სისხლის სამართალი მასობრივი მკვლელობის ახალი დეტალები- სავარაუდო მოტივი, შურისძიება! 2016, 24 აპრილი, 22:29 პოლიციელის ოჯახზე თავდასხმა მოხდა მაშინ, როცა ყველას ეძინა. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ გამომძიებლები დანაშაულის ადგილის შესწავლის შემდეგ- მოგვითხრობს რაიონული საგამომძიებლო კომისიის წარმომადგენელი, ვლადიმერ მარკინი.
მლადიმირ მარკინი: " შემთხვევის ადგილის სურათიდან გამომდინარე, გამოძიებამ დაასკვნა, რომ თავდასხმა მოხდა მაშინ, როცა ოჯახს ეძინა. ყველა დაღუპული იმყოფებოდა თავის საწოლში." ძალადობის ყველა მსხვერპლი დაიღუპა ბლაგვი საგნის დარტყმით. გამომძიებლები ამოწმებენ დანაშაულის ყველა შესაძლო მოტივს და ვერსიას. დღეს, 24 აპრილს სამარის ოლქის სიზრანის რაიონის სოფელ ივაშოვკაში ერთ -ერთ სახლში ნაპოვნი იქნა სიზრანსკის რაიონის პოლიციის ყოფილი უფროსი, პოლკოვნიკი ანდრეი გოშტი და მისი ოჯახის 5 წევრი: მამა, დედა, ძმა ცოლთან ერთად და მათი შვილი. ცოცხალი გადარჩა მხოლოდ 7 წლის გოგონა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს მძიმე მდგომარეობაში. ბავშვი კომაშია. რეზონანსულ დანაშაულზე მიმდინარეობს გამოძიება მუხლით " ორი ან მეტი პირის მკვლელობა" და " მკვლელობის მცდელობისთვის". 476 11-ს მოსწონს
|