რჩევები 2016 წლის ყველაზე მოდური ვარცხნილობები (+90 ფოტო) 2016, 7 მაისი, 12:55 2016 წლის მოდური ვარცხნილობის ფოტოების დათვალიერების შემდეგ, შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ წლევანდელი სეზონი უჩვეულო იქნება – ჩვეულებრივ ვარცხნილობასთან ერთად, მოდაში შემოდის დიზაინერების უჩვეულო გადაწყვეტილებები, რაც დიდი არჩევანის საშუალებას იძლევა. წელს მოდაშია როგორც გრძელი, ისე მოკლე და ასევე, ექსტრავაგანტული ვარცხნილობა, თამამი გოგონებისთვის: კასკადი გრძელი თმა წარმოუდგენელია კასკადის გარეშე. ეს უნივერსალური ვარცხნილობაა, რომელიც ყველას უხდება, ამასთან, თმის სისქეს და სახის ოვალს მნიშვნელობა არა აქვს. ამ ვარცხნილობის წყალობით, თმა უფრო მოცულობითი ხდება. გრადუირებული ვარცხნილობა თუ წინა ვარცხნილობის შემთხვევაში, სხვადასხვა სიგრძის თმა რბილი, გლუვი გადასვლებით ხასიათდებოდა, ამ შემთხვევაში, ყველაფერი სხვაგვარად არის. გრადუირებულ ვარცხნილობაში, შეჭრილი თმის სიგრძეებს შორის სხვაობა დიდია და მათ შორის გადასვლები შეუმჩნეველი არ არის, აქ საზღვრები უფრო მკვეთრი და შესამჩნევია. კარე კარეს ვარცხნილობის პოპულარობა წლიდან წლამდე იზრდება. ამ სეზონზე კარეს სხვადასხვა სახეობიდან, ერთდროულად სამი ტიპის ვარცხნილობა არის გამოყოფილი: 1. სახესთან დაგრძელებული — ეს ერთგვარი კომპრომისია გრძელსა და მოკლედ შეჭრილ თმას შორის. თუ მას პროფილში შეხედავთ, მახვილ კუთხეს დაინახავთ. დაგრძელებულ კარეს ასევე შეიძლება სწორი ან ირიბი «ჩოლკა» დაემატოს; 2. გრადუირებული — ეს არის საფეხურისებური ვარცხნილობა, რომელიც დამატებით მოცულობას ქმნის; 3. ულტრამოკლე – ამ შემთხვევაში, თმის მაქსიმალური სიგრძე ყურის ბიბილოებამდე არის. ბობი ეს კიდევ ერთი უცვლელი ტრენდია, რომელიც მოდაში მუდმივად იქნება. სპეციალისტები ბობის რამდენიმე სახეობას გამოყოფენ: 1. ბობი მკვეთრი დაგრძელებით; 2. ტექსტურული – თმის ბოლოებს კიბისებურად ჭრიან; 3. ასიმეტრიული – თუ ადრე ასიმეტრია კეფაზე ან წინ გრძლად დატოვებული თმა იყო, ამ სეზონზე, დანარჩენ თმასთან შედარებით, მოგრძო თმის დატოვება, ერთ-ერთი გვერდის, ცენტრალურ ნაწილში შეიძლება; 4. მოკლე და კეფაზე აპარსული – ეს იდეალური გადაწყვეტილება არის მათთვის, ვისაც მოკლედ შეჭრილი თმა მოსწონს. პიქსი ვისაც მოკლე აჩეხილი თმა აქვს, მისთვის პიკსის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია. კეფაზე მოკლე და ზევით უფრო მოგრძოდ შეჭრილი თმა, მოცულობითს ხდის ვარცხნილობას. იროკეზი ეს ტრენდი ექსტრავაგანტული ქალბატონებისთვის არის და მასში თმის გვერდებიდან აპარსვა ან მოკლედ აჩეხვა და კეფაზე და მის გაყოლებაზე თმის დატოვება იგულისხმება. ასე შეჭრილი თმის ტარება სხვადასხვანაირად შეიძლება: გვერძე გადავარცხნა, უკან შეკვრა, დახვევა და ა. შ. ასიმეტრია ეს ვარცხნილობა ნებისმიერი ტიპის სახეს უხდება, ზოგიერთ შემთხვევაში, ის ვიზუალურად აგრძელებს სახის მრგვალ ოვალს. უფრო გაბედული ახალგაზრდები, ცალ მხარეს საერთოდ იპარსავენ თმას, ხოლო მეორეს – იჭრიან. ბიჭურად თანამედროვე, აქტიური ქალბატონებისთვის ყველაზე მისაღები არის «ბიჭური» ვარცხნილობა. მას ერთი უნიკალური თვისება აქვს – ის ხაზს უსვამს გოგონას მომხიბვლელობას, ხოლო ასაკოვან ქალბატონებს უფრო ახალგაზრდულ იერს აძლევს. ამასთან, მოხერხებულობის თვალსაზრისით, მან კარგა ხანია, ყველა რეკორდი მოხსნა. 45069 14-ს მოსწონს
|