x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
გარდაიცვალა ახალგაზრდა პოეტი ირაკლი ჭინჭარაული

imageხანგრძლივი კომატოზური მდგომარეობის შემდეგ .24 წლის ასაკში გარდაიცვალა ახალგაზრდა პოეტი ირაკლი ჭინჭარაული.


ახალგაზრდა პოეტი 2015 წლის 9 ნოემბერს ავტოავარიაში მოყვა, რის შედეგადაც
ქალა-ტვინის უმძიმესი დაზიანება მიიღო და გარდაცვალებამდე კომატოზურ
მდგომარეობაში იმყოფებოდა.
image

ირაკლი ჭინჭარაულის ლექსების კრებულის – „ფიქრი ნაომარის” წარდგენა სიკვდილამდე ერთი დღით ადრე, 26 აპრილს „ბიბლუსი-გალერეაში“ გაიმართა. სამწუხაროდ, თავისი პირველი წიგნის პრეზენტაციას თავად პოეტი ვეღარ მოესწრო.


image




"შენ დამიბერდი, მუხლიც დაბერდა,

ვეღარ იტყუებ თავს, რომ „იცხოვრებ”.

ეხლა ვდგავარ და გადასახედთან

შენი ცხოვრებით გზას მე ვისწორებ.



ეხლა ვდგავარ და ვენდობი მიწას,

გინდ უცოდველი გულივით გასკდეს,

ვერ დაგაკრავენ კუბოზე ფიცარს,

ვერ გადაგწევენ უბრალოდ განზე!

რადგან წუხილი ასე დიდია..

საოცარია მართლაც აღდგომა.

შენი დაცემის მეშვიდე წამზე,

ჩვენ ვიზეიმეთ შობის დადგომა.

დაგემსგავსება ხვალე აისი,

ან სამწუხარო მოლოდინია.

არ შემეკითხო „განა რაიცი”,

რომ „სამოთხეში აღარ მიდიან”.



ვერ გადარია ამოღროფებამ

ჩვილი ბავშვივით ნისლებს, რომ ბადებს.

ხვალ დედამიწა ფულივით დაგვთვლის

და მილიონებს იღბალზე დადებს."

0
642
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
642
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0