სხვა რატომ წერენ პირიქით- მარჯვნიდან მარცხნივ ებრაელები და არაბები? 2016, 23 აპრილი, 10:23 ბევრმა თქვენგანმა რატომ კი არა, მგონი საერთოდ არ იცოდა ებრაელები და არაბები პირიქით- მარჯვნიდან მარცხნივ რომ წერენ. გასაკვირი, გაუგებარი და ალბათ მოუხერხებელიცაა მემგონი მსგავსი მეთოდი და ნებისმიერი თქვენგანის მცდელობა კი შესაძლოა წარუმატებლობით დასრულდეს, თუმცა ფაქტია- რეალობაა. ყოველთვის მიკვირდა რატომ წერდნენ ისინი პირიქით, ალბათ აქვთ საამისო მიზეზი, თუმცა ამ კითხვაზე პასუხს ვერავინ მაძლევდა. ყველაფერი კი მარტივად და ლოგიკურად აიხსნება თურმე. საქმე იმაშია, რომ სემიტური ენები, რომელთა შორის შედის სწორედ ებრაული და არაბული ენები და მწერლობა, ერთ-ერთი უძველესია ჩვენს პლანეტაზე. ეს ენები დაიბადა ორი ათასი წლის წინათ, მაშინ, როდესაც ვერც კი იოცნებებდნენ ქაღალდის არსებობაზე. მიუხედავად ნაკლებად ცივილიზაციისა, საჭირო ხდებოდა ინფორმაციების გადაცემა, რასაც ქვაზე მოჩუქურთმებით ახერხებდნენ. ლოგიკაც სწორედ აქაა, ჩაქუჩისა და უროს ჭერა წერითი მუშაობის დროს ქვაზე, მარჯვნიდან მარცხნივ ყველაზე მოსახერხებელი იყო. მაგალითისთვის შეგიძლიათ მოიმარჯვოდ ჩაქუჩი და ურო და სცადოთ, მაშინვე დარწმუნდებით რომ ეს მართლაც ასეა. თუ დააკვირდებით ებრაულ ანბანს, დაინახავთ მათი კონფიგურაცია როგორ მოწმობს იმას, რომ საწყისი ასოების ამოკვეთა და მოჩუქურთმება ხდებოდა რბილ საგანზე. მიუხედავად იმისა, რომ დროსთან ერთად გამარტივდა წერის პირობები, გაჩნდა მელანი, კალამი, ქაღალდი და ა.შ, პირიქითი, მარჯვნიდან მარცხნივ წერის წესები უკვე ჩამოყალიბდა და მისი რადიკალურად შეცვლა უკვე აღარავინ არ მოინდომა. 4490 21-ს მოსწონს
|