x
image
ლაშა94
ახალი „რჩეულები“

imageრუნები ან რუნული წარწერები — ძველი გერმანელების დამწერლობა, გამოიყენებოდა I—II საუკუნეებიდან XII საუკუნემდე თანამედროვე დანიის, შვედეთისა და ნორვეგიის ტერიტორიაზე, X—XIII საუკუნეებში ისლანდიასა და გრენლანდიაში, ხოლო შვედეთის პროვინცია დალარნაში XIX საუკუნემდე. რუნებს აქვთ სპეციფიკურად კუთხოვანი ფორმა, რომელიც მორგებულია ეპიგრაფიკას. ზოგიერთი სპეციალისტი რუნებს ჩრდილოიტალიური ანბანის მოდიფიკაციად მიიჩნევს. ცნობილია რუნებით შესრულებული წარწერები ქვაზე, ლითონზე, ხეზე; მოგვიანებით სასულიერო და საერო ტექსტები — ქაღალდზე.
ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში ქრისტიანობის მიღების შემდეგ რუნები, როგორც დამწერლობა, შეავიწროვა ლათინურმა. თვითონ ტერმინს „რუნები“ აქვს კავშირი ძველგერმანულ ფუძე run-თან („საიდუმლო“). სულ ცნობილია 5000-მდე რუნული წარწერა, მათი უმეტესი ნაწილი ნაპოვნია შვედეთში. გარდა ამისა, შუა საუკუნეების ევროპაში არსებობდა რუნული კალენდრები.
ძველი თურქების
ანბანი, რომელსაც მსგავსი კუთხური ფორმა აქვს, ასევე იწოდება რუნებად.
ხშირად ამ სახელით მოიხსენიებენ სხვა დამწერლობით სისტემებს, მაგალითად, ძველი სლავების ჰიპოთეტურ ანბანს (რომლის არსებობის რეალური მტკიცებულებები არ არსებობს).

რუნულ ქვებზე გვხვდება სხვადასხვა სიმბოლოები: სვასტიკის ფორმები, ოთხსეგმენტიანი სიმბოლოები, ტრიქუეტრები, ტრისკელიონები, პენტაგრამები, სპირალები. გაცილებით უფრო მრავალფეროვანი იყო სიმბოლოები ბრაქტეატებზე: მათზე გვხვდებოდა ორნამენტები სამი ან უფრო მეტი წერტილისგან, სამკუთხედები, წრეები, T-სებური, S-ისებური, I-სებური სიმბოლობები, ზიგზაგები.

0
44
4-ს მოსწონს
ავტორი:ლაშა94
ლაშა94
44
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0