სხვა როგორ დავრგათ და გავზარდოთ ბონსაი - დეტალური ინფორმაცია 2016, 4 მაისი, 10:44 ბონსაის ხის გაზრდის ხელოვნება ათასწლეუზე მეტს მოითვლის. მართალია, ის ჩვეულებრივ იაპონიასთან ასოცირდება, მისი მოშენება სინამდვილეში ჩინეთში დაიწყო. იაპონურიდან ბონსაი ითარგმნება, როგორც "ხე თასში." წარსულში ის არისტოკრატების, სასულიერო და მაღალი თანამდებობის პირების თავშესაქცევ საქმიანობას წარმოადგენდა. დაახლოებით მე-17 საუკუნიდან კი დაბალი ფენის წარმომადგენლებმაც გაიზიარეს ბონსაის შექმნის ხელოვნება. მას შემდეგ რაც იაპონიამ 1868 წელს სამ საუკუნოვანი იზოლაცია დაასრულა გარე სამყაროსთან, ბონსაი გაიცნეს დასავლურმა ქვეყნებმაც და მას ისე აფასებდნენ, როგორც ხელოვნებას. ეწყობოდა ბონსაის გამოფენები, მისი გაზრდის ტექნოლოგიებზე სასწავლო სახელმძღვანელოები ქვეყნდებოდა. დღეს, მართალია, ბონსაი იაპონური კულტურისა და ტრადიციების მნიშვნელოვან ნაწილად ითვლება, მისი მოყვანა ასევე პოპულარულ ჰობის წარმოადგენს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. თუ თავადაც დაინტერესდით, სტატიაში წარმოგიდგენთ მისი დარგვისა და მოვლის რჩევებს ილუსტრაციებით. ამასთან, შემოგთავაზებთ 100 უმშვენიერეს ბონსაის ხეს, რაც ნამდვილად დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს თქვენზე. ბონსაის გაკეთება რთულ და ხანგრძლივ პროცესს წარმოადგენს, თუმცა, იმავდროულად სახალისო საქმიანობაცაა. ახლა განვიხილოთ მისი ზრდის და მოვლის ეტაპები. ხის შერჩევა და მომზადება თავდაპირველად შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი მცენარე, უმჯობესია ახალგაზრდა იყოს, რომელიც თავიდანვე კონტეინერში იყო მოთავსებული და უკვე შეგუებულია მსგავს გარემოს. ასევე შეიძლება სპეციალურად დავთესოთ, მაგრამ ამას დიდი დრო დასჭირდება. ახალგაზრდა მცენარეს დაუმოკლეთ ფესვები და გადაიტანეთ ბრტყელ თასში, რომელიც ძალიან უბრალო უნდა იყოს. მცენარის ზედა ნაწილის გადაჭრა
გაზაფხულზე გადაჭერით მცენარე ყლორტებთან ერთად. ამის შემდეგ მცენარის ღერო გამსხვილებას დაიწყებს, სიმაღლე კი პატარა დარჩება. ტოტებისა და ფესვების რეგულარული გადაჭრა
სქელი ტოტები კი განსაკუთრებული სიფრთხილით გადაჭერით. ამისთვის უნდა შეიძინოთ სპეციალური სეკატორი შეზნექილი პირით, ის აუცილებლად ბასრი უნდა იყოს. ასეთი სეკატორით გადაჭრა მცენარეს მინიმალურ ზიანს აყენებს. გადაჭრილი ადგილები მალევე შუშდება. ყოველ წელს მომავალი ბონსაი ქოთნიდან უნდა ამოიღოთ და ფესვები მოაჭრათ.
პატარა ყლორტები ხის წვეროსთვის
ამ მომენტიდან ბონსაის ზედა ნაწილზე იწყებთ ზრუნვას. ბონსაის ძირითადი ტოტები
უნდა დაიცადოთ სანამ ტოტები გაიზრდება. შემდეგ მხოლოდ რამდენიმე დატოვეთ, დანარჩენი კი მოჭერით. როგორ მივცეთ ბონსაის ტოტებს ფორმა
მავთული ფრთხილად დაახვიეთ ტოტებს, მიეცით საჭირო მიმართულება. მოპირდაპირედ განლაგებული ტოტებისთვის გამოიყენეთ ერთი მთლიანი მავთული. ტოტებს წვერები მოაჭერით ყლორტები უკეთ რომ გამოიტანოს. ტოტების რეგულარულ გადაჭრა ფორმის მისაცემად
ბონსაის გადარგვა დეკორატიულ ქოთანში როდესაც ბონსაი მზად იქნება, შესაფერისი ქოთანი შეურჩიეთ მცენარის სტილის და ფორმის გათვალისწინებით. გადარგვის შემდეგ თქვენი ბონსაი ჩათვალეთ, რომ მზადაა. შემდგომში რეგულარულად დაჭირდება ტოტების გასხვლა ფორმის მისაცემად. 1. 2. 3. 4. 5. 6. 7. 8. 9. 10. 11. 12. 13. 14. 15. 16. 17. 18. 19. 20. 21. 22. 23. 24. 25. 26. 27. 28. 29. 30. 31. 32. 33. 34. 35. 36. 37. 38. 39. 40. 41. 42. 43. 44. 45. 46. 47. 48. 49. 50. 51. 52. 53. 54. 55. 56. 57. 58. 59. 60. 61. 62. 63. 64. 65. 66. 67. 68. 69. 70. 71. 72. 73. 74. 75. 76. 77. 78. 79. 80. 81. 82. 83. 84. 85. 86. 87. 88. 89. 90. 91. 92. 93. 94. 95. 96. 97. 98. 99. 100. 6041 13-ს მოსწონს 1-ს არა
|