საზოგადოება ანჯელინა ჯოლის თაყვანისმცემლები ვარაუდობენ,რომ მსახიობი სიკვდილის ზღვარზეა 2016, 17 აპრილი, 21:19 ანჯელინა ჯოლის უახლოეს ფოტოს თუ დავაკვირდებით დავინახავთ, რომ შოუბიზნესის ერთ-ერთი გამორჩეული და წარმატებული ადამიანი ძალიან სუსტად გამოიყურება, დასავლური მედიის ცნობით მსახიობი სიცოცხლის უკანასკნელ დღეებს ითვლის.Edition Movie-ის ცნობით დღეს მსახიობი 35 კილოგრამს იწონის, ეს ნიშნავს იმას, რმ ის კრიტიკულ მომენტში იმყოფება და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ანჯელინა ბოლო დროს შეხვდა საბერძნეთის პრემიერ -მინისტრს ალისისომ ციპრას, სადაც იქ მყოფმა ყველა ჟურნალისტმა და მედიის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ანჯელინა უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდა .ანჯელინას თაყვანისმცემელთა მთელ ჯგუფს მიაჩნია, რომ ანჯელინა დაავადებულია ავთვისებიანი სიმსივნით და ეჭვი აქვთ, რომ ვარსკვლავის ასეთი მდგომარეობა სწორედ აქედან გამომდინარეობს. ქომაგთა მთელი არმიის ვარაუდი შეიძლება არც კი იყოს საეჭვო, რადგან სწორედ 2007 წელს ანჯელინას დედა განუკურნებელმა სენმა კიბომ იმსხვერპლა.ტაბლოიდები იუწყებიან, რომ ანჯელინას მეგობრები და მათი ნათესავები იმყოფებიან უმძიმეს მდგომარეობაში, რადგან ყოველ დღე იგენენ ანჯელინას შესახებ ცუდ და მათთვის არასასურველ ინფორმაციას..ანჯელინა განიცდის დიდ ტკივილს, რომელსაც შეძლებისდაგვარად ექიმები უყუჩებენ.. ანჯელინას მეუღლე ბრედ პიტი ვერ წარმოიდგენს და არ შეუძლია იმის დაჯერება, რომ მისი ყველაზე საყვარელი ადამიანი ასეთ მდგომარეობაში იმყოფება.
357 1-ს მოსწონს
|