სხვა სერია "უცნობი ჯარისკაცი " გაგაცნობთ ომის საშინელ შედეგებს 2016, 17 აპრილი, 1:07 ფოტოგრაფმა დევიდ ჯეიმ აჩვენა შოკისმომგვრელი სურათების სერია "უცნობი ჯარისკაცი" – ეს არის ახალი პროექტი, სადაც გადაღებულია ერაყში და ავღანეთში დაჭრილი ჯარისკაცები. ყველა პორტრეტი მშვიდ, ოჯახურ სიტუაციაშია გადაღებული, რაც განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნის. სახეები, რისი გადმოცემაც უნდოდა დევიდს, განუმეორებელი სილამაზისაა, მაგრამ, ამავდროულად ყოველი ნაწიბური, ამპუტირებული კიდური და დამწვრობა, თავის საშინელ ისტორიას ატარებს. ძნელი წარმოსადგენია, რა გადაიტანეს ამ ადამიანებმა იმ უაზრო ომში, სადაც მხოლოდ რამდენიმე ადამიანს სურს აჩვენოს თავისი ძალაუფლება. 1557 14-ს მოსწონს
|