x
image
პერსეპოლისი
სანქტ-პეტერბურგი - ქალაქი, რომელსაც ევროპის პირველობაზე აქვს პრეტენზია
სანქტ-პეტერბურგი მსოფლიოს ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე მილიონიანი ქალაქია, რომელიც პეტრე დიდმა, 1703 წლის 16/27 მაისს, დააარსა. ევროპის ქალაქებს შორის მოსახლეობის რაოდენობით მესამე ადგილზეა, ხოლო ქვეყანაში მეორე ადგილზე,
მოსკოვის შემდეგ. ეს ულამაზესი ქალაქი რუსეთის მნიშვნელოვანი ეკონომიკური, სამეცნიერო და კულტურული ცენტრი და მსხვილი სატრანსპორტო კვანძია. ქალაქის ისტორიული ცენტრი და მასთან დაკავშირებული ძეგლები იუნესკოს მემკვიდრეობის სიაშია შესული, რომელიც ტურისტული თვალსაზრისით, ძალიან პოპულარულია.

პეტრე დიდს გადაწყვეტილი ჰქონდა პეტერბურგი ვენეციისა და ამსტერდამის
მსგავსად აეშენებინა და მოეწყო: ქუჩების მაგივრად უნდა ყოფილიყო წყლის არხების მთელი ქსელი, რომლებშიც მოსახლეობა პატარა ნავებით უნდა გადაადგილებულიყო. საბოლოოდ მეფის ეს სურვილი შეუსრულებელი დარჩა.


სპას-ნა-კროვი

image


image
ერთ-ერთი საინტერესო ეკლესიაა მთელ რუსეთში „სპას ნა კროვი”, ანუ ტაძარი სისხლზე. ეს მეცხრამეტე საუკუნის ტაძარია; დიდი ზომისაა, მასში თავისუფლად ეტევა 1 600 კაცი. ის აგებულია იმ ადგილას, სადაც 1881 წლის 1 მარტს სასიკვდილოდ დაჭრეს მეფე ალექსანდრე მეორე – იგი ეტლში ააფეთქეს. ეკლესია ქალაქის ცენტრში დგას. მისი ნახევარი ნაწილი ხმელეთზე მდებარეობს, ნახევარი კი წყალშია.




ზამთრის სასახლეimage




აშენდა 1754-1762 წლებში, როგორც რუსეთის იმპერატორთა ზამთრის რეზიდენცია. ამჟამად სახელმწიფო ერმიტაჟის მუზეუმის დიდებულ შენობათა ჯგუფს ეკუთვნის, სადაც განლაგებულია მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი და უმნიშვნელოვანესი
ხელოვნების ნიმუშთა კოლექცია. როგორც მუზუემის ნაწილი, ზამთრის სასახლის 1057 დარბაზისა და ოთახის უმეტესობა საზოგადოებისთვის ღიაა. სამხედრო გალერეაში, გახსნილი 1836 წელს, განთავსებულია ნაპოლეონის რუსეთში შემოჭრის პერიოდის რუსეთის არმიის სამხედრო ლიდერთა 332 პორტრეტი.


image







მდინარე მოიკა - მოედინება სანქტ-პეტერბურგის ცენტრალურ ნაწილში. სათავეს იღებს მდინარე ფონტანკადან და ჩაედინება მდინარე ნევაში.
image




"ჩრდილოეთის ვენეცია" - პეტრე დიდის სურვილი, ქალაქი ყოფილიყო ვენეციისა და ამსტერდამის მსგავსი, არ გამოვიდა. თუმცა ამ ქალაქს მაინც უწოდებენ ჩრდილოეთის ვენეციას. აქ შეხვდებით 500-მდე ხიდს, საიდანაც თითოული მათგანი ინდივიდუალურია, საკუთარი ისტორიით.

image


image


image


image




წმინდა ისააკის საკათედრო ტაძარი — უდიდესი მართლმადიდებლური ტაძარი სანქტ-პეტერბურგში. მისი აგების პერიოდში წარმოადგენდა უდიდეს ქრისტიანულ ეკლესიას რუსეთში (101.5 მ. სიმაღლით). ტაძარი აგებულია ნეოკლასიკურ სტილში ბიზანტიური ჯვრის ეკლესიის ნიმუშზე და მიეძღვნა წმ. ისააკ დალმაციელს, პეტრე დიდის მფარველ წმინდანს.


image

ტაძრის მშენებლობა 40 წელს (1818-1858) გაგრძელდა მონფერანის ზედამხედველობის ქვეშ. საბჭოთა მმართველობის პერიოდში შენობა ჯერ მიტოვებული იყო, შემდეგ კი ათეიზმის მუზეუმად გადაკეთდა. მეორე მსოფლიო ომის დროს გუმბათი ნაცრისფრად შეიღება მტრის ბომბდამშენებისგან დასაცავად. ამჟამად ტაძარში ლოცვის უფლება ნებადართულია მხოლოდ მის მარცხენა კაპელაში, მთავარ ნაწილში კი დღესასწაულების დროს.



ზინგერის სახლი (წიგნების სახლი) - XX საუკუნის შუა ხანებიდან ქალაქში გამოჩნდა მოდერნიზმის სტილში გადაწყვეტილი შენობები, რომელთა შორისაა ზინგერის სახლიც.
image




წმინდა ნიკოლოზის საზღვაო ტაძარი
image
image


image





ერმიტაჟის მუზეუმი (რუს. Эрмитаж, ფრანგ. "განმარტოების ადგილი") — რუსეთის უმსხვილესი და მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კულტურის, ისტორიისა და ხელოვნების მუზეუმი. წარმოადგენს სახელმწიფო მნიშვნელობის ხელოვნებისა და კულტურის ძეგლების საცავს.

image

ეკატერინე დიდმა მუზეუმის შექმნის საქმე ევროპაში 250 ფერწერული ტილოს შესყიდვით წამოიწყო 1764 წელს. ამავე დროს რუსეთის ელჩებს უცხოეთის ქვეყნებში დაევალათ შეეძინათ საუკეთესო კოლექციები, რომელთა ყიდვაც კი შეიძლებოდა, რომელთა შორის იყო: ბრულის კოლექცია საქსონიაში, კროზატისა საფრანგეთში და ვალპოლის გალერეა ინგლისში.

ერმიტაჟის კოლექციებიდან უმნიშვნელოვანესია მიქელანჯელოს, ლეონარდოს, რუბენსის, ვან-დეიკის, რემბრანდტის, პუსენის, კლოდ ლორენის, ვატოს, ტიეპოლოს, კანალეტოს, კანოვას, როდენის, მონეს, პისაროს, რენუარის, სეზანის, ვან-გოგის, გოგენის, პიკასოსა და მატისის ნამუშევრები. თუმცა აქ სანახავი გაცილებით მეტია - მათ შორის რუსეთის იმპერიის რეგალია, ფაბერჟესსამკაულების საუცხოო კოლექცია და შთამბეჭდავი უძველესი ოქროს ნაკეთობათა ნიმუშები.

imageimage




ეკატერინეს სასახლე - რუსეთის მეფეების ბაროკოს სტილის ზაფხულის რეზიდენცია.

image

ეკატერინეს შვილის, ელისაბედის სიცოცხლის პერიოდში სასახლემ სახელი გაითქვა მისი ურცხვი ფუფუნებით. 100 კგ-ზე მეტი ოქრო იქნა გამოყენებული შენობის ფასადის ჩუქურთმების მოსავარაყებლად, სახურავზე კი უამრავი ქანდაკება დაიდგა. ერთ დროს ჭორიც გავრცელდა, რომ სახურავი მთლიანად ოქროსი იყო. სასახლის წინ ბაღი გაშენდა. მთელ კომპლექსს გარს ეტრყმის დელიკატური ჭედური რკინის გალავანი.
image


imageimageimage





დიდი პეტერგოფის სასახლე პეტერგოფში - სასახლეებისა და ბაღების კომპლექსი, რომელიც პეტრე დიდის ბრძანებით გაშენდა სანქტ-პეტერბურგიდან დასავლეთით ექვსიოდე კილომეტრში ფინეთის ყურის ნაპირას, ბალტიის ზღვასთან და მას ხშირად
"რუსულ ვერსალსაც" უწოდებენ. ამავე არემარეში არსებობს იგივე სახელწოდების
მცირე ქალაქი 82.000 მცხოვრებით. სასახლე-ბაღების ანსამბლი და ქალაქის ცენტრი იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი.
imageimage



0
997
6-ს მოსწონს
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
997
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0