x
image
alex999
10 ყველაზე სამარცხვინო პოლიტიკური სექს-სკანდალი აშშ-ის ისტორიაში (+ ვიდეო)

პოლიტიკოსები შეცდომებს უშვებენ, რომლებსაც საზოგადოება იშვიათად თუ პატიობს. წარმოგიდგენთ 10 ყველაზე ცნობილ პოლიტიკურ სექს-სკანდალს (Top 10 Infamous Political Sex Scandals in the USA), რომელიც პოპულარულმა ვიდეოპორტალმა WatchMojo.com-მა შეადგინა.


10. მსახიობი და პოლიტიკოსი არნოლდ შვარცენეგერი - მან მეუღლეს მოსამსახურესთან უღალატა, რომელმაც შვილიც კი გაუჩინა.


image



9. მარკ სენფორდი, სამხრეთ კალიფორნიის გუბერნატორი - მარკ სენფორდი ყველასთვის მოულოდნელად გაუჩინარდა. არანაირი ინფორმაცია არ იყო მის შესახებ ერთი კვირის განმავლობაში...მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ სენფორდი იმყოფებოდა არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში, სადაც ერთკვირიანი რომანი ჰქონდა არგენტინელ ჟურნალისტთან.


image



8. ლერი კრეიგი, სენატორი - ის ცნობილი იყო, როგორც ანტი-გეი აქტივისტი, თუმცა საპირფარეშოში სწორედ მამაკაცთან ერთად გამოიჭირეს.


image



7. ძმები კენედები - გავრცელებული ჭორების თანახმად, ჯონ კენედის ფარული ურთიერთობა ჰქონდა 50-60 -იან წლების სექსიმბოლოსთან, მერილინ მონროსთან ჯონის გარდაცვალების შემდეგ, ბობმა ურთიერთობა გარდაცვლილი ძმის ცოლთან, ჯეკისთან დაიწყო.


image



6. გერი კონდიტი, ყოფილი პოლიტიკოსი და დემოკრატიული პარტიის წევრი - როდესაც სტაჟიორი შანდრა ლივი გაუჩინარდა, გერის და მისმა ურთიერთობამ საერთაშორისო ყურადღება მიიქცია. იყო ეჭვები, რომ გერის წვლილი მიუძღვოდა მის გაუჩინარებაში, მაგრამ შანდრას მკვლელი მოგვიანებით დააკავეს.


image



5. გერი ჰარტი, სენატორი - "დემოკრატების პარტიის" ლიდერი საპრეზიდენტო არჩევნებში, პრეზიდენტობისთვის იბრძოდა. როდესაც, გამოაშკარავდა, რომ მას ჰყავდა ახალგაზრდა საყვარელი, მის კანდიდატურას წერტილი დაესვა.


image



4. ელიოტ სპიტცერი, ნიუ-იორკის გუბერნატორი - ელიოტი ესკორტის სააგენტოს მუდმივი კლიენტი იყო და როგორც გაირკვა, მან ამ მომსახურებაში 80 000 დოლარი დახარჯა.


image



3. ენტონი ვინერი, კონგრესმენი - კონგრესმენი ნამდვილი სექს-მანიაკი იყო. ხშირად ჰქონდა ვირტუალური სექსი სოციალურ ქსელში...პარტნიორებს უგზავნიდა ინტიმურ ფოტოებს, რომელიც მოგვიანებით ინტერნეტ-სივრცეში გამოქვეყნდა.


image



2. ჯონ ედვარდსი, სენატორი - როგორც აღმოჩნდა, ედვარდსმა საყვარელთან შვილი გააჩინა მაშინ, როდესაც მისი ცოლი სიმსივნისგან იღუპებოდა.


image



1. ბილ კლინტონი, პრეზიდენტი - აშშ-ს სამარცხვინო პოლიტიკური სექს-სკანდალების ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო და დასამახსოვრებელი იყო ბილ კლინტონის და მონიკა ლევინსკის სექსუალური სკანდალი.






ნახეთ ექკლუზივი ვიდეო




სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი

0
6748
13-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
6748
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0