მრეწველობა მათ ამ სახლის აშენება მხოლოდ 4000 დოლარი დაუჯდათ! 2016, 13 აპრილი, 12:04 დღეს ერთი უბრალო სახლის აშენება ადამიანს ათასობით დოლარი უჯდება.
სახლის ღირებულება მის მშენებლობაზეა დამოკიდებული. საქართველოში
ნებისმიერ ადგილას სახლის მშენებლობისთვის ათასობით დოლარია საჭირო.
უარესი სიტუაციაა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. განსაკუთრებით ევროპაში.
ბინის შეძენა 100 000 ათასები ჯდება, ხოლო კერძო სახლის აშენება შესაძლოა უფრო მეტიც. მაგრამ სტატიის თემა ბინების ფასებს არ ეხება... ამ სტატიაში ნახავთ იმ ადამიანების უძლიერეს მონდომებას, რომლებმაც მხოლოდ 4000 დოლარად საცხოვრებელი სახლი აიშენეს, ამ თანხაში შედის თავის ავეჯიც... ტრევორი და აიშეგული 6 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ ტრევორის მშობლებთან ერთად. როდესაც პატარა მაია გახდა 4 წლის, მათ გადაწყვიტეს ოჯახისგან განცალკევება. ქალაქში ბინის შესყიდვა მათი ხელფასებით თითქმის შეუძლებელი იყო. წყვილი წლების განმავლობაში მოდის ინდუტრიის რეკლამირებაში მუშაობდნენ, აღებული ხელფასით კი მხოლოდ ოჯახს ირჩენდნენ. როდესაც მათი დანაზოგი 4000 დოლარამდე ავიდა, მათ დაიწყეს სახლის მშენებლობა მთიან ტერიტორიაზე, სადაც პატარა ნაკვეთი ჰქონდათ... ქვემოთ მოცემულ ფოტოში ხედავთ სახლის პირველ ნახაზებს... ორიოდე მეგობრის დახმარებით წყვილმა დაიწყო სახლის აშენება, ისინი თითქმის არ ისვენებდნენ, მხოლოდ ერთი სურვილი და მიზანი ჰქონდათ, სახლი....საკუთარი სახლი... 2 მარტს დაწყებული მშენებლობა აპრილის დასაწყისში წარმატებით დასრულდა. სავარაუდოდ მაისში უკვე ამ სახლში გადავლენ საცხოვრებლად. ამ სახლის მშენებლობლამ სოციალურ ქსელში ძალიან ბევრი მოწონება დაიმსახურა. "ქალაქური ცხოვრება ძალიან მომბეზრდა, თავისუფლებას ვერ ვგრძნობ, ჩაკეტილი ვართ ოთხ კედელს შორის, სუნთქვაც კი ჭირს, მითუმეტეს ზაფხულში. ამ ყველაფერს ჯობდა ამ ადგილზე გვეცხოვრა, ეს ჩვენი ოჯახური გადაწყვეტილება იყო"- წერს ტრევორი სოციალურ ქსელში. "ცხოველები საკუთარ საცხოვრებელს დამოუკიდებლად იშენებენ, ჩემი აზრით ეს არის ყველაზე კარგი, რამ რასაც ადამიანი თავის სიცოცხლეში გააკეთებს. წარმოიდგინეთ, თქვენივე შრომით, ოფლით აშენებული სახლი.... ამაზე კარგი რაიმე არსებობს? მე სუსტი სქესი ვარ, მაგრამ მეუღლეს წამითაც არ მოვცილებულვარ, ყველაფერში ვეხმარებოდი, ეს ჩვენი ბუდეა..." -წერს სოციალურ ქსელში აიშეგული. ნახეთ 4 000 დოლარად აშენებული საცხოვრებელი... ნახეთ ოთახები... სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 2708 7-ს მოსწონს
|