ტექნოლოგიური სიახლეები ჟურნალმა "Time" -მა დაასახელა "ყველა დროის 50 საუკეთესო მოწყობილობა,რომელმაც შეცვალა მსოფლიო" 2016, 4 მაისი, 17:34 ჟურნალმა "Time"-მა გამოაქვეყნა იმ საყოფაცხოვრებო ტექნიკის სია, " რომელმაც სამუდამოდ შეცვალა მსოფლიო".აღსანიშნავია, რომ რეიტინგის შედგენის დროს არ იყო გათვალისწინებული ამა თუ იმ პროდუქტის კომერციული წარმატება, არამედ ყურადღება გამახვილებული იყო მხოლოდ მოწყობილობის რევოლუციურ მნიშვნელობა-დანიშნულებაზე.
პირველი ადგილი დაიკავა iPhone-მა "შესაძლებლობების და სილამაზის" შერწყმის გამო, თუმცა მისი მთავარი ღირსება მაინც, პოპულარობაა. მეორე ადგილზე გავიდა ტელევიზორი "Sony Trinitron", რომელიც პირველად გაყიდვაში 1968 წელს გამოჩნდა. მესამე ადგილი მიენიჭა კომპიუტერ "Apple Macintosh"-ს, რომელიც პირველად 1984 წელს დამზადდა. პირველი კი ათეული ასე გადანაწილდა: 4)Sony Walkman-მუსიკალური პლეიერი, პირველი ეგზემპლიარი დამზადდა 1979 წელს. 5)iPod-პორტატული მედია პლეიერი- გაშვებული წარმოებაში 2001 წლიდან. 6) პერსონალური კომპიუტერი IBM -5150-1981 წელი. 7)ფირსაკრავი Victrola Record Player-1901 წელი. 8)რადიომიმღები -Regency TR-1-პირველი სერიული ტრანზისტორული რადიომიმღები მსოფლიოში-1954 წლი. 9) Kodak Brownie-სერიული იაფასიანი ფოტოაპარატი.წარმოება დაიწყო 1901 წელს. 10)მასაჟორი "Magic Wand"-წარმოება დაიწყო 1968 წლიდან. 50 საუკეთესო მოწყობილობაში აგრეთვე მოხვდნენ:ელექტროციკლი Segway, 3D-პრინტერი "Makerbot Replicator-ი, Google Glass-ი, ტელეფონი Nokia 3210, მისადგმელი -Sony PlayStation, პიანინო Yamaha Clavinova Digital და სხვა. 198 6-ს მოსწონს 1-ს არა
|