სალათები გრილზე შემწვარი ბატკნისა და ბოსტნეულის სალათა 2016, 29 აპრილი, 18:55 რეცეპტი: 1 კონა სატაცური
150 გრამი ბარდა 150 გრამი ცერცვის მარცვლები 90 მლ ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთი 1 ს.კ. ხმელი ქინძი 2 ს.კ. წითელი ღვინის ძმარი - 3 საშუალო პამიდორი - მარილი - შავი პილპილი - ერთი მუჭა ტარხუნის ფოთოლი - 1 მუჭა პიტნა - 6 ბატკნის დაბეგვილი ნაჭერი. ტაფაში აადუღეთ წყალი, ჩაყარეთ მარილი და მოხარშეთ სატაცური, ბარდა და ცერცვის მარცვლები, გადაიტანეთ საწურზე და შეანჯღრიეთ რომ შეშრეს. მოათავსეთ ჯამში, გააცხელეთ ზეთი და ქინძის თესლი 2 წუთით მოშუშეთ, მოასხით ბოსტნეულს ძმარი, გაჭრილი პამიდვრები, ბაღის თათაბო და პიტნა. კარგად შეურიეთ. გრილის ტაფა წინასწარ გააცხელეთ და შეწვით ბატკნის ხორცი. ბატკნის ხორცი და ბოსტნეული თეფშებზე გაანაწილეთ. 44 1-ს მოსწონს
|