდებით ამდენი კვრცის ჭამით :D
2016, 22 აგვისტო, 9:56
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 5