ქალი როგორ შეიძლება მკერდის გადიდება სახლის პირობებში - დაივიწყეთ ოპერაციები! 2016, 14 აპრილი, 13:51
მკერდის ზომა თანამედროვე ქალბატონების დიდი ნაწილისთვის მტკივნეულ თემას წარმოადგენს, განსაკუთრბით მაშინ, თუ იგი სასურველზე შესამჩნევად ნაკლებია. სამწუხაროდ დღევანდელი ეკოლოგიური მდგომარეობა, ცხოვრების არასწორი წესი, სტრესი და ა.შ. უარყოფითად აიახება ქალის ჯანმრთელობაზე. იმისათვის, რომ ქალური ჰორმონები მოწესრიგდეს, კარგი საშუალებაა სამკურნალო ბალახების გამოყენება. ხალხურ მედიცინაში კარგად არის ცნობილი ფიტოესტროგენები: სპეციალური ნივთიერებები, რომლებიც ზოგიერთ პროდუქტსა და მცენარეში არსებობს. მათი გამოყენებით შესაძლოა სარძევე ჯირკვლების ზომის გაზრდა, მკერდის გალამაზება და მენსტრუალური ციკლის მოწესრიგება. ბუნებრივ საშუალებებს არ გააჩნია გვერდითი ეფექტები, სრულიად უსაფრთხოა და მათი გამოყენება ნებისმიერი ასაკის ქალისთვის შეიძლება. ეს ნამდვილად უკეთესია, ვიდრე პლასტიკური ოპერაცია. მცენარეები, რომლებიც მკერდის გადიდებას უწყობს ხელს. ბაბუაწვერა ფიტოესტროგენები, რომლებიც ბაბუაწვერაში არსებობს, ხელს უწყობს ქსოვილების ჯანმრთელ ზრდას. ეს მცენარე შეიძლება გამოვიყენოთ, საკვებ დანამატად როგორც უმად, ასევე გამხმარი სახით. ბაყაყურა ეს მცენარე ამცირებს სითხის შეკავებას ორგანიზმის სხვადასხვა ქსოვილებში, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ხელს უწყობს მენსტრუალური ციკლის რეგულაციას და ადიდებს მკერდს ბუნებრივი გზით. დონგ კვაი (ჩინური ანჯელიკა) ამ მცენარეს, რომელსაც "ქალის ჟენშენსაც" უწოდებენ, უმკლავდება რეპროდუქციულ სისტემასთან დაკავშირებულ პრობლემებს, ხელს უწყობს ჰორმონების მოწესრიგებას. მისი ფესვის გაოყენება ხელს უწყობს ქალის ორგანიზმში პროგესტერონის რაოდენობის მომატებას, რაც მნიშვნელოვანია სარძევე ჯირკვლების უჯრედების ჯანმრთელობისთვის. კამა კამის ჩაი მშვენიერი საშუალებაა მკერდის ზომის გაზრდისთვის. ასევე კარგია ამ მცენარის კრემი და ლოსიონი, რომლითაც შესაძლებელია მკერდის დაზელვა. კამა მდიდარია ფიტოესტროგენებით და სხვა ფიტონუტრიენტებით, რომლებიც დადებითად მოქმედებს ქალის ჯანმრთელობაზე. მათი წყალობით ხდება მკერდის ბუნებრივი ზრდა. წითელი სამყურა წითელი სამყურა შეიცავს ნივთიერებას სახელწოდებით გენისტეინი, რომელიც თავისი მოქმედებიტ ძალიან ჰგავს ქალის ჰორმონს - ესტროგენს. მისი მიღება რეკომენდებულია იმ ქალბატონებისთვის, რომლებსაც მენსტრუალური ტკივილები აწუხებთ ხოლმე. ასევე ხელს უწყობს მკერდის ზრდას. ულუმბო ჩვენში მას ვიცნობთ უცხო სუნელის სახელწოდებით და სანელებლად უფრო ვიყენებთ. თუმცა მას არანაკლები სამკურნალო თვისებები გააჩნია. იგი ხელს უწყობს ესტროგენის გამომუშავებას, სარძევე ჯირკვლების გადიდებას. ულუმბოს მიღება საკვების დანამატის სახით რეკომენდებულია მეძუძური დედებისთვის. 2256 10-ს მოსწონს
|