x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რას წარმოადგენს "მფრინავი სპაგეტის მონსტრის ეკლესია",რომლის დარეგისტრირებასაც ალექსი მაჭავარიანი ცდილობს
image„მფრინავი სპაგეტის მონსტრის“ შექმის იდეა ეკუთვნის ბობი ჰენდერსონს, ეს არის პასტაფარიანული მოძღვრება, რომელსაც არასერიოზული დამოკიდებულება აქვს რელიგიებისადმი. ზოგადად, იგი ცნობილია როგორც რელიგიის პაროდია.


ჰენდერსონმა შექმნა მფრინავი სპაგეტის მონსტრის სახარება, რომელიც რელიგიის და ბიბლიის პაროდიაა.სახარება შეიცავს სამყაროს შექმნის მითს, მცნებებს და ევანგელიზმის გზამკვლებს, ასევე განიხილავს ისტორიის და ცხოვრების სტილის პასტაფარიანულ ხედვას. ჰენდერსონი იყენებს სატირას რათა წარმოაჩინოს კრეაციონიზმის ნაკლოვანებები და დაამტკიცოს მფრინავი სპაგეტის მონსტრის არსებობა. "მფრინავი სპაგეტის მონსტრის სახარება", წიგნმა, რომლის 100 000-ზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა, საზოგადოდ პოპულარობა მოიპოვა აშშ-ში.


"მფრინავი სპაგეტის მონსტრის სახარებაში" წარმოდგენილია პასტაფარიანული პრინციპები (ხშირად ეს კრეაციონიზმის სატირებია), რომლებიც ოსტატურადაა აგებული ღია წერილზე. მასში შედის სამყაროს შექმნის მითი, სახარების ქადაგება, რამდენიმე ფსევდომეცნიერული მტკიცებულება და პასტას სიტყვები, რომელსაც დართული აქვს სამოყვარლო ნახატები და გადაკეთებული მზა ფოტოები.

image


ჰენდერსონი ირონიის გზით უსვამს ხაზს ევოლუციის ხარვეზებს და
გვიყვება პასტაფარიანულ ისტორიას სამყაროს შესახებ. წიგნს ასევე დართული
აქვს სადღესასწაულო ცნობარი. ჰენდერსონი ასევე განიხილავს პირველ
პასტაფარიანულ რწმენას იმის შესახებ, რომ მეკობრეების რიცხვის შემცირებამ
გლობალურ დათბობამდე მიგვიყვანა. მას ამის დასამტკიცებლად მაგალითად
მოჰყავს ჰელოუინის დღესასწაული, როდესაც ბევრი ადამიანი იცვამს მეკობრის ფორმას და ამის შემდეგ რამდენიმე თვე საშუალო ტემპერატურა საგრძნობლად მცირდება.


სამყაროს შექმნის პასტაფარიანული მითი


"სახარება იწყება უჩინარი და შეუცნობელი მფრინავი სპაგეტის მონსტრის
მიერ სამყაროს შექმნით. პირველ დღეს, მფრინავმა სპაგეტის მონსტრმა გამოყო
წყალი ზეცისგან; მეორე დღეს, ვინაიდან არ შეეძლო წყალზე დიდხანს სიარული და
დაღლილი იყო ფრენით, მან შექმნა მიწა—რომელზეც განთავსებული იყო ლუდის
ვულკანი. ნასიამოვნებმა მფრინავმა სპაგეტის მონსტრმა ბოროტად ისარგებლა
ლუდით, რომელიც ლუდის ვულკანიდან მოედინებოდა და ნაბახუსევმა გაიღვიძა.
მთვრალი ღამეების და ტლანქი საღამოების შუალედში, მფრინავმა სპაგეტის
მონსტრმა შექმნა ზღვები და მიწა (უკვე მეორედ. შემთხვევით მას დაავიწყდა
რომ მანამდე ეს უკვე შექმნილი ჰქონდა), სამოთხეში მან შექმნა ცეროდენა
არსება, რომელსაც კაცი უწოდა. კაცი და მისივე ტოლი ქალი, ბედნიერად
ცხოვრობდნენ ზეთის ხილის ბაღში, რომელიც ედემში იყო განთავსებული, სანამ
სპაგეტის მონსტრმა საჭმლის კეთებისას შემთხვევით იქაურობა არ დატბორა."

უკეთესი იქნება თუკი ამას არ გააკეთებ

სახარების მიხედვით, მეკობრე კაპიტანმა მოსემ, მიიღო ათი ქვის ფირფიტა,
რომლებზეც ეწერა რჩევები მფრინავი სპაგეტის მონსტრისგან. ორიგინალიდან ათი
„უკეთესი იქნება თუკი ამას არ გააკეთებიდან“ ორი, კაპიტან მოსეს, სალსას
მთიდან ჩამოსვლის დროს დაუვარდა და დაიკარგა. ეს მცნებები ასწავლის ყველა
მორწმუნეს თუ როგორ უნდა იცხოვრონ ჭეშმარიტად პასტაფარიანული ცხოვრებით.
ისინი მიმართულია ყოველდღიური პრობლემების და იმ ხალხისკენ, ვისაც არ სჯერა
მფრინავი სპაგეტის მონსტრის.

image

„უკეთესი იქნება, თუ არ დახარჯავ უამრავ ფულს ეკლესიის, ტაძრისა თუ მეჩეთის
მშენებლობაზე ჩემი კალორიული მადლის სათაყვანებლად, როდესაც შეგიძლია ეს
ფული უკეთესად გამოიყენო. აირჩიე რაზე: სიღარიბის აღმოფხვრა. ავადმყოფების
მკურნალობა; მშვიდობიანი ცხოვრება, ვნებიანი სიყვარული და ინტერნეტის ფასის
შემცირება. მიუხედავად იმისა, რომ მე რთული აგებულების, ყოვლისმხედველი
არსება ვარ, მე მიყვარს ცხოვრების ყველა უბრალო სიამოვნება. სხვამ ვინ იცის
ჩემზე უკეთ? მე შევქმენი ყველაფერი“.

imageმფრინავი სპაგეტის მონსტრი, რომელიც კაპიტან მოსეს გადასცემს ფირფიტებს: „უკეთესი იქნება თუკი ამას არ გააკეთებ“

image

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ყოფილმა პირველმა
მოადგილე და ტელეკომპანია „ტაბულას" პროდიუსერმა ალექსი მაჭავარიანმა „იუსტიციის სამინისტროს“ ახალი რელიგიური მიმდინარეობის – „მფრინავი სპაგეტის მონსტრის ავტოკეფალიური ეკლესიის“ დარეგისტრირების მოთხოვნით მიმართა.

imageაღნიშნული რელიგიის საქართველოში დარეგისტრირებაზე იუსტიციის სამინისტრომ
უარი განაცხადა, ვინაიდან რელიგიური გაერთიანების რეგისტრაციის შესახებ
განცხადებაზე თანდართული სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მიხედვით არ დგინდება
„მფრინავი სპაგეტის მონსტრის ავტოკეფალური ეკლესიის”, როგორც რელიგიის
არსებობა.

ალექსი მაჭავარიანის განცხადებით, ის აპირებს გაასაჩივროს საჯარო რეესტრის ეს გადაწყვეტილება.

2
244
8-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
244
  
2016, 22 აპრილი, 13:03
დედა, რა იყო ეს:))))
2016, 22 აპრილი, 12:02
"ტროლინგს" აქვს ადგილი ჩემი აზრით. :)
0 1 2