საბუნებისმეტყველო რუსების გამოგონილმა ლაზერმა შესაძლოა მსოფლიო შიმშილისგან იხსნას 2016, 30 აპრილი, 13:03 ლაზერი, რომელმაც შესაძლოა მსოფლიო შიმშილისგან იხსნას მიჩურინის აგრარული უნივერსიტეტის სპეციალისტებმა დაამზადეს.დანადგარი მცენარის ზრდას ორჯერ უფრო აჩქარებს და ამასთანავე ზრდის მოსავლიანობას, იუწყება Daily Mail-ი.
მსოფლიოში ტრადიციულად კულტურული მცენარეების მოყვანისთვის იყენებენ ქიმურ სასუქს, რომელიც ხშირ შემთხვევაში არაა სასარგებლო და უსაფრთხო ადამიანის ჯანმრთელობისათვის. ლაზერი, რომელიც ტამბოველმა სპეციალისტებმა დაამზადეს არის გარღვევა სოფლის მეურნეობის მეცნიერულ კვლევებში.მისგან შეგვიძლია მივიღოთ ეკოლოგიურად სუფთა ხილი და ბოსტნეული. მეცნიერების განცხადებით, ლაზერის სხივი ზრდის მცენარეთა უჯრედებში ბუნებრივი ნაკადის სიჩქარეს . ამასთანავე თესლი უფრო სწრაფად ღვივდება, ნაყოფი უკეთესად იკრებს წონას, ამასთანავე მოსავალი უფრო დიდხანს ინახება და იშვიათად ავადდება. უკვე შეიქმნა რამდენიმე ლაზერული დანადგარი, რომლებსაც სხვადასხვა ფუნქცია აკისრიათ.მათ შორის მოწყობილობა, რომელსაც შეუძლია მომწიფებული ნაყოფის სკანირება, ფოთლების მდგომარეობის ანალიზი და კოლბაში მოთავსებული მცენარის მდგომარეობის კვლევა. უნივერსიტეტში განაცხადეს, რომ დანადგარი არც ისე ძვირია და თავის თავს ორიოდე თვეში ამოიღებს.ლაზერის სინათლის ველის გამოყენება ყოველდღიურად იქნება საჭირო, ამიტომ გამოიყენებენ რობოტებს. ლაზერით "შეიარაღებული"რობოტის პირველი გამოცდა უნივერსიტეტის სასათბურე მეურნეობაში ჩატარდა.რობოტი-დანადგარი გასწვრივ მიჰყვებოდა კვლებს და შემდეგ თავიდან ახალ კვალს უდგებოდა. ლაბორატორიამ უკვე რამდენიმე ლაზერული დანადგარის შეკვეთა მიიღო. 1332 7-ს მოსწონს 1-ს არა
|