x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2016 წლის ყველაზე მოდური ვარცხნილობები (+90 ფოტო)

image

image

2016 წლის მოდური ვარცხნილობის ფოტოების დათვალიერების შემდეგ, შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ წლევანდელი სეზონი უჩვეულო იქნება – ჩვეულებრივ ვარცხნილობასთან ერთად, მოდაში შემოდის დიზაინერების უჩვეულო გადაწყვეტილებები, რაც დიდი არჩევანის საშუალებას იძლევა.

წელს მოდაშია როგორც გრძელი, ისე მოკლე და ასევე, ექსტრავაგანტული ვარცხნილობა, თამამი გოგონებისთვის:

image

კასკადი

imageგრძელი თმა წარმოუდგენელია კასკადის გარეშე. ეს უნივერსალური ვარცხნილობაა, რომელიც ყველას უხდება, ამასთან, თმის სისქეს და სახის ოვალს მნიშვნელობა არა აქვს. ამ ვარცხნილობის წყალობით, თმა უფრო მოცულობითი ხდება.
კასკადის კლასიკური ვარიანტი არის სხვადასხვა სიგრძეზე შეჭრილი თმა, რომელიც ერთმანეთში ჰარმონიულად გადადის.

image

imageimageimageimageimageimageimageimageგრადუირებული ვარცხნილობა

imageთუ წინა ვარცხნილობის შემთხვევაში, სხვადასხვა სიგრძის თმა რბილი, გლუვი გადასვლებით ხასიათდებოდა, ამ შემთხვევაში, ყველაფერი სხვაგვარად არის. გრადუირებულ ვარცხნილობაში, შეჭრილი თმის სიგრძეებს შორის სხვაობა დიდია და მათ შორის გადასვლები შეუმჩნეველი არ არის, აქ საზღვრები უფრო მკვეთრი და შესამჩნევია.

image

image

image

imageimageimageკარე

imageკარეს ვარცხნილობის პოპულარობა წლიდან წლამდე იზრდება. ამ სეზონზე კარეს სხვადასხვა სახეობიდან, ერთდროულად სამი ტიპის ვარცხნილობა არის გამოყოფილი:

image

1. სახესთან დაგრძელებული — ეს ერთგვარი კომპრომისია გრძელსა და მოკლედ შეჭრილ თმას შორის. თუ მას პროფილში შეხედავთ, მახვილ კუთხეს დაინახავთ. დაგრძელებულ კარეს ასევე შეიძლება სწორი ან ირიბი «ჩოლკა» დაემატოს;

2. გრადუირებული — ეს არის საფეხურისებური ვარცხნილობა, რომელიც დამატებით მოცულობას ქმნის;

3. ულტრამოკლე – ამ შემთხვევაში, თმის მაქსიმალური სიგრძე ყურის ბიბილოებამდე არის.

image

imageimageimageimageimageბობი

image

ეს კიდევ ერთი უცვლელი ტრენდია, რომელიც მოდაში მუდმივად იქნება. სპეციალისტები ბობის რამდენიმე სახეობას გამოყოფენ:

image1. ბობი მკვეთრი დაგრძელებით;

2. ტექსტურული – თმის ბოლოებს კიბისებურად ჭრიან;

3. ასიმეტრიული – თუ ადრე ასიმეტრია კეფაზე ან წინ გრძლად დატოვებული თმა იყო, ამ სეზონზე, დანარჩენ თმასთან შედარებით, მოგრძო თმის დატოვება, ერთ-ერთი გვერდის, ცენტრალურ ნაწილში შეიძლება;

4. მოკლე და კეფაზე აპარსული – ეს იდეალური გადაწყვეტილება არის მათთვის, ვისაც მოკლედ შეჭრილი თმა მოსწონს.

image

image


imageimageimage

პიქსი

image

ვისაც მოკლე აჩეხილი თმა აქვს, მისთვის პიკსის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია. კეფაზე მოკლე და ზევით უფრო მოგრძოდ შეჭრილი თმა, მოცულობითს ხდის ვარცხნილობას.

imageimageimageimage

image

image

იროკეზი

image

ეს ტრენდი ექსტრავაგანტული ქალბატონებისთვის არის და მასში თმის გვერდებიდან აპარსვა ან მოკლედ აჩეხვა და კეფაზე და მის გაყოლებაზე თმის დატოვება იგულისხმება. ასე შეჭრილი თმის ტარება სხვადასხვანაირად შეიძლება: გვერძე გადავარცხნა, უკან შეკვრა, დახვევა და ა. შ.

image

imageimage

imageimage

image

ასიმეტრია

image

ეს ვარცხნილობა ნებისმიერი ტიპის სახეს უხდება, ზოგიერთ შემთხვევაში, ის ვიზუალურად აგრძელებს სახის მრგვალ ოვალს. უფრო გაბედული ახალგაზრდები, ცალ მხარეს საერთოდ იპარსავენ თმას, ხოლო მეორეს – იჭრიან.

image

imageimageimageimageბიჭურად

image

თანამედროვე, აქტიური ქალბატონებისთვის ყველაზე მისაღები არის «ბიჭური» ვარცხნილობა. მას ერთი უნიკალური თვისება აქვს – ის ხაზს უსვამს გოგონას მომხიბვლელობას, ხოლო ასაკოვან ქალბატონებს უფრო ახალგაზრდულ იერს აძლევს. ამასთან, მოხერხებულობის თვალსაზრისით, მან კარგა ხანია, ყველა რეკორდი მოხსნა.
imageimage

image

1
45048
14-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
45048
  
2016, 7 მაისი, 13:42
როცა თავს სრულყოფილი ფორმა აქვს და პროპორციულია პროფილი, ყველანაირი ვარცხნილობა უხდება ადამიანს ლალი
0 1 1