მოვლენები კოსტუმების ინსტიტუტის მეჯლისი – Met Gala 2016. ყველაზე გემოვნებით და უგემოვნოდ ჩაცმული ვარსკვლავები 2016, 5 მაისი, 14:49 Met Gala - არის ყოველწლიური მეჯლისი, რომელსაც ამერიკის კოსტუმების ინსტიტუტი აწყობს, ხელოვნების Metropolitan მუზეუმში, და წლევანდელი წლის მეჯლისის თემა იყო – მოდა ტექნოლოგიების საუკუნეში. მეჯლისზე გადაღებული, უამრავი ფოტოსურათი გამოჩნდა ინტერნეტში და მოდის კრიტიკოსებმაც არ დააყოვნეს და თითოეული სტუმარის სამოსს, განაჩენი გამოუტანეს. ამის გაკეთება არც ისე რთული იყო, რადგან ზოგიერთმა ვარსკვლავმა, მეჯლისი უგემოვნობის ზეიმად აქცია... რადგან გემოვნებაზე არ დაობენ, ამიტომ, აქ წარმოგიდგენთ კოსტუმების ორ ნაკრებს, რომლებშიც თავმოყრილია ყველაზე დადებითად და ყველაზე უარყოფითად შეფასებული სამოსი და თავად განსაჯეთ, რამდენად სამართლიანები იყვნენ კრიტიკოსები.
მაშ, ასე, უგემოვნოდ ჩაცმული ვარსკვლავებით დავიწყოთ: სარა ჯესიკა პარკერი ირინა შეიკი რიტა ორა სოლანჟ ნოულზი, ბიონსეს და მადონა როუზი ბირნი ზოი კრავიცი ლედი გაგა ალისია ვიკანდერი მიშელ უილიამი ნიკი მინაჟი ბიონსე ჯენიფერ ჰადსონი და ვარსკვლავები, რომლებმაც, სამოსის შერჩევაში, მაღალი შეფასება დაიმსახურეს: სინდი კროუფორდი კიმ კარდაშიანი ჯორდან დანი კაილი ჯენერი ალესანდრა ამბროსიო მარგო რობი ემა უოთსონი როუზი ჰანგტინგტონი ემბერ ჰარდი ნაომი კემპბელი ბლეიკ ლავილი კაროლინა კურკოვა კლერ დეინსი ამერიკელი დიზაინერის ზაკ პოზენის მიერ შექმნილმა ამ კაბამ, ნამდვილი ფურორი გამოიწვია მეჯლისზე. კაბის ქსოვილი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ძაფებისგან შედგება, ხოლო კაბაში 30 პატარა ბატარეაა ჩაკერებული. სინათლეზე კაბა ჩვეულებრივად გამოიყურება და ძალიან ჰგავს კაბას, რომელიც კონკიას ეცვა მეჯლისზე, მაგრამ როგორც კი შუქი ჩაქრა... კაბამ ნათება დაიწყო და მსახიობი მეჯლისის დედოფლად აქცია. 213 10-ს მოსწონს
|