სისხლის სამართალი მასობრივი მკვლელობა სამარის ოლქში 2016, 24 აპრილი, 17:36 სამარის ოლქის სიზრანის რაიონის სოფელ ივაშევკაში ერთ-ერთ სახლში დღეს დილით აღმოაჩინეს 6 მიცვალებული: სამი მამაკაცი და სამი ქალი ძალადობრივი სიკვდილის ნიშნებით. დაღუპულებს შორის არის სამარის ოლქის ГУВД-ს შტაბის უფროსის მოადგილე ანდრეი გოშტი და მისი ნათესავები. შემთხვევის ადგილიდან საავადმყოფოში უმძიმეს მდგომარეობაში გადაიყვანეს 2009 წელს დაბადებული გოგონა. რაიონული სამედიცინო ცენტრის ინფორმაციით, ბავშვი კომაშია. მას აქვს ქალის ფუძის მოტეხილობა, ტვინის შერყევა, მუცლის ღრუს დაზიანებები. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. პოლკოვნიკ ანდრეი გოშტთან რა ნათესაური კავშირი აქვს გოგონას, ჯერ არაა ცნობილი. მიმდინარეობს გამოძიება. 237 12-ს მოსწონს
|