x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134536
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
პირდაპირ თვითმფრინავში: სხვადასხვა ავიაკომპანიის უცნაური მომსახურება

მზარდი კონკურენციის პირობებში, ბევრი ავიაკომპანია, კლიენტების მიზიდვის მიზნით, მგზავრებს ახალ-ახალ მომსახურებას სთავაზობს, რომლებიც სამოქალაქო ავიაციაში, ნამდვილად სიახლეს წარმოადგენს.

გთავაზობთ ინფორმაციას, მსოფლიოს სხვადასხვა ავიაკომპანიის, სრულიად უნიკალური, მომსახურების შესახებ:



9. ვეტნამში არის ავიაკომპანია, რომლის ბორტგამცილებლები ბიკინებში გამოწყობილები მუშაობენ


image

image

კერძო, ვიეტნამური, ავიაკომპანია VietJet Air, ნამდვილი აჟიოტაჟის მიზეზი გახდა, სამოქალაქო ავიაციაში. მის თვითმფრინავებში მგზავრებს საცურაო კოსტუმებში გამოწყობილი ბორტგამცილებლები ემსსხურებიან. გარდა სტანდარტული ვალდებულებებისა, გოგონები 3 წუთიან ბიკინ-შოუსაც მართავენ მგზავრებისთვის.

ისეთი ქვეყნის ავიაკომპანიებმა, როგორებიც არის ტაილანდი, მექსიკა და დიდი ბრიტანეთიც კი, რეკლამირების მიზნით, საფირმო კალენდრები დაამზადესს, თავიაანთი, თითქმის დედისშობილა ბორტგამცილებლების ფოტოსურათებით, მაგრამ ჯერ-ჯერობით, ამის იქით, საქმე არ წასულა. რაც ვიეტნამურ VietJet-ს, ამ მხრივ, უნიკალურ ავიაკომპანიად ხდის.



8. გერმანული კომპანია, რომელმაც «ნუდისტური» რეისი დანერგა


image


image

2008 წელს ერთმა გერმანულმა ტურისტულმა კომპანიამ, თანამემემულეების ნატურიზმისადმი სიყვარული, ცამდე აიყვანა – ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით.

მსოფლიოში პირველმა «ნუდისტურმა» ავიაკომპანიამ რეისი აამოქმედა მგზავრებისთვის, რომლებსაც დედამიწიდან 30.000 ფუტ (9, 14 კმ.) სიმაღლეზე გახდის სურვილი ჰქონდათ. მაგრამ, მგზავრები თვითმფრინავში ჩასხდომისა და იქიდან ჩამოსვლის დროს, ჩაცმულები უნდა ყოფილიყვნენ. ხოლო აფრენის შემდეგ, შეეძლოთ გაეხადათ და სალონში შიშვლებს ევლოთ. რეისი ზაფხულის ერთდღიანი დასვენების ნაწილი იყო.



7. ისლანდიის ავიაკომპანია თვითმფრინავი, სახელწოდებით «გეი»


image

image

ისლანდიური ავიაკომპანია WOW air, ცოტა ხნის წინ, «ტრანსპორტი ჰომოსექსუალებისთვის» კონკურსის მონაწილე გახდა და საზეიმოდ წარმოადგინა გიგანტური ზომის ვარდისფერი თვითმფრინავი, სახელწოდებით «გეი» («GAY»). ავიაკომპანია, რომელიც ცნობილია თავისი ვარდისფერ-იისფერი თვითმფრინავებით, ამა წლის თებერვალში განაცხადა, რომ მის ახალ თვითმფრინავს, Airbus A330-ს, რომელიც ემსახურება სან-ფრანცისკოს რეისს, სახელი გეი-მოძრაობის საპატივცემულოდ შეურჩიეს.



6. ავიოკომპანია, რომელიც ეკონომ-კლასის მგზავრებს უფასო მასაჟს სთავაზობს


image

image

ასეთი მომსახურება, სხვა ავიაკომპანიების პირველი კლასის მგზავრებსაც კი არა აქვთ. ხოლო ავიოკომპანია Air Malta-ს ეკონომ-კლასის სალონებში, თავის უფასო მასაჟს სთავაზობენ მგზავრებს.


5. ახალზელანდიური ავიაკომპანია კლიენტებს «მოხვევის კლასს სთავაზობს»


image

image

მგზავრები ლოს-ანჯელესიდან ახალი ზელანდიის მიმართულებით ბევრად უფრო კომფორტულად მგზავრობენ, ვიდრე სხვები, თუნდაც იგივე ქალაქიდან სხვა მიმართულებით. საქმე იმაშია, რომ 2011 წელს ავიაკომპანია Air New Zealand-მა თავის კლიენტებს შესთავაზა ადგილები, რომლის გარდაქმნა დივანად ან საწოლად არის შესაძლებელი.

ავიაკომპანიის საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, SkyCouch სავარძლები არის იდეალური არჩევანი წყვილებისთვის ან ოჯახისთვის, მცირეწლოვანი ბავშვებით. SkyCouch — არის სამი სავარძელი ეკონომ-კლასში, რომელიც ერთად რბილ სივრცეს ქმნის, რომელზეც შეიძლება დაწოლა ან ბავშვებთან თამაში. ეს იგივეა, რომ საკუთარი დივანი გქონდეთ თვითმფრინავში.



4. პირველი ავიაკომპანია, რომელმაც მგზავრებს ვირტუალური რეალობის ყურსასმენები შესთავაზა


image

image

2015 წელს ავსტრალიურმა ავიაკომპანია Qantas-მა, კომპანია Samsung-თან ერთად, პირველი კლასის მგზავრებს, რომლებიც ხანგრძლივი დროით მგზავრობდნენ, ვირტუალური ყურსასმენები Samsung Gear VR შესთავაზა.


3. ავიაკომპანია, რომელმაც ბორტზე სამხატვრო გალერია მოაწყო ბიზნეს-კლასის მგზავრებისთვის


image

image

ავიოკომპანია Virgin Atlantic-ის კლიენტებს, რომლებმაც 2013 წელს იმგზავრეს ლონდონიდან ნიუ-ორკის მიმართულებით, უმაღლესი კლასის სალონში (Upper-Class), «საჰაერო გალერიის» დათვალიარების უნიკალური შესაძლებლობა ჰქონდათ. გამოფენა ბენ ეინის (Ben Eine) 10 ნამუშევრისგან შედგებოდა და თითოეული ტილოს ღირებულება 2.500-15.000 ფუნტ სტერლინგს შეადგენდა.

ბრიტანელმა მხატვარმა სახელი მას შემდეგ გაითქვა, რაც მისი ერთ-ერთი ნამუშევარი, დევიდ კემერონმა აშშ-ს პრეზიდენტს, ბარაკ ობამას აჩუქა, მისი ბრიტანეთში პირველი ოფიციალური ვიზიტის დროს. ტილოების გარდა, მგზავრებს შეეძლოთ ენახათ ვიდეოფილმი, რომელზეც ამ ნამუშევრების შექმნის პროცესი იყო ასახული და შეეძინათ წარმოდგენილი ნამუშევრებიდან რომელიმე.



2. ავიაკომპანია, რომელმაც პირველმა დანერგა ბორტზე Uber-ი


image

image

2014 წლიდან United Airlines ავიაკომპანიის თვითმფრინავებში Uber-ი არის დანერგილი, რომლის მეშვეობითაც, პირდაპირ თვითფრინავიდან შეიძლება ტაქსის გამოძახება აეროპორტში. მობილური პროგრამა ინფორმაციას იძლევა სატრანსპორტო საშუალებების და მომსახურების ტარიფების შესახებ. მგზავრობის დეტალების არჩევის შემდეგ, პროგრამას მგზავრი ავტომატურად გადაჰყავს Uber-ის ვებ-საიტზე, რომ მან აღრიცხვის ბარათი დაარეგისტრიროს და ხელშეკრულება გააფორმოს.
კლიენტი, რომელიც ავიაკომპანიის Uber მომსახურებით ისარგებლებს და თავის პირველ შეკვეთას გააფორმებს, საჩუქრად 1 000 ბონუს მილს იღებს, «MileagePlus» პროგრამის განვითარების მიზნით.



1. ტრანსატლანტიკური ავიაკომპანია სრული კომფორტით


image

image

La Compagnie ავიაკომპანიის თვითმფრინავები რეისებს მხოლოდ პარიზს, ლონდონს და ნიუ-ორკს შორის ახორციელებს. ავიალაინერის ბორტზე მასაჟორ-სავარძლებია დამონტაჟებული, რომლებიც იშლება და მისი გარდაქმნა საწოლად შეიძლება. მგზავრებს ყველაზე ცნობილი რესტორნების კერძებით უმასპინძლდებიან და თითოეული მათგანისთვის Samsung-ის ფირმის გასართობი პლანშეტი არის გათვალისწინებული. ასეთი მომსახურებით, ნებისმიერი ადამიანი მეფედ იგრძნობს თავს.

როდესაც ეს რეისი ამოქმედდა, სტანდარტული ტარიფი, ერთი მიმართულებით — 1200 ევრო (1400 დოლარი) ღირდა. მსგავსი მომსახურება, კონკურენტ კომპანიებში, British Airways და Air France-ში, 2800 დოლარი ღირს.

3
1069
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1069
  
2016, 27 აპრილი, 14:49
ეგ თავისთავად.. მაგრამ არ მევასება ეგ ტრანსპორტი და ვერაფერი შემაყვარებს :D
2016, 27 აპრილი, 14:48
მადლობა. რაც შეეხება თვითმფრინავით მგზავრობას, სტატისტიკის თანახმად, ყოველწლიურად, ავტოავარიებში უფრო მეტი მგზავრი იღუპება, ვიდრე ავიაკატასტროფის დროს.
2016, 27 აპრილი, 13:44
სიგიჟე, მაგრამ თვითმფრინავის მაინც მეშინია, რაც არ უნდა მოხდეს მანდ არ ავალ...კარგი და სახალისო სტატიაა... გავზიარდეთ..
0 1 3