სხვა აეროპორტის ყველაზე ცნობილი მაცხოვრებლები 2016, 5 მაისი, 10:10 არსებობს რამდენიმე მაგალითი, როდესაც ადამიანები ნებით თუ უნებლიედ აეროპორტის ტუსაღები ხდებიან.მიზეზი სხვადასხვაა:საერთაშორისო წესები, ბანალური უიღბლობა ან საკუთარი მრწამსი.
მაშ ასე, ქვემოთ გაეცნობით ტრანზიტული ზონის ყველაზე არაჩვეულებრივ მაცხოვრებლებს. 1)მაჰრამ ქარიმ ნასენი-ალბათ აეროპორტის ყველაზე ცნობილი მაცხოვრებელი, რომლის ისტორიაც საფუძვლად დაედო სტივენ სპილბერგის ფილმს "ტერმინალი". ირანელმა ლტოლვილმა პასპორტი დაკარგა რის გამოც 18 წელი ცხოვრობდა(1988-2006) პარიზის "შარლ-დე-გოლის" აეროპორტში.მართალია მისი პასპორტი ჯერ კიდევ 1998 წელს იპოვეს, მაგრამ მან უარი თქვა დაეტოვებინა აეროპორტი.მხოლოდ ავადმყოფობამ და იძულებითმა ჰოსპიტალიზაციამ აიძულა მაჰრამს საცხოვრებელი გამოეცვალა, თუმცა შორს არ წასულა, იქვე პარიზში დამკვიდრდა. 2)ზაჰრა კამალფარი-ისევე როგორც მაჰრამი, ზაჰრა კამალფარი ირანის რეჟიმის წინააღმდეგი იყო, რის გამოც 2004 წელს დააკავეს. ორი შვილის დედამ შეძლო და ირანის ციხიდან გაიქცა, შემდეგ კი შვილებთან ერთად გერმანიამდე მიაღწია.თუმცა ფრანკფურტში გერმანიის მთავრობამ უარი განაცხადა ლტოვილთა მიღებაზე, რადგან ისინი მოსკოვის გავლით ჩაფრინდნენ გერმანიაში. ზაჰრა შვილებთან ერთად მოსკოვში დააბრუნეს.პოლიტიკურ თავშესაფარზე უარი თქვა რუსეთმაც, ზაჰრა შვილებთან ერთად 13 თვის განმავლობაში ცხოვრობდა "შერმეტიევოს" აეროპორტში.მოსკოვმა დააპირა ლტოლვილების ირანისთვის გადაცემა, მაგრამ ზაჰრამ და მისმა ქალიშვილმა ანამ თვითმკვლელობა სცადეს. საბოლოოდ გაეროს უმაღლესი კომისარის საბჭომ მიიღო დადგენილება და 2007 წლის მარტში მათ ლტოლვილის სტატუსი მიანიჭა.ისინი ვანკუვერში(კანადა) გადასახლდნენ. 3)ჰიროში ნოხარა- აეროპორტის ყველაზე ექსტრავაგანტული მაცხოვრებლი, რომელიც თავის ნებით დასახლდა მეხიკოს "ბენიტო -ხუარესის" აეროპორტში. იაპონელ მამაკაცს ვიზაც ჰქონდა და უკან დასაბრუნებელი ბილეთიც, თუმცა აეროპორტის დატოვებაზე სასტიკი უარი განაცხადა.4 თვის განმავლობაში იგი მგზავრებისგან მიცემული მცირეოდენი თანხით ირჩენდა თავს, ხანდახან მას სწრაფი კვების რესტორნებიც უმასპინძლდებოდნენ უფასოდ. დეკემბრის თვეში ჰიროშის იაპონელი გოგონა გაესაუბრა და სთხოვა მასთან ერთად წასულიყო.ამის შემდეგ ჰიროში ნოხარა აღარავის უნახავს აეროპორტში. 4)ჰაინც მიულერი-აქ უკვე ყველაფერი სიყვარულის ბრალია, გერმანელმა ყოფილმა მფრინავმა, 46 წლის ჰაინც მიულერმა ინტერნეტით გაიცნო ბრაზილიელი გოგონა და მასთან შესახვედრად რიო-დე-ჟანეიროში გაემგზავრა, თუმცა დათქმულ პაემანზე ქალი არ გამოცხადდა. ამის შემდეგ მიულერმა გადაწყვიტა ბრაზილიაში მოგზაურობა, თუმცა მალე ფული გამოელია და დასახლდა სან-პაულუს "კამპინასის" აეროპორტში. მამაკაცი 2 კვირა ცხოვრობდა აეროპორტში, ამის შემდეგ ტერმინალის თანამშრომლებს ეჭვი გაუჩნდათ რომ იგი ფსიქიურად დაავადებული იყო.მიულერი საავადმყოფოში გადაიყვანეს.მისი შემდგომი ბედი უცნობია. 5)ფენგ ჟენგუ-ჩინელი მოქალაქე იმით გამოირჩეოდა, რომ იგი აქტიურად აკრიტიკებდა საკუთარი ქვეყნის პოლიტიკას, რის გამოც სამაგიერო მიეზღო. ჟენგუ იაპონიაში გაემგზავრა, როდესაც სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა, ჩინეთის მთავრობამ მის შეშვებაზე უარი განცხადა.7-ჯერ შეიტანა განაცხადი ჟენგუმ, თუმცა ყოველთვის უარი მიიღო. ამის შემდეგ ფენგ ჟენგუ იძულებული გახდა ტოკიოს საერთაშორისო აეროპორტში დასხლებულიყო.(2009-2010) ერთი წლის შემდეგ, როგორც იქნა მას სამშობლოში დაბრუნების ნება დართეს, თუმცა შინა პატიმრობა მიუსაჯეს. 335 7-ს მოსწონს 1-ს არა
|