x
მეტი
  • 05.12.2021
  • სტატია:115404
  • ვიდეო:352810
  • სურათი:489349
როგორ დავრგათ და გავზარდოთ ბონსაი - დეტალური ინფორმაცია
image



image


ბონსაის ხის გაზრდის ხელოვნება ათასწლეუზე მეტს მოითვლის. მართალია, ის ჩვეულებრივ იაპონიასთან ასოცირდება, მისი მოშენება სინამდვილეში ჩინეთში დაიწყო. იაპონურიდან ბონსაი ითარგმნება, როგორც "ხე თასში." წარსულში ის არისტოკრატების, სასულიერო და მაღალი თანამდებობის პირების თავშესაქცევ საქმიანობას წარმოადგენდა. დაახლოებით მე-17 საუკუნიდან კი დაბალი ფენის წარმომადგენლებმაც გაიზიარეს ბონსაის შექმნის ხელოვნება. მას შემდეგ რაც იაპონიამ 1868 წელს სამ საუკუნოვანი იზოლაცია დაასრულა გარე სამყაროსთან, ბონსაი გაიცნეს დასავლურმა ქვეყნებმაც და მას ისე აფასებდნენ, როგორც ხელოვნებას. ეწყობოდა ბონსაის გამოფენები, მისი გაზრდის ტექნოლოგიებზე სასწავლო სახელმძღვანელოები ქვეყნდებოდა.

დღეს, მართალია, ბონსაი იაპონური კულტურისა და ტრადიციების მნიშვნელოვან ნაწილად ითვლება, მისი მოყვანა ასევე პოპულარულ ჰობის წარმოადგენს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. თუ თავადაც დაინტერესდით, სტატიაში წარმოგიდგენთ მისი დარგვისა და მოვლის რჩევებს ილუსტრაციებით. ამასთან, შემოგთავაზებთ 100 უმშვენიერეს ბონსაის ხეს, რაც ნამდვილად დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს თქვენზე.


image



ბონსაის გაკეთება რთულ და ხანგრძლივ პროცესს წარმოადგენს, თუმცა, იმავდროულად

სახალისო საქმიანობაცაა. ახლა განვიხილოთ მისი ზრდის და მოვლის ეტაპები.


ხის შერჩევა და მომზადება


თავდაპირველად შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი მცენარე, უმჯობესია ახალგაზრდა იყოს, რომელიც თავიდანვე კონტეინერში იყო მოთავსებული და უკვე შეგუებულია მსგავს გარემოს.

ასევე შეიძლება სპეციალურად დავთესოთ, მაგრამ ამას დიდი დრო დასჭირდება. ახალგაზრდა მცენარეს დაუმოკლეთ ფესვები და გადაიტანეთ ბრტყელ თასში, რომელიც ძალიან უბრალო უნდა იყოს.

image

მცენარის ზედა ნაწილის გადაჭრა

გაზაფხულზე გადაჭერით მცენარე ყლორტებთან ერთად. ამის შემდეგ მცენარის ღერო გამსხვილებას დაიწყებს, სიმაღლე კი პატარა დარჩება.



image

ტოტებისა და ფესვების რეგულარული გადაჭრა


შემდგომი თვეებისა და წლების მანძილზე ტოტებისა და ფესვების გადაჭრა ბევრჯერ გაიმეორეთ.

სქელი ტოტები კი განსაკუთრებული სიფრთხილით გადაჭერით. ამისთვის უნდა შეიძინოთ სპეციალური სეკატორი შეზნექილი პირით, ის აუცილებლად ბასრი უნდა იყოს. ასეთი სეკატორით გადაჭრა მცენარეს მინიმალურ ზიანს აყენებს. გადაჭრილი ადგილები მალევე შუშდება.

ყოველ წელს მომავალი ბონსაი ქოთნიდან უნდა ამოიღოთ და ფესვები მოაჭრათ.

image

პატარა ყლორტები ხის წვეროსთვის


როდესაც საჭირო სისქის ხის ღერო ჩამოყალიბდება, ხეზე რამდენიმე ყლორტი დატოვეთ ტოტებისთვის.

ამ მომენტიდან ბონსაის ზედა ნაწილზე იწყებთ ზრუნვას.

image

ბონსაის ძირითადი ტოტები

უნდა დაიცადოთ სანამ ტოტები გაიზრდება. შემდეგ მხოლოდ რამდენიმე დატოვეთ, დანარჩენი კი მოჭერით.


image

როგორ მივცეთ ბონსაის ტოტებს ფორმა


ფორმის მისაცემად გამოიყენეთ მავთული – ალუმინის ან სპილენძის. მავთულისა და ტოტების სისქე დაახლოებით ერთნაირი უნდა იყოს.

მავთული ფრთხილად დაახვიეთ ტოტებს, მიეცით საჭირო მიმართულება.

მოპირდაპირედ განლაგებული ტოტებისთვის გამოიყენეთ ერთი მთლიანი მავთული. ტოტებს წვერები მოაჭერით ყლორტები უკეთ რომ გამოიტანოს.

image

ტოტების რეგულარულ გადაჭრა ფორმის მისაცემად


შემდეგ ყველაზე საინტერესო პროცესი იწყება. ბონსაი მუდმივად გაიზრდება იმ მიმართულებით, რომელსაც მას მავთული აძლევს. დროდადრო გაასწორეთ მავთული იმის მიხედვით თუ ხე როგორ იზრდება. რეგულარულად მოაჭერით ახალად გამოსული ყლორტები, უფრო ხშირი რომ გახდეს და კომპაქტური დარჩეს.

image

ბონსაის გადარგვა დეკორატიულ ქოთანში


როდესაც ბონსაი მზად იქნება, შესაფერისი ქოთანი შეურჩიეთ მცენარის სტილის და ფორმის გათვალისწინებით.

გადარგვის შემდეგ თქვენი ბონსაი ჩათვალეთ, რომ მზადაა. შემდგომში რეგულარულად დაჭირდება ტოტების გასხვლა ფორმის მისაცემად.

image


1.

image2.

image

3.

image

4.

image

5.

image

6.

image

7.

image

8.

image9.

image

10.

image

11.

image

12.

image

13.

image

14.

image

15.

image

16.

image

17.

image

18.

image

19.

image

20.

image

21.

image

22.

image

23.

image

24.

image

25.

image

26.

image

27.

image

28.

image

29.

image

30.

image

31.

image

32.

image

33.

image

34.

image

35.

image

36.

image

37.

image

38.

image

39.

image

40.

image

41.

image

42.

image

43.

image

44.

image

45.

image

46.

image

47.

image

48.

image

49.

image

50.

image

51.

image

52.

image

53.

image

54.

image

55.

image

56.

image

57.

image

58.

image

59.

image

60.

image

61.

image

62.

image

63.

image

64.

image

65.

image

66.

image

67.

image

68.

image

69.

image

70.

image

71.

image

72.

image

73.

image

74.

image

75.

image

76.

image

77.

image

78.

image79.

image

80.

image

81.

image

82.

image

83.

image

84.

image

85.

image

86.

image

87.

image

88.

image

89.

image

90.

image

91.

image

92.

image

93.

image

94.image

95.

image

96.

image97.

image

98.

image

99.

image

100.

image



11
5784
13-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:Lerato
Lerato
Mediator image
5784
  
2018, 21 მარტი, 23:01
28 ძალიან მაგარია
2018, 8 თებერვალი, 21:39
სად ვიყიდო გთხოვთ მითხარით
2017, 26 თებერვალი, 21:18
მე ყურძენი მომეწონა ძალიან
2017, 26 თებერვალი, 21:17
მე ვაპირებ ბროწულის ნერგის ყიდვას და ოთახში რომ ვამყოფო შეიძლება?
2016, 27 აგვისტო, 13:12
ვაიმეეეე,რა საოცარი ცდუნებააა, უნდა გავაკეთო მეც , ვიცი არ გამომივა, მაგრამ მაინც ვცდი
2016, 13 მაისი, 22:35
მე ბროწეული გავაკეთე და ჯერჯერობით კარგად მიდის. ორი პაწაწუნა ყვავილიც აქვს უკვე.
2016, 5 მაისი, 13:26
უმაგრესია
2016, 4 მაისი, 17:19
ყველა ძალიან ლამაზია, მაგრამ 28-ე ყველაზე მეტად მომეწონა.
საოცრებაა... თუმცა მეცოდება მავთულებით დაჭიმული ხეები, რომლებიც არ უნდა გაიზარდონ სიმაღლეში
2016, 4 მაისი, 12:59
ნამდვილად... როგორ შეიძლება არ მოგწონდეს ეს სილამაზე
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10