![გოფრე - 2016 წლის მთავარი ტრენდი (შერჩევა
და მოვლა) image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201605/2016050117475773439.jpg)
გოფრე არის 2016 წლის მოდის მთავარი ტრენდი. დაგოფრილ სამოსს განსაკუთრევბული თვისება აქვს. ის ერთდროულად მტკიცე, სწორხაზოვანი და ამავე დროს, ნაზი და ჰაეროვანია. აქ წარმოგიდგენთ სრულ ინფორმაციას დაგოფრილ სამოსთან დაკავშირებით. იმას, თუ რასთან შეიძლება მისი ტარება და ასევე, გოფრეს ტიპის შერჩევის და მოვლის წესებს.
გოფრე დღეს – ყველაზე ექსტრავაგანტული და ყველაზე მოდური ტენდენცია არის მსოფლიო მოდაში, რომელიც ადგილს სამოსის ყველა მიმართულებაში პოოულობს. ეს შეიძლება იყოს ქვედა ბოლო, კაბა, შარვალი, პერანგი და აქსესუარებიც კი.
დაგოფრილი ფაქტურა ყოველთვის საზეიმოდ გამოიყურება და ამიტომ, მას ხშირად იყენებენ კოქტეილის სამოსში. ყველაზე ხშირად კი, ასეთ ტექსტურა, ქვედა ბოლოებისთვის გამოიყენება.
![გოფრე - 2016 წლის მთავარი ტრენდი (შერჩევა
და მოვლა) image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201605/2016050408292273439.jpg)
![გოფრე - 2016 წლის მთავარი ტრენდი (შერჩევა
და მოვლა) image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201605/2016050118135073439.jpg)
![გოფრე - 2016 წლის მთავარი ტრენდი (შერჩევა
და მოვლა) image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201605/2016050118150173439.jpg)
![გოფრე - 2016 წლის მთავარი ტრენდი (შერჩევა
და მოვლა) image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201605/2016050118153073439.jpg)
![გოფრე - 2016 წლის მთავარი ტრენდი (შერჩევა
და მოვლა) image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201605/2016050118155773439.jpg)
ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ გოფრეს ჩაცმის შემთხვევაში, არანაირ სირთულეს არ
წარმოადგენს, მისთვის სამოსის სხვა ელემენტების და აქსესუარების შერჩევა. გოფრეს ტექსტურა კარგად უთავსდება ნებისმიერ ქსოვილს, დაწყებული თხელი გიპიურიდან – ჯინსით და ხელით ნაქსოვით დამთავრებული, უხდება ტყავიც. დაგოფრილი კაბის ან ქვედა ბოლოს კომბინირება შეიძლება, როგორც კლასიკური, ისე სპორტული სტილის სამოსთან.
![გოფრე - 2016 წლის მთავარი ტრენდი (შერჩევა
და მოვლა) image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201605/2016050118224773439.jpg)
![გოფრე - 2016 წლის მთავარი ტრენდი (შერჩევა
და მოვლა) image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201605/2016050208080273439.jpg)
![გოფრე - 2016 წლის მთავარი ტრენდი (შერჩევა
და მოვლა) image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201605/2016050208122773439.jpg)
![გოფრე - 2016 წლის მთავარი ტრენდი (შერჩევა
და მოვლა) image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201605/2016050210331073439.jpg)
![გოფრე - 2016 წლის მთავარი ტრენდი (შერჩევა
და მოვლა) image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201605/2016050118215973439.jpg)
![გოფრე - 2016 წლის მთავარი ტრენდი (შერჩევა
და მოვლა) image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201605/2016050118272973439.jpg)
სრული დემოკრატიაა ფეხსაცმლის და ჩანთის შერჩევის კუთხითაც: გოფრესთან ნებისმიერი სტილის და სიმაღლის ფეხსაცმლის ჩაცმა შეიძლება. კედები, კლასიკური «ნავი», მაღალყელიანი ჩექმა – მას ყველაფერი ერთნაირად უხდება. რაც შეეხება ჩანთას – ის შეიძლება იყოს ნებისმიერი სტილის და ზომის: პატარა კლაჩით დაწყებული და დიდი ხელჩანთით და ზურგჩანთით დამთავრებული.
![გოფრე - 2016 წლის მთავარი ტრენდი (შერჩევა
და მოვლა) image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201605/2016050208433273439.jpg)
![გოფრე - 2016 წლის მთავარი ტრენდი (შერჩევა
და მოვლა) image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201605/2016050208262473439.jpg)
![გოფრე - 2016 წლის მთავარი ტრენდი (შერჩევა
და მოვლა) image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201605/2016050208501973439.jpg)
![გოფრე - 2016 წლის მთავარი ტრენდი (შერჩევა
და მოვლა) image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201605/2016050208385373439.jpg)
![გოფრე - 2016 წლის მთავარი ტრენდი (შერჩევა
და მოვლა) image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201605/2016050208390573439.jpg)
![გოფრე - 2016 წლის მთავარი ტრენდი (შერჩევა
და მოვლა) image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201605/2016050208392273439.jpg)
დაგოფრილი სამოსი და სამოსის ცალკეული დეტალები, მონოქრონული კომპლექტების შედგენისას, საუკეთესო ვარიანტებია. დღეს Total black (ტოტალური-შავი) – სეზონის ყველაზე მოდური ტრენდია.
![გოფრე - 2016 წლის მთავარი ტრენდი (შერჩევა
და მოვლა) image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201605/2016050213583073439.jpg)
![გოფრე - 2016 წლის მთავარი ტრენდი (შერჩევა
და მოვლა) image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201605/2016050213580773439.jpg)
დაგოფრილი შეიძლება იყოს არა მთლიანად სამოსი, არამედ მისი შემადგენელი ნაწილი – ვთქვათ, გრძელი სახელოები, ან გოფრე შეიძლება «იმალებოდეს» სწორი, შეხსნილი ქვედა ბოლოს ქვეშ.
![გოფრე - 2016 წლის მთავარი ტრენდი (შერჩევა
და მოვლა) image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201605/2016050215002473439.jpg)
![გოფრე - 2016 წლის მთავარი ტრენდი (შერჩევა
და მოვლა) image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201605/2016050215000873439.jpg)
დაგოფრილი ფაქტურა – ყოველთვის მოცულობას მატებს ქალის ფიგურას. მაგრამ, მეორეს მხრივ, დადებითი მომენტიც აქვს – გოფრეს ნაკეცები ვერტიკალურ გრაფიკას ქმნის, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გამოყენება სხეულის ვიზუალური კორექციისთვის არის შესაძლებელი.
![გოფრე - 2016 წლის მთავარი ტრენდი (შერჩევა
და მოვლა) image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201605/2016050211024273439.jpg)
![გოფრე - 2016 წლის მთავარი ტრენდი (შერჩევა
და მოვლა) image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201605/2016050210473673439.jpg)
![გოფრე - 2016 წლის მთავარი ტრენდი (შერჩევა
და მოვლა) image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201605/2016050211030573439.jpg)
დაგოფრილი სამოსის შერჩევის დროს, აუცილებელია ნაკეცების ზომის გათვალისწინება. გამხდარი ქალბატონებისთვის ყველა ზომის გოფრეს ტარება შეიძლება. თუ ქალს სხეულის მკვრივი აღნაგობა აქვს, მისთვის რეკომენდირებულია გოფრე 3 სმ-იანი ან უფრო განიერი ნაკეცებით.
![გოფრე - 2016 წლის მთავარი ტრენდი (შერჩევა
და მოვლა) image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201605/2016050211020273439.jpg)
დაგოფრილი ნივთები, მყიფე და «მსხვრევადია». ამიტომ, მოვლის დროს, სათუთ მოპყრობას მოითხოვს. საერთოდ, მისი მოწესრიგების საუკეთესო ვარიანტი, ქიმწმენდაში ჩაბარება არის, მაგრამ თუ გარკვეული მიზეზების გამო, ეს ვერ ხერხდება, მაშინ საქმეში უკვე საშინაო ხრიკები ერთვება. გარეცხვის წინ, ნაკეცები ძაფით უნდა დააფიქსიროთ. ნემსი და ძაფი რაც შეიძლება წვრილი უნდა იყოს, რომ ქსოვილის ფაქტურა არ დააზიანოს. ამის შემდეგ, ის სპეციალურ სარეცხ ტომარაში უნდა მოათავსოთ ან მჭიდროდ ჩადოთ ქალის წინდაში. რეცხვის დროს, საჭიროა თხევადი სარეცხი საშუალების გამოყენება და სარეცხ მანქანაზე «დელიკატური» რეჟიმის დაფიქსირება.