სხვა მოსკოვში გენერალი დუმბაძე მოკლეს 2012, 1 ივნისი, 22:57 21 მაისს მოსკოვში, რუბლევოუსპენსკის გზატკეცილზე, გენერალი დუმბაძე მოკლეს.იგი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბათუმის 25-ე ბრიგადის მეთაური იყო.2004 წელს, როდესაც აჭარასა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის ურთიერთობა დაიძაბა, გენერალმა დუმბაძემ უარი განაცხადა, დამორჩილებოდა პრეზიდენტ სააკაშვილის ბრძანებებს და ასლან აბაშიძის დაქვემდებარებაში გადავიდა. მას შემდეგ, რაც აბაშიძემ აჭარა დატოვა, დუმბაძე უშიშროების ორგანოებმა სამშობლოს ღალატის ბრალდებით დააპატიმრეს.სასამართლომ მას 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2008 წლის აგვისტოში დუმბაძე საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთს ქართველ ტყვეებში გაუცვალა, ხოლო 2010 წელს მან რუსეთის მოქალაქეობა მიიღო. რუბლევო-უსპენსკის გზატკეცილზე, 30-ე ნომერში მდებარე სახლთან, გენერალ დუმბაძეს მოტოციკლეტით მოძრავმა დამნაშავეებმა ესროლეს და მიიმალნენ. 19 2-ს მოსწონს
|