ნამცხვრები რატომ არ ისურვეს ამ ბრწყინვალე საქორწილო კაბის ჩაცმა პატარძლებმა 2016, 23 აპრილი, 15:27 საუკეთესო მაქმანებით და ლამაზი ნაქარგებით, ელეგანტურად გაფორმებული კაბა! ასეთი საქორწილო კაბა ნებისმიერი გასათხოვარი გოგონას ოცნებაა. მაგრამ არის ერთი მაგრამ, რომელიც აჩერებს ყველაზე გაბედულ პატარძალსაც კი, რომ ეს შედევრი ჩაიცვას : ეს კაბა ტორტია.
დეტალები იმდენად რეალისტურადაა დამზადებული, რომ ერთი შეხედვით არაფრით არ განსხვავდება ჩვეულებრივი კაბისგან. მაშინაც კი, თუ ახლოდან და გადიდებულს დავაკვირდებით სურათებს, ძნელი დასაჯერებელია, რომ ის არაა დამზადებული ჩვეულებრივი ქსოვილისგან და მაქმანებისგან. მსოფლიოში პირველი შესაჭმელი კაბის შექმნაზე მუშაობდნენ კონდიტერები სილვია ელბა, ივეტ მარნერი და მხატვარი ილინკა პნიკი. საქორწინო კაბა დამზადებულია ნატურალური ზომის: 70 კგ და 170 სმ. მიუხედავად იმისა, რომ სამი გოგონა მუშაობდა საკონდიტრო შედევრის შექმნაზე, მაინც დასჭირდა 300 საათი მის დამზადებას. დიახ, თქვენ მას ვერ ჩაიცმევთ, მაგრამ დააპურებთ ყველა სტუმარს. 2270 11-ს მოსწონს
|