x
მეტი
  • 24.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512071
სააღდგომოდ კვერცხის გაფორმების 10 ორიგინალური და მარტივი მეთოდი (ფოტო და ვიდეო ინსტრუქციები)
image

წითლად შეღებილი კვერცხი ქრისტიანულ სამყაროში აღდგომის ერთ-ერთი სიმბოლოა. მაგრამ ზოგჯერ სურვილი გვიჩნდება სააღდგომო სუფრა და მთლიანად სახლი ხელნაკეთი, ორიგინალური კვერცხებით დავამშვენოთ. ამგვარი სამშვენიესების გაკეთება ნებისმიერ დროს შეიძლება და, რაც მთავარია, განსაკუთრებით მოსწონთ ბავშვებს. ამიტომ გთავაზობთ, კვერცხის დიზაინის რამდენიმე საკმაოდ მარტივ მეთოდს, რომელთა გზით ორიგინალურ და ძალიან ლამაზ კვერცხებს მიიღებთ.

1. კვერცხის მორთვა ბისერებით


image

ბისერებით კვერცხის მორთვლის რამდენიმე მეთოდი არსებობს, მათ შორის დაწვნაც, რომელიც შედარებით რთულია. ამჯერად კი ყურადღებას შევაჩერებთ მარტივ, დაწებების მეთოდზე, რისთვისაც დაგჭირდებათ:

· ხის ან პენოპლასტის კვერცხი. შეგიძლიათ ასევე გამოიყენოთ შიგთავსისგან დაცლილი ჩვეულებრივი კვერცხი.

· ბისერები
· ნემსი
· ძაფი
· წებო
image

დაიწყეთ ბისერების აცმა ძაფზე. პარალელურად შემოავლეთ და აწებეთ კვერცხზე. აუცილებელია ბისერები რაც შეიძლება მჭიდროდ ააცვათ, რათა ცარიელი ადგილი არ ჩანდეს.


2. კვერცხების დეკუპაჟი ხელსახოცებისგან.

დაგჭირდებათ:

· კვერცხი
· ჯამი
· მაკრატელი
· თხევადი წებო
· ფუნჯი
· ხელსახოცები
· ქინძისთავი

ჯერ საჭიროა კვერცხიდან შიგთავსი გადმოვიღოთ. ამისათვის ქინძისთავით ჩავჩხვლიტოთ კვერცის ორივე მხარეს, გავაკეთოთ მცირე ზომის ხვრელი, ჩავბეროთ ერთი მხრიდან. მეორე მხრიდან შიგთავსი გარეთ გადმოიღვრება. გამოვავლოთ დაცაირიელებულ კვერცხში წყალი და ისევ ჩაბერვის გზით გამოვდევნოთ დარჩენილი წვეთები.
image

ავირჩიოთ ხელსახოცზე არსებული სასურველი ნახატი, ამოვჭრათ იგი. ავაცალოთ ნახატიანი ფენა. ფიუნჯით დავიტანოთ კვერცხის ზედაპირზე წებო. დავადოთ მასზე ნახატი და ზემოდან ისევ გადავუსვათ წებოს თხელი ფენა. დავაცადოთ გაშრობა.



იხ. ვიდეინსტრუქცია:






3. კვერცხის გაოფორმება კვილინგის ტექნიკით

კვილინგი არის ხელოვნების ფორმა, რომელშიც დეკორატიული გაფორმებისთვის გამოიყენება სპირალურად დახვეული ქაღალდი.

image

აღნიშნული ტექნიკით კვერცხების გაფორმებისთვის დაგჭირდებათ:

· პასტმასის ან ხის კვერცხი
· რეზინები
· ფანქარი
· სამზარეულოს აპკი
· ორმხრივად ფერადი ქარალდი
· კბილის ჩხირები
· ქინძისთავები
· წებო
image

ჯერ ქარალდის ზოლებისგან იხვევა სხვადასხვა ფორმის სპირალები, ბოლოები მაგრდება წებოთი. მაგალითად, ფოთლის ან წვეთის მისაღებად სპირალი უნდა შეკუმშოთ გვერდზე. რამდენიმე ძირითადი ელემენტისგან უზორების გაკეთება შეგიძლიათ თქვენი ფანტაზიის მიხედვით.


იხ. ვიდეოინსტრუქცია:




4. კვერცხის გაფორმება ატლასის ლენტებით



დაგჭირდებათ:

· ხელოვნური კვერცხი
· ორი სხვადასხვა ფერის ატლასის ლენტი
· წებო

აიღეთ ორი ლენტი და ერთმანეთზე დადებული დააწებეთ კვერცხის ვიწრო თავზე. ქვედა მხარეზე ჯადააჯვარედინეტ ლენტები და ისევ დააწებეთ ახლა უკვე მეორე მხარეს.
image

განაგრძეთ კვერცხზე ლენტების შემოხვევა, თან რიგ-რიგობით გადააჯვარედინეთ ხოლმე და დაამაგრეთ წებოთი.
image

ლენტებთან ერთად, კვერცხების გაფორმება შეიძლება ასევე ბისერებითა და სხვადასხვა ორამენტებით.

image

5. კვერცხის გაფორმება გირჩის ტექნიკით


image

გირჩის სტილში ლენტებით კვერცხის გაფორმება კიდევ ერთი საინტერესო მეთოდია.


ამისათვის დაგჭირდებათ:

· ხელოვნური კვერცხი
· ქინძისთავები
· ატლასის ლენტები

დაჭერით ატლასის ლენტები 2, 5 სმ-ის ნაჭრებად. გადაკეცეთ სამკუთხედებად, ისე, როგორც სურათზეა მოცემული.
image

ლენტს მოაჭერით ერთი 1სმ./1სმ.-ის კვადრატული ნაჭერი. დაამაგრეთ კვადრატი კვერცხის თავზე.

შემდეგ დაიწყეთ სამკუთხედების დამაგრება ისე, რომ ყოველი ახალი სამკუთხედის მიმაგრებისას წინა სამკუთხედის წვერი ჩანდეს. დაფარეთ ამგვარად კვერცხის მთელი ზედაპირი.
image

ბოლოს ვამაგრებთ ისევ ერთ კვადრატს, რათა ღია ადგილი არ დარჩეს.

იხ. ვიდეოინსტრუქცია:






6. კვერცხების მორთვა ძაფებით.


image

დაგჭირდებათ:


· წებო
· ძაფები
· ხელოვნური კვერცხი

კვერცხის თავზე დაიტანეთ წებო. შემდეგ კი შემოატარეთ მასზე საკმაოდ მჭიდროდ ძაფი. კვერცხის შუამდე რომ მიხვალთ, ძაფი გაჭერით.


image

გადმოაბრუნეთ კვერცხი და იგივე გაიმეორეთ მეორე მხრიდანაც. როცა ძაფის ბოლოები ერთმანეთს შეხვდება, წაუსვით წებო და შეაერთეთ.


image

7. კვერცხის შეღებვა ომბრეს სტილში


image

დატოვეთ კვერცხი რამდენიმე წუთით საკვების საღებავში. შემდეგ საღებავში ჩამატეთ წყალი და ისევ ჩაუშვით კვერცხი რამდენიმე წუთით. ასე გაიმერეთ რამდენჯერმე, სანამ კვერცხი ბოლომდე არ დაიფარება შეღებილი წყლით.

8. ლაქით გაფორმება

დაგჭირდებათ:
image

· 1 პლასტმასის ჭიქა
· 3-4 ფერის ლაქი
· კვერცხი

ზემოთ აღწერილი მეთოდით დავცალოთ კვერცხი შიგთავსისგან. აავსეთ ჭიქა წყლით და დაამატეთ 5-10 წვეთი სხვადასხვა ფერის ლაქი. ოდნავ აურიეთ კბილის ჩხირით. ჩაიცვით ხელთათმანები და ჩადეთ კვერცხი წყალში. ამოიღეთ და გააშრეთ. გასაშრობად უმჯობესია კვერცხი ჩხირებზე მოათავსოთ.

9. კვერცხის გაფორმება ნაჭუჭის მოზაიკით

თუ მოხარშვისას ზოგიერთი კვერცხი გაგიტყდათ ან გაგებზარათ, შეგიძლიათ ნაჭუჭი გამოიყენოთ მოსართავად.


image

დაგჭირდებათ:


· კვერცხი
· კვერცხის ნაჭუჭი
· სარებავი
· წებო


გამოაცალეთ კვერცხს შიგთავსი და მიაწებეთ დატეხილი და გაფერადებული ნაჭუჭი.

10. კვერცხის გაფორმება აბრეშუმით


image

დაგჭირდებათ:


· კვერცხი
· აბრეშუმის ქსოვილი
· 80-100 მლ. ძმარი
· ტილოს ნაჭერი

შეახვიეთ კვერცხები აბრეშუმში რაც შეიძლება მჭიდროდ. შემდეგ შეახვიეთ ტილოში. მოათავსეთ ცივ წყალში და შემოდგით ცეცხლზე. დაამატეთ 100 მლ. ძმარი და მიიყვანეთ ადუღებამდე. შემდეგ დაუწიეთ ცეცხლს და ხარშეთ 20 წთ. ამოიღეთ კვერცხები, მოხსენით ნაჭრები და დააცადეთ სანამ ბოლომდე გაშრება.







2
1222
9-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
1222
  
2016, 28 აპრილი, 21:02
რა ბედნიერია ის ადამიანი, ვისაც ამ ყველაფრის განწყობა და ხალისი აქვს((
2016, 19 აპრილი, 19:37
რა ლამაზია როგორ მიყცვარს:)
0 1 2