ქანდაკება ჟირონოვსკიმ თავის თავს ძეგლი დაუდგა. ავტორი ზურაბ წერეთელია 2016, 12 აპრილი, 17:53 ვლადიმერ ჟირონოვსკის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მისსავე დაარსებულ მოსკოვის მსოფლიო ცივილიზაციის ინსტიტუტის ეზოში გაიხსნა რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის სამ მეტრიანი ბრინჯაოს სკულპტურა.ავტორი გახლავთ ზურაბ წერეთელი.
თვითონ პოლიტიკოსი კმაყოფილი დარჩა ქანდაკებით:"მე არასდროს ვფიქრობდი, რომ ოდესმე ჩემი ძეგლი დაიდგმებოდა, მე არც მეცნიერი ვარ და არც ვინმე ცნობილი მოგზაური, ყველა სამუშაო დაკავშირებულია პოლიტიკურ პარტიასთან, ამ უმაღლეს სასწავლებელთან, ჩვენ ამომრჩევლებთან და ჩვენს ქვეყანასთან"-განაცხადა საზეიმო ცერემონიალზე ვლადიმერ ჟირინოვსკიმ. შემდეგ ჟირინოვსკიმ და ზურაბ წერეთელმა მხურვალე ტაშის თანხლებით თეთრი საბურველი მოხსნეს ქანდაკებას.ინსტიტუტის ეზოში გაისმა მეფის რუსეთის დროინდელი სახელმწიფო ჰიმნი "Боже, Царя храни!". "Говорит Москва"-ს პირდაპირ რადიოეთერში ჟირინოვსკიმ აღნიშნა:"ეს არის სამმეტრიანი ბრინჯაოს ქანდაკება, ლონდონში ჩერჩილს უდგას ქანდაკება..და ვერ მიხვდები, რომ ძეგლია, იმიტომ რომ ძალიან პატარაა..." ამასთანავე მანვე აღნიშნა, რომ ბედნიერი იქნებოდა, თუ მის ძეგლს სადმე მოსკოვიც ცენტრში დადგავდნენ:"რა თქმა უნდა ეს დიდი მიღწევა იქნებოდა, როცა იცი, რომ ათასობით თვალი გიყურებს, მით უმეტეს მოსკოვში ყოველდღიურად მილიონობით ადამიანი ჩამოდის მთელი ქვეყნიდან და მთელი მსოფლიოდან." 137 7-ს მოსწონს 1-ს არა
|