რელიგია ცნობილი დასავლელი ვარსკვლავები,რომლებიც მართლმადიდებლები არიან 2016, 24 აპრილი, 14:06 მიუხედავად იმისა, რომ ქრისტეს მიმდევართა შორის მსოფლიო მასშტაბით მართლმადიდებლები რიცხობრივად მხოლოდ კათოლიკეებს ჩამორჩებიან, მათი ხვედრითი წილი მაინც ძალიან მცირეა იმ ქვეყნებში სადაც სხვა აღმსარებლობას ანიჭებენ უპირატესობას.მაგალითად აშშ-ში მართლმადიდებლებს რაოდენობით უკანასკნელი ადგილი უკავიათ იეჰოვას მოწმეებთან ერთად.(პროტესტანტები-23, 9 %, კათოლიკეები-2, 1 %, მორმონები-1, 7 %, ორმოცდათიანელები-1, 5, მარლმადიდებლებლები-0, 3%, იეჰოველები-0, 3%).
მოდით გავეცნოთ იმ ზოგიერთ ვარსკვლავებს, რომლებიც მართლმადიდებლობას მისდევენ. 1)ბობ მარლი-რეგეის მეფე მონათლული იყო ეთიოპიის მონოფიზიტურ მართლმადიდებლურ ეკლესიაში. 2)დევიდ გაანი, -«Depeche Mode»-ის ლიდერმა ცოლადაც მართლმადიდებელი მოიყვანა. 3)მიურეი აბრაჰაამსი-მსახიობი, რომელსაც მაყურებელი პირველ რიგში ფილმი "ამადეუსიდან" იცნობს. 4)ნაომი კემპბელი-აფრიკული წარმოშობის ბრიტანელი სუპერმოდელი და მსახიობი 2008 წლიდან მართლმადიდებელი გახდა. 5)ტომ ჰენკსი-დაბადებული კათოლიკედ, თუმცა ცოლის, რიტ უილსონის ზეგავლენით, რომელსაც მამა ბულგარელი ჰყავდა და დედა ბერძენი მართლმადიდებლურად მოინათლა. 7)ჯენიფერ ენისტონი-ჰოლივუდის ვარსკვლავის მართლმადიდებლური აღსარება გასაკვირი არცაა, მას ხომ ბერძნული ფესვები აქვს. 8) მილა იოვოვიჩი-უცნაური განცხადება გააკეთა სარწმუნოებასთან დაკავშირებით რუსულ-ჩერნოგორიული წარმოშობის მსახიობმა."მართალია მე დაბადებიდან მართლმადიდებელი ქრისიტანი ვარ, თუმცა შევდივარ ყველა ეკლესიაში სადაც თბილად მიღებენ." 9)ნატალია ვუდი-ჰოლივუდის მსახიობი, სამგზის ოსკაროსანი რუსი ემიგრანტის ქალიშვილია, ასე რომ მისი აღმსარებლობა ბუნებრივია. 10)ემირ კუსტირიცა-ცნობილი სერბი კინორეჟისორი მუსულმანი იყო, თუმცა 2005 წელს მართლმადიდებლობა მიიღო. 754 6-ს მოსწონს
|